ახალგაზრდა პედაგოგთა კავშირის ახალგაზრდული მიმართულების ფარგლებში დაიგეგმა ქალთა უფლებებისადმი მიძღვნილი კვირეული. აღნიშნულ კონტექსტში 2018 წლის 18 მარტს მოეწყო გასვლითი ვიზიტი სოფელ ზემო ობჩაში მდებარე ბაიას ღვინოების საწარმოში, სადაც გურიის სხვადასხვა სოფლების მკვიდრ ახალგაზრდებს უმასპინლეს ბაიას ღვინოების შემქმნელებმა – ბაია და გვანცა აბულაძეემა. საუბარი შეეხო საქართველოს, როგორც ღვინის კულტურის სამშობლოსა და მის ისტორიას. აგრეთვე, საოჯახო, ბიოლოგიურად სუფთა მეურნეობების იდეასა და მნიშვნელობას. შეხვედრა გაიმართა ინტერაქციულ რეჟიმში, რომლის დროსაც ბაიამ და გვანცამ ისაუბრეს ისეთი საკითხების შესახებ, როგორიცაა თანამედროვე მექანიზმები, რომელთა გამოყენებაც შესაძლებელია საკუთარი პროდუქტის ბრენდინგისა და პოპულარიზებისათვის. კვირეულის ფარგლებში დაგეგმილი აქტივობები ხორციელდება „პური მსოფლიოს“ – Brot für die Welt და “ტოლერანტობის, სამოქალაქო ცნობიერებისა და ინტეგრაციის მხარდაჭერის პროგრამის” [PITA] ფარგლებში, რომელიც ხორციელდება საქართველოს გაეროს ასოციაციის (UNAG) მიერ, აშშ-ს საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) ფინანსური მხარდაჭერით. პროგრამის პარტნიორი ორგანიზაციაა – „ახალგაზრდა პედაგოგთა კავშირი.