ორგანიზაცია

მიმდინარე წლის 8–12 ოქტომბერს, ა(ა)იპ ახალგაზრდა პედაგოგთა კავშირის ხელმძღვანელობა, ასევე, სოციალური დაცვის პოლიტიკისა და პროგრამების გაუმჯობესებისთვის სამოქალაქო ჩართულობის კომპონენტის თანამშრომლები, დონორი ორგანიზაციის პური მსოფლიოსთვის ფინანსური მხარდაჭერით, ვიზიტით იმყოფებოდნენ ქ. ბერლინში. სასწავლო ტურის ფარგლებში, ორგანიზაციის წარმომადგენლებს, საშუალება ჰქონდათ შეხვედროდნენ დონორი ორგანიზაციის„პური მსოფლიოსთვის„წარმომადგენელს, ასევე, გაცნობოდნენ ხანდაზმულთა სადღეღამისო და შინ მოვლის მომსახურებების, ბავშვთა/მოზარდთა საკონსულტაციო და ბავშვთა და ოჯახთან სათემო ცენტრების მიერ ბენეფიციართათვის შეთავაზებულ ღონისძიებებს/აქტივობებს. ვიზიტის ფარგლებში, მონაწილეებს შეხვედრები ჰქონდათ გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის ჯანმრთელობის დაცვის სამინისტროს, ასევე, ბუნდესრატის ოჯახის, ქალთა, ხანდაზმულთა და ახალგაზრდების საკითხთა ფედერალური სამინისტროს წარმომადგენლებთან, რომლებმაც დეტალურად გააცნეს მონაწილეებს მათი სამიზნე ჯგუფებისთვის არსებული მხარდამჭერი სისტემები, მათ შორის, ფულადი და არაფულადი ბენეფიტები.