საჯარო სკოლების დემოკრატიზაციის ხელშეწყობის კომპონენტი

კომპონენტის მიზანი: საჯარო სკოლებში მართვის პროცესებში მასწავლებლების, მშობლების, მოსწავლეების ჩართვა და სასწავლო დაწესებულებების გარემოს ორიენტირება  მოსწავლეების   საჭიროებებზე.

კომპონენტი მუშაობის ძირითადი სფეროები შემდეგია:

  • მონიტორინგი, კვლევა, ადვოკატირების კამპანიები
  • სკოლების განვითარება
  • მონიტორინგი, კვლევა, ადვოკატირების კამპანიები

კომპონენტის მუშაობის ერთერთი მნიშვნელოვანი მიმართულება არის მიმდინარე პროცესების მონიტორინგი, კვლევა და ადვოკატირება. თავდაპირველად კომპონენტი იწყებს მონიტორინგს, რათა გამოავლინოს არსებული პრობლემები, შემდგომ გამოვლენილი პრობლემების უკეთ წარმოსაჩენად ტარდება კვლევა, რათა კვლევის შედეგებმა ნათელი გახადოს, თუ როგორია სტატუსკვო. საბოლოო ეტაპზე და კი იწყება ადვოკატირების კამპანიები, რათა გამოვლენილი პრობლემები გადაიჭრას.

ორგანიზაციის არსებობის განმავლობაში კომპონენტის ფარგლებში განხორციელებული მონიტორინგის თემები:

1. განათლების სისტემის სამართლებრივი მონიტორინგი

მიზანი:  საჯარო სკოლების საკანონმდებლო ბაზის აღსრულების საკმარისობისა და ეფექტიანობის კვლევა.

2. გათბობის სისტემის მონიტორინგი გურიის საჯარო სკოლებში

მიზანი: რამდენად არის დაცული საჯარო სკოლებში ბავშვის უფლებების კონვენციის 28- მუხლში  დეკლარირებული საკითხები, ანუ შექმნილია თუ არა სკოლებში რეგულარული დასწრების ხელშემწყობი პირობები ზამთარში.

3. სკოლის ბუფეტებისა და სასწავლო გარემოს განათების მონიტორინგი გურიის საჯარო სკოლებში.

მიზანი: რამდენად შეესაბამება საქართველოში რეკომენდებულ სააღმზრდელო ნორმებსა და სტანდარტებებს გურიის რეგიონის სკოლებში არსებული მდგომარეობა სასკოლო ბუფეტების  მდგომარეობისა და სასწვლო გარემოს განათების ( ელექტრიფიცირების) კუთხით.

4. საქართველოს პრესაში ზოგადი განათლების საკითხების გაშუქების სიხშირისა და ხარისხის მონიტორინგი.

მიზანი: რამდენად პოპულარულია და პრიორიტეტულია ზოგადი განათლების თემა ქართულ პრესაში.

5. სასმელი წყლისა და სველი წერტილების სანიტარულჰიგიენური მდგომარეობის მონიტორინგი გურიის საჯარო სკოლებში.

მიზანი: რამდენად შეესაბამება საქართველოში რეკომემენდულ სააღმზრდელო ნორმებსა და სტანდარტებს სასმელი წყლისა და სველი წერტილების მდგომარეობა გურიის რეგიონის საჯარო სკოლებში.

6. განვითარებაზე ორიენტირებული მუხლების მონიტორინგი საჯარო სკოლის ბიუჯეტებში.

მიზანი: აქვთ თუ არა სკოლებს განვითარებაზე ორიენტირებული ბიუჯეტი, რამდენად შეესაბამება სკოლის ბიუჯეტი რეალურ მოთხოვნებს სწავლა/სწავლების ხარისხის ამაღლებაზე;

კომპონენტი მუშაობს კვლევითი მიმართულებითაც.  ჩატარებული კვლევები:

  • საჯარო სკოლებში კვების ობიექტების ფუნქციონირების შესახებ არსებული პრაქტიკის კვლევა  (გურიის სკოლების მაგალითი);
  • ინკლუზიური განათლების ხელშემწყობი პროგრამის მიმდინარეობის შეფასება და მისი ეფექტიანობის კვლევა  (ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სკოლების მაგალითი);
  • საგანმანათლებლო გამოწვევები საჯარო სკოლებში, სადაც ეთნიკურად ქართველი რელიგიური უმცირესობების წარმომადგენლები სწავლობენ ან ასწავლიან (ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სკოლების მაგალითი).

     (აღნიშნული კვლევების ელ.ვერსიის ნახვა შესაძლებელია საიტზე: apk.ge)

  • გურიის სკოლების განვითარება

სკოლების განვითარების მიმართულებით ორგანიზაცია მუშაობს როგორც პარტნიორ, ასევე არასამიზნე სკოლებთანაც. ბოლო სამი წლის განმავლობაში ორგანიზაციის მიერ ჩამოყალიბდა ლიდერ პედაგოგთა სკოლაც, რომელშიც გაწევრიანებული არიან ოზურგეთის სხვადასხვა სკოლის პედაგოგები.

მუშაობა პარტნიორ და არასამიზნე  სკოლებთან

კომპონენტის ერთერთ მიმართულებას წარმოადგენს პარტნიორ და არასამიზნე სკოლებთან მუშაობა. კერძოდ, ორგანიზაციას წლის განმავლობაში ჰყვას რამდენიმე პარტნიორი სკოლა, რომლებთანაც აქტიურად მუშაობენ ორგანიზაციის თანამშრომლები. ასევე ორგანზაცია მუშაობს არასამიზნე სკოლებთან. პედაგოგებისთვის ტარდება ტრენინგები და კონსულტაციები მათთვის საინტერესო საკითხებზე. ორგანიზაციას არსებობის განმავლობაში ჰყავდა 38 პარტნიორი სკოლა გურის მასშტაბით და ერთი სკოლა ქობულეთში. ესენია:

ოზურგეთის მუნიციპალიტეტი:

ოზურგეთის #1 საჯარო სკოლა

ოზურგეთის #2 საჯარო სკოლა

ოზურგეთის #3 საჯარო სკოლა

ოზურგეთის #4 საჯარო სკოლა

ოზურგეთის #5 საჯარო სკოლა

ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ   შემოქმედის  საჯარო სკოლა

სოფელ  ცხემლისხიდის  საჯარო სკოლა

სოფელ ბახვის საჯარო სკოლა

სოფელ გაღმა გვაბზუს  საჯარო სკოლა

სოფელ ბოხვაურის  საჯარო სკოლა

სოფელ დვაბზუს  საჯარო სკოლა

სოფელ გომის  საჯარო სკოლა

სოფელ ლიხაურის  საჯარო სკოლა

სოფელ გურიანთის  საჯარო სკოლა

სოფელ ბაილეთის  საჯარო სკოლასოფელ   შემოქმედის  საჯარო სკოლა

სოფელ მელექედურის  საჯარო სკოლა

სოფელ მერიის   საჯარო სკოლა

დაბა ურეკის საჯარო სკოლა

დაბა ლაითურის საჯარო სკოლა

დაბა ნასაკირალის საჯარო სკოლა

დაბა ნარუჯის საჯარო სკოლა

სოფელ ზემონატანების საჯარო სკოლა

სოფელ ვაკიჯვრის საჯარო სკოლა

წმ. ნინოს სამრევლო სკოლა

წმ.გაბრიელის სამრევლო სკოლა

ჩოხატაურის მუნიციპალიტეტი:

ჩოხატაურის #1 საჯარო სკოლა

ხიდისთავის საჯარო სკოლა

ბუკნარის საჯარო სკოლა

ჩაისუბნის საჯარო სკოლა

გუთურის საჯარო სკოლა

შუაგანახლების  საჯარო სკოლა

ლანჩხუთის მუნიციპალიტეტი:

#1 საჯარო სკოლა

#2 საჯარო სკოლა

#3 საჯარო სკოლა

შუხუთის საჯარო სკოლა

ლესის საჯარო სკოლა

სუფსის საჯარო სკოლა

ახალსოფლის საჯარო სკოლა

ქობულეთი

#3 საჯარო სკოლა

პარტნიორ სკოლებთან ჩატარებული აქტივობები:

)პარტნიორი სკოლების მართვის გაუმჯობესების ხელშეწყობა.

1.სკოლების თვითშეფასების პროცესი: განხორციელდა 30 პარტნიორი სკოლის თვითშეფასების პროცესი

მომზადდა 30 ანგარიში

      2.სტრატეგიული განვითარების  გეგმის მომზადება:

განხორციელდა 30 საჯარო სკოლის სტრატეგიული განვითარების 6-წლიანი   გეგმების შემუშავება.  მომზადდა 30 სტრატეგიული განვითარების გეგმა მომზადდა 30  სკოლის ოპერაციული გეგმა

     3.მომზადდა სატრენინგო მოდულები:

  • დისციპლინური კომიტეტის დებულების მოდული
  • მასწავლებელთა რეიტინგული შეფასების  სისტემის მოდული
  • ინკლუზიური განათლების  კონცეფციის მოდული

              4.კომპონენტის წევრების მიერ ჩატარდა სემინარები:

  • კათედრების ეფექტიანი ფუნქციონირება
  • მასწავლებელთა რეიტინგული შეფასება
  • ეკონომიკური საქმიანობის იურიდიული საკითხები
  • მოსწავლეთა ტესტირება და  ინფორმაციული ბანკის შექმნა

5.კომპონენტის წევრების მიერ ჩატარებული ტრენინგები როგორც სამიზნე ასევე არასამიზნე სკოლებისთვის:

  • დისცილინური კომიტეტის მუშაობა სკოლაში
  • პროექტების წერა
  • სამეურვეო საბჭოს როლი
  • ინკლუზიური განათლების  დანერგვა
  • მონიტორინგის უნარჩვევები
  • ადვოკატირების უნარჩვევები
  • სკოლის დირექტორის ანგარიშის მომზადება.

6.მოწვეული ტრენერების მიერ ჩატარებული ტრენინგები როგორც სამიზნე ასევე არასამიზნე სკოლებისთვის:

  • სასიცოცხლო უნარჩვევები და კონფლიქტის მართვა ( სამოქალაქო განვითარების ინსტიტუტის ტრენერი თამარ  ხატიაშვილი)
  • დემოკრატიული პროცესები სკოლაში (სამოქალაქო განვითარების ინსტიტუტის ტრენერი თამარ  მოსიაშვილი)
  • გენდერი და სტერეოტიპები  (მასწავლებელთა სახლის წარმომადგენელი მანანა ჯინჭარაძე)
  • სკოლების თვითშეფასების პროცესი  (განათლების სფეროს სპეციალისტი პაატა პაპავა)
  • საგნობრივი კათედრების ეფექტური მუშაობა  (სკოლა, ოჯახი საზოგადოების წარმომადგენელი ირინა კიკვაძე)
  • მასწავლებელთა რეიტინგული შეფასება  (სკოლა, ოჯახი საზოგადოების წარმომადგენელი ირინა კიკვაძე)

ლიდერ პედაგოგთა სკოლა

ლიდერ პედაგოგთა სკოლა 2014 წელს შეიქმნა.  შექმნის მიზანი გახლდათ პედაგოგებს გამოევლინათ სკოლების/თემების ინიციატივები და ხელი შეეწყოთ კოლექტიური ქმედებებისთვის მათ განსახორციელებლად; გაეძლიერებინათ და განევითარებინათ დემოკრატიის კულტურა სკოლაში; ასევე გამოევლინათ საჯარო სკოლებში არსებული პრობლემების მიზეზები და პრობლემების დასაძლევად წარმოეჩინათ ნოვატორული მიდგომები; გაეუმჯობესებინათ სკოლის ბენეფიციართა მონაწილეობა სასკოლო მენეჯმენტში; ლიდერ პედაგოგთა სკოლაში სრული კურსი გაიარა სულ 38 ადამიანმა.

ლიდერ პედაგოგთა სკოლის მასწავლებლებისთვის განხორციელდა შემდეგი აქტივობები:

)ტრენინგები 

  • საჯარო სკოლების სტრუქტურული ერთეულების  უფლებები და მოვალეობები   
  • ბავშვთა მიმართ ძალადობის გამოვლენის მექანიზმები
  • კათედრების მუშაობა, დებულება, გეგმის შემუშავება
  • კვლევის მეთოდები, მათ შორის პედაგოგიური კვლევა
  •     ადვოკატირება
  • ინკლუზიური განათლება
  • სკოლის თვითშეფასება
  • მონიტორინგის უნარჩვევები
  • ბულინგი და მისი იდენტიფიცირება
  • პროექტების წერა
  • ორგანიზაციული კულტურა და კონფლიქტების მართვა

)კონფერენცია

მნიშვნელოვანია, რომ პედაგოგები, რომლებიც ტრენინგებისა და კონსულტაციების საშუალებით იღებენ უამრავ ინფორმაციასა და სიახლეს, მიღებული ცოდნა და გამოცდილება გამოიყენონ პრაქტიკაში. შესაბამისად, მიგვაჩნია, რომ კონფერენციები არის ერთერთი მნიშვნელოვანი საშუალება იმისთვის, რომ მასწავლებლებმა გამოავლინონ საკუთარი შესაძლებლობები, სხვებს გააცნონ და ესაუბრონ იმ პრობლემებსა და გამოწვევბზე, რომლებიც მათს სკოლებში არსებობს. შესაბამისად, კონფერენციების ჩატარების მიზანიც სწორედ ის იყო, რომ მასწავლებელი გამხდარიყო უფრო აქტიური, ჩართულიყო სკოლის ცხოვრებაში, ესაუბრა არა მხოლოდ იმ პრობლემებზე, რომლებიც საგნის სწავლების დროს შეიძლება გაუჩნდეს მასწავლებელს, არამედ იმ პრობლემებზეც, რომლებიც  სასკოლო ცხოვრებაში იჩენს თავს. 3 წლის განმავლობაში ჩატარდა სამი კონფერენცია. ლიდერი პედაგოგები წარმოადგინეს თემები, რომლებიც პრობლემურია  მათი სკოლებისთვის და დასახეს  პრობლემის გადაჭრის გზები და საშუალებები.

პედაგოგებმა წარმოადგინეს შემდეგი საკონფერენციო თემები:

  •   არასრულწლოვანთა  საზიანო შრომა
  •   ჯანსაღი კვება სკოლაში
  •   ბულინგი სკოლაში
  •   ინკლუზიური განათლება ლაითურის საჯარო  სკოლაში და ბაღში
  • მშობელთა დამოკიდებულება ინკლუზიური განათლების მიმართ
  • როგორი მასწავლებელი მინდა მყავდეს
  • რატომ ირჩევენ სკოლას
  • ზეპირი ანგარიშის უნარების განვითარება ბავშვებში
  • მშობელთა ჩართულობა სასკოლო ღონისძიებებში
  • დიაგნოსტიკური ტესტირება
  • ადაპტირებული გაკვეთილი
  • კლასის საათი: ”მეგობრობა გზად და ხიდად
  • ჩემი იაკობი
  • პროექტი – „ჯანსაღ სხეულში ჯანსაღი სულია
  • მოვემზადოთ სალაშქროდ
  • არასრულწლოვანთა  საზიანო შრომა;“ 
  • ჯანსაღი კვება სკოლაში;“
  • ინკლუზიური განათლება ლაითურის საჯარო  სკოლაში და ბაღში;“
  • ბავშვზე ძალადობის ფორმები;“
  • ინკლუზიური განათლების გამოწვევები;“
  • კონფლიქტების მართვა სკოლაში;“
  • მშობელთა ჩართულობის ხელშეწყობა სასკოლო ცხოვრებაში;“
  • სკოლის დემოკრატიული მართვა;“
  • ინკლუზიური განათლების გამოწვევები გურიანთის საჯარო სკოლაში;“
  • სკოლის დემოკრატიული მართვის უნარჩვევები

)მიკრო გრანტების კონკურსი:

მიკრო გრანტები გაიცა შემდეგი სკოლების პროექტებისთვის:

1.ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის სოფელ კოხნარის საჯარო სკოლაშიპროექტის მიზანი იყო  ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაცია და ადვოკატირების საშუალებით თემში სპორტული მოედნის მოწყობა ახალგაზრდებისთვის. პროექტში ჩართულები იყვნენ სოფელ კოხნარის სკოლის პედაგოგები და მოსწავლეები. სპორტული მოედნის მოწყობა  საკმაოდ მნიშვნელოვანი საკითხი იყო, რადგან სოფელში ცოტაა ისეთი ადგილი, სადაც ახალგაზრდებს შეეძლებათ გართობა.

2. სოფელ ჩოხატაურის ამაღლების საჯარო სკოლაშიპროექტის მიზანი გახლდათ თოჯინების თეატრის საშუალებით   რელიგიური და ეთნიკური უმცირესობების მიმართ ტოლერანტობის  სწავლება დაწყებითი კლასების მოსწავლეებისთვის გურიის სხვადასხვა   სოფელში. აღნიშნული საკითხი საინტერესოა როგორც მოსწავლეებისთვის, ისე მასწავლებლებისთვისაც. ტოლერანტობა არის საკითხი, რომელსაც საკმაოდ მნიშვნელოვანი ადგილი უკავია ეროვნულ სასწავლო გეგმაში. ასევე ეთნიკური და რელიგიური უმცირესობებისადმი დამოკიდებულებები საკმაოდ სენსიტიური თემაა, რომელზედაც საზოგადოებამ ბევრი უნდა ისაუბროს. თოჯინების თეატრი კი არის საკმაოდ საინტერესო გზა იმისთვის, რომ მოსწავლეები დაინტერესდნენ აღნიშნული თემით.

3. . ოზურგეთის წმინდა მამა გაბრიელის სახელობის სამრევლო სკოლის პროექტისამკუთხედი“, რომელიც მიმართულია  იყო  )მშობელთა გააქტიურებაზე სასკოლო ცხოვრებაში და მშობელთა კლუბების ჩამოყალობებაზე სკოლის ფარლებში; )ინკლუზიური განათლების ხელშეწყობაზე;  ამ საკითხის მიმართ საზოგადოების, თემის და თვითონ სსსმ მოსწავლის მშობლის ცნობიერების ამაღლებაზე.

4. ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფ. ლაითურის საჯარო სკოლის პროექტი, რომლის მიზანი იყო: )საჯარო სკოლის ბიბლიოთეკის გაძლიერება, წიგნიერების დონის ამაღლება. ბავშვთა უფლებებზე, გენდერულ საკითხებზე კითხვის კონკურსების ჩატარება მოსწავლეებში, მშობლებში, თემის წარმომადგენლების მონაწილეობით (აღსანიშნავია, რომ მოცემულ სკოლაში სწავლობენ რელიგიური უმცირესობების წარმომადგენლები საქართველოშიმუსლიმები).

საზოგადოების ინფორმირების მიზნით:

ორგანიზაცია და კონკრეტულად სასწავლო დაწესებულებების დემოკრატიზაციის ხელშეწყობის კომპონენტი ინფორმაციის გავრცელების მიზნით გამოსცემს გაზეთსსაფეხური“. დღემდე გამოცემულია გაზეთსაფეხურის“ 38 ნომერი (თითოეულის ტირაჟი – 500. გამოცემების ელ. ვერსიის ნახვა საიტზეა შესაძლებელი.)

გამოიცა სხვადასხვა საკითხზე მომზადებული დამხმარე ლიტერატურა. კერძოდ:

1. განათლების სისტემის სამართლებრივი მონიტორინგი

2. გურიის საჯარო სკოლებში  გათბობის სისტემის მონიტორინგი

3. გურიის საჯარო სკოლებში   სკოლის ბუფეტებისა და სასწავლო გარემოს განათების მონიტორინგი

4. საქართველოს პრესაში ზოგადი განათლების საკითხების გაშუქების სიხშირისა და ხარისხის მონიტორინგი

5. გურიის საჯარო სკოლებში სასმელი წყლისა და სველი წერტილების სანიტარულჰიგიენური მდგომარეობის მონიტორინგი

6. საჯარო სკოლის ბიუჯეტებში განვითარებაზე ორიენტირებული მუხლების მონიტორინგი

7. სკოლის დირექტორის ანგარიშის მომზადების მოდული

8. სკოლის შინაგანაწესის მომზადების პროცედურები

9. დისციპლინური კომიტეტის მუშაობის პროცედურები

ორგანიზაცია ხშირად მართავს როგორც საჯარო დისკუსიებს, ასევე სატელევიზიო დისკუსიებს რუბრიკით: სამოქალაო მონიტორინგი“.   თემები კი არის შემდეგი:

საჯარო დისკუსია:

  • არასრულწლოვანთა ჩართვა პოლიტიკურ აქციებში
  • ალკოჰოლისა და თამბაქოს მოხმარების ზეგავლენა მოზარდებზე
  • სკოლის დემოკრატიული მართვის სტრუქტურები
  • მშობელთა ჩართულობის მნიშვნელობა სკოლის მართვაში

სატელევიზიო დისკუსია:

  • ბულინგისაჯაროსკოლებში
  • სატელევიზიო დისკუსიაალკოჰოლი