სოციალური დაცვის პოლიტიკისა და პროგრამების გაუმჯობესებისთვის სამოქალაქო ჩართულობის კომპონენტი

კომპონენტის მიზანი:სახელმწიფოსსოციალურიპროგრამებისეფექტურობისზრდაიმგვარად, რომმათუკეთუპასუხონმოწყვლადი მოსახლეობის საჭიროებებსა და ინტერესებს.

კომპონენტი მუშაობის ძირითადი სფეროებია:

  • სოციალური სერვისების განვითარება
  • მონიტორინგი, კვლევა, ადვოკატირების კამპანიები
  • საზოგადოების/ ჩართული პირების ცნობიერების ამაღლება მოწყვლადი ჯგუფების უფლებებისა და მათი დაცვის მექანიზმების შესახებ
  • სოციალური სერვისების განვითარება

ორგანიზაცია მუშაობს სოციალური სერვისების განვითარების მიმართულებით. აღნიშნულის ფარგლებში გურიის რეგიონში ორგანიზაციის ადმინისტრირების ქვეშ ფუნქციონირებს მცირე საოჯახო ტიპის სახლი მშობელთა მზრუნველობას მოკლებული ბავშვებისთვის და სათემო მომსახურება ხანდაზმული პირებისთვის.

მცირე საოჯახო სახლი ამოქმედდა 2008 წელს. მან ქვეყანაში შექმნა დიდი ზომის ინსტიტუციური დაწესებულების ერთერთი პირველი ალტერნატიული სააღმზრდელო მომსახურება საქართველოში, რომელიც ზრუნავს 6-დან-18წლამდეასაკის8 აღსაზრდელზე. მომსახურებისმიზანიაოჯახურიგარემოთიუზრუნველყოსმშობელთა მზრუნველობამოკლებული ბავშვები, რომელთა შენარჩუნება ბიოლოგიუროჯახებში ან ზრუნვის უპირატეს ფორმაშიმინდობითაღზრდაში გადაყვანა ვერ ხერხდება. სახლიაღსაზრდელებს უქმნისოჯახურგარემოს, სადაც ბავშვებს ექმნებათაღზრდის, ემოციურდაფიზიკურგანვითარებაზე ორიენტირებული გარემო, ასევე ხდება სოციალური (საყოფაცხოვრებო, ფუნქციური) დადამოუკიდებელიცხოვრებისთვისსაჭიროუნარების დასწავლა დასაზოგადოებაშიინტეგრაციის ხელშეწყობა.

მცირე საოჯახო სახლში აღსარდელთა ჩარიცხვას/ამორიცხვა ხდებასსიპსოციალურიმომსახურებისსააგენტოსსათათბიროორგანოსმეურვეობისადამზრუნველობისრეგიონულისაბჭოსგადაწყვეტილებისსაფუძველზე.

სათემო მომსახურება ხანდაზმული პირებისათვისამოქმედდა 2011 წელს. აღნიშნულმა მომსახურებამაც ქვეყანაში შექმნა ხანდაზმულთა დიდი ზომის ინსტიტუციური დაწესებულების ალტერნატივა, რომელიც მომსახურებას უწევს 24 ხანდაზმულ პირს, (მამაკაცები 65 წლის ზემოთ, ქალები 60 წლის ზემოთ), რომელთა ბიოლოგიურ ოჯახებს არ სურთ ოჯახის ხანდაზმულ წევრზე ზრუნვა ან არიან მარტოხელები.სახლიშესაძლებელია მოემსახუროსასევე ფიზიკური შეზღუდვით გამოწვეულიშეზღუდულიშესაძლებლობისმქონეხანდაზმულ პირებს, შესაბამისად,შენობაადაპტირებულიაშეზღუდულიშესაძლებლობებისმქონეპირთა საჭიროებებზე.

მომსახურება ზრუნავს ხანდაზმულთა სრულფასოვანი და ღირსეული ცხოვრების/ღირსეული სიბერისუზრუნველყოფისთვის, რომლის პროცესშიცმაქსიმალურად ეწყობა ხელიმათთვისოჯახური გარემოს შექმნას, ასევე, საბაზისოსაჭიროებების (კვება, ჰიგიენა, ტანისამოსი, სამედიცინომომსახურება)დაკმაყოფილებას; ფსიქოსოციალურირეაბილიტაციას;ინტერესების,შესაძლებლობებისა და გამოცდილებებისრეალიზებას და თემშიინტეგრაციას.

  • კვლევა, ადვოკატირების კამპანიები

სოციალური კომპონენტის საქმიანობები და ღონისძიებები სრულად იყო მიმართული 18 წლამდე არასრულწლოვნების/მათი ოჯახების პრობლემური სფეროების იდენტიფიცირებისკენ, რათა შემდგომში მომხდარიყო აღნიშნული საკითხების კვლევებით დადასტურება და კვლევევის შედეგების ადვოკატირების გზით, ცვლილებების განხორციელება ადგილობრივი და ცენტრალური ხელისუფლების მიერ ადმინისტრირებულ პროგრამებში.

კომპონენტი ფარგლებში,ბოლო სამი წლის განმავლობაში განხორციელდა5 კვლევა, რომელთა თემების საჭიროებას ადასტურებდა, სხვადასხვა გარემოება, როგორიცაა: მითითებულ თემის შესახებ კვლევის ჩატარების არ არსებობა, პრობლემის აქტუალობა, პრაქტიკაში არსებული ხარვეზები. ზემოაღნიშნული კვლევების საკითხებს წარმოადგენდა:

  • აჭარისადაგურიისრეგიონებიდანთურქეთშიარასრულწლოვანთაშრომითიმიგრაციისპრაქტიკისშესწავლა

კვლევისმიზანი გახლდათ  აჭარისა და გურიის რეგიონებიდანთურქეთში არასრულწლოვანთაშრომითი მიგრაციისპრაქტიკის შესწავლა და ამ პრაქტიკის ისეთი თავისებურებებისდადგენა, როგორიცაა: შრომითი მიგრაციის ხანგრძლივობა, პერიოდულობა და მოტივაცია, შრომის პირობები, ეკონომიკური ეფექტი, გარემოს მიერ ასეთი პრაქტიკის მიმღებლობა და სხვ.

  • მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანოს რეგიონული საბჭოების მუშაობის ეფექტიანობის კვლევა

კვლევისმიზანსწარმოადგენდასსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს მეურვეობისადამზრუნველობისორგანოსრეგიონულისაბჭოებისმუშაობისშეფასება, იმგამოწვევებისანალიზი, რომლებიცაღნიშნულიინსტიტუტისმიერმისიფუნქციებისადეკვატურიშესრულებიდანგამომდინარეადაიმშესაძლებლობებისიდენტიფიკაცია, რომლებიცრეგიონულისაბჭოებისმუშაობისგაუმჯობესებასშეუწყობდახელს.

  • ,,. ოზურგეთის მოსახლეობის სოციალურეკონომიკური პროფილისა და სოციალური კეთილდღეობის ინდიკატორების კვლევა

კვლევის მიზანი გახლდათ ქ. ოზურგეთის მოსახლეობის კეთილდღეობის მონიტორინგი, რაც გულისხმობდა მოსახლეობის სოციალურეკონომიკური პროფილისა და სოციალური კეთილდღეობის სხვადასხვა ინდიკატორთან დაკავშირებული მდგომარეობისა და დამოკიდებულებების შესწავლას.

  • ხანდაზმულთა დაწესებულებებში ბენეფიციართა განთავსების მიზეზების კვლევა

კვლევის მიზანსწარმოადგენდა საქართველოში არსებულ ხანდაზმულთა თავშესაფრებში ბენეფიციარების განთავსების მიზეზების გამოვლენა და იმის დადგენა, თუ როგორი გამოდილებისა და ბიოგრაფიის ადამიანები წარმოადგენენ თავშესაფრებში მოხვედრის რისკჯგუფს.

  • სახელმწიფო ზრუნვის სისტემიდან (მცირე საოჯახო სახლი) გასული ახალგაზრდების საჭიროებების კვლევა

კვლევის მიზანი გახლდათსახელმწიფო ზრუნვის სისტემაში აღზრდილი ახალგაზრდების საჭიროებების დადგენა.

(აღნიშნული კვლევების ელ.ვერსიის ნახვა შესაძლებელია საიტზე)

განხორციელებული კვლევების შედეგები ასახავს სფეროში არსებულ პრობლემურ საკითხებს, დამკვიდრებულ სტერეოტირებსა და საზიანო პრაქტიკებს, რაც ზღუდავს სხვადასხვა მიზნობრივი ჯგუფის მხარდაჭერას, ან ინტერესების განვითარებისა და უფლებების დაცვის შესაძლებლობებს. კვლევის შედეგები გაზიარებულია სამთავრობო სტურუქტურების, სამოქალაქო საზოგადოებისა და სხვა დაინტერესებული მხარეებისთვის.

თითოეული კვლევის შედეგების გაცნობისა და შემუშავებული რეკომენდაციების ადვოკატირების მიზნით, ორგანიზაცია აწყობს პრეზენტაციებს, პერიოდულადმართავს საჯარო/სატელევიზიო დისკუსიებს, საინფორმაციო შეხვედრებს, ასევე, ოფიციალურ შეხვედრებს სამთავრობო უწყებებისა და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლებთან. მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ განხორციელებული კვლევების შედეგების ადვოკატირების საფუძველზე ორგანიზაციის მიერ შემუშავდა 88  რეკომენდაცია, რომელთაგან გათვალისწინდა 48.

მოწყვლადი ჯგუფების უფლებების დაცვა

ქვეყანაში კვლავ აქტუალური რჩება სიღარიბესა და დისფუნქციურ ოჯახებში მცხოვრები ბავშვების საბაზისო და განვითარებაზე ორიენტირებული უფლებების დაცვის უზრუნველყოფა. აღნიშნულის გათვალისწინებით, ორგანიზაცია, ადვოკატირების შედეგად, . თბილისში, . ოზურგეთსა და ქ. ლანჩხუთშიავლენს სხვადასხვა დისფუნქციის მქონე ბავშვიან ოჯახებს, აფასებს მათ საჭიროებებს და ახდენს მათ კონსულტირებას ან რეფერირებას შესაბამის უწყებებში, ადგილობრივი/ცენტრალური ხელისუფლების ადმინისტრირებულ პროგრამებში ჩართვის მიზნით.
გარკვეულ შემთხვევები, როდესაც ოჯახი საჭიროებს გადაუდებელ დახმარებას (საკვები, ტანისამოსი, სასწავლო ნივთები, საყოფაცხოვრებო ინვენტარი), ორგანიზაცია მიმართავს მაჟორიტარი დეპუტატის ბიუროს, ან საკუთარი/შემოწირული სახსრებით უზრუნველყოფს ოჯახებისთვის გადაუდებელი საჭიროებების დაკმაყოფილებას. ბოლო სამი წლის განმავლობაში, ორგანიზაციის მიერ შეფასდადა შესაბამის პროგრამებში ჩაერთო 51 ოჯახი 165 ბავშვით. ოჯახების ძირითადი საჭიროებები დაკავშირებული იყო საბაზისო მოთხოვნილებების (საცხოვრებელი, ჯანმრთელობა, ტანისამოსი, საკვები) დაკმაყოფილებასთან, საგანმანათლებლო/სააღმზრდელო (ბაღი, ინკლუზიური განათლება, პროფესიული) პროცესებში, ასევე სარეაბილიტაციო პროგრამებში ჩართვასთან. მოცემულ პროცესში, მეტად მნიშვნელოვანი ადგილი უკავია სისტემატიურად მოსახლეობისთვის ადგილობრივ და ცენტრალურ დონეზე არსებულ მხარდამჭერი სისტემების შესახებ ინფორმაციის მიწოდებას.

3.საზოგადოების/პროფესიონალების/მოწყვლადი ჯგუფების ცნობიერების ამაღლება

3.1.სოციალურ კომპონენტში დამოუკიდებელ მიმართულებას წარმოადგენსცნობიერების ამაღლებისკენ და საზოგადოების ინფორმირებისკენ მიმართულ აქტივობები, როგორიცაა: ტრენინგები, დისკუსიები, საინფორმაციო შეხვედრები, საჯარო/სატელევიზიო დისკუსიები. აღსანიშნავია, რომ აღნიშნული პრაქტიკა ხელს უწყობს სახელმწიფო სტრუქტურების წარმომადგენელთა (საგანმანათლებლო რესურსცენტრი, პოლიცია, ადგილობრივი თვითმმართველობა, სამედიცინო დაწესებულება, მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანო), სხვადასხვა მიმართულებით მომუშავე პროფესიონალთა (პედაგოგი, ბაღის/სააღმზრდელო დაწესებულების აღმზრდელი, ექიმი, ჟურნალისტი, პოლიციელი, სოფლის რწმუნებული და სხვ.) და მოწყვლადი ჯგუფების (მშობლები, ბავშვები) ცნობიერების ამაღლებას და დამოკიდებულების ზრდას ბავშვზე ზრუნვის, ბავშვთა დაცვისა, ბავშვთა განვითარების ასპექტებზე, ასევე საკუთარ უფლებებზე და არსებულ მხარდამჭერ მომსახურებებზე.

საგანმანათლებლო აქტივობების თემატიკა და ფორმატი, ძირითადად იგება ინტერაქტიულ მეთოდზე, რაც საშუალებას აძლევსმონაწილეებს, აქტიურად იყვნენ ჩართულნი საკითხების განხილვისა და დისკუსიის პროცესებში.

ორგანიზაციის მიერ განხორციელებული სატრენინგო/საინფორმაციო/სადისკუსიო თემებია:თურქეთის რესპუბლიკაში არასრუწლოვანთა შრომით მიგრაციასთან დაკავშირებული რისკები; ბავშვთა დაცვის საკითხები; ბავშვთა განვითარების დამცავი და რისკფაქტორები; ბულინგითანამედროვე სკოლის გამოწვევა; არასრულწლოვნებისთვის ალკოჰოლური სასმელისა და სიგარეტის გამოყენებასთან დაკავშირებული რისკები,ქცევის მართვა; ეთნიკური უმცირესობის (მაგ.: ბოშა ბავშვები) სოციალიზაციის მნიშვენლობა; ბავშვთა უფლებები; ბავშვთა სფეროს მარეგულირებელი აქტები და პროცედურები; მეურვეობისა და მზრუნველობის საბჭოს მუშაობის პრაქტიკა; სოციალურ საკითხთა გაშუქებისას, მედიის გამოწვევები; ხანდაზმულ პირთა სახელმწიფო პოლიტიკა; სახელმწიფო სოციალური პროგრამის კომპონენტები და მათში ჩართვის პროცედურები. ამ უკანასკნელთა დაკავშირებით, ორგანიზაციამ მოამზადა ,,2017 წლის სახელმწიფო სოციალური პროგრამის კომპონენტებისა და ოზურგეთის თვითმმართველობის სოციალური და ჯანმრთელობის პროგრამების შესახებბროშურა, რომელიც გავრცელდა ქ. ოზურგეთში, ასევე ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საჯარო სკოლებში, სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებებში, სამთავრობო სტრუქტურებში, სამედიცინო დაწესებულებებში, საზოგადოებრივ ორგანიზაციებში, ასევე მიეწოდა მოსახლეობას.ბოლო სამი წლის განმავლობაში, სოციალური კომპონენტში ჩატარდა ცნობიერების/ინფორმირების ამაღლებისკენ მიმართული 34 ტრენინგი, დისკუსია, საინფორმაციო შეხვედრა.

ბოლო სამი წლის განმავლობაში, ორგანიზაცია მონაწილეობდა რამდენიმე სატელევიზიო დისკუსიაში, რომლის თემებიც გახლდათ:

  • აჭარისადაგურიისრეგიონებიდანთურქეთშიარასრულწლოვანთაშრომითიმიგრაციისპრაქტიკა და მისი საზიანო შედეგები;
  • ხანდაზმულთა სახელმწიფო პოლიტიკა და ხანდაზმულ პირთა სახელმწიფო ზრუნვის სისტემაში მოხვედრის განმაპირობებელი გარემოებები;
  • არასრულწლოვნებში, ჯანსაღი ცხოვრების პოპულარიზაცია;
  • ოზურგეთის მუნიციპალიტეტში მცხოვრების არასრუწლოვნების უფლებების დაცვა.

3.2.კონსულტაციები:

ორგანიზაცია სისტემატიურად ახორციელებს კონსულტაციებსა და გასცემსრეკომენდაციებსსოციალური დაცვის სფეროს სხვადასხვა საკითხზე დაინტერესებული მხარეებისთვის (მათ შორის, სახელმწიფო სტრუქტურები, ადგილობრივი თვითმმართველობა, არასამთავრობო სექტორი, მოწყვლადი ჯგუფები, მომსახურების მიმწოდებლები და სხვა).

ორგანიზაციის მიერ მომზადებული იყო რეკომენდაციები ,,შვილად აყვანისა და მინდობით აღზრდის შესახებკანონპროექტის, ,,ბავშვთა დაცვის მიმართვიანობის (რეფერირების) პროცედურების“, ,,მინდობით აღზრდის სტანდარტების“, დღის ცენტრებში ბენეფიციართა აღრიცხვის მექანიზმების, ხანდაზმულთა და შშმ პირთა სადღეღამისო მომსახურებაში ბენეფიციართა გადაუდებელი წესით ჩარიცხვისთვის სპეციალური ფორმის შემუშავების პროცესებში.

ქსელებში გაწევრიანება

რგანიზაცია არის ა()იპ ,,ბავშვებისა და ახალგაზრდების კეთილდღეობისკოალიციის, ასევე, ,,მცირე საოჯახო სახლებისასოციაციის წევრი ორგანიზაცია.

ორგანიზაცია, როგორც ხანდაზმულ პირთა მომსახურების მიმწოდებელი, არაერთი წელია თანამშრომლობს ხანდაზმულ პირთა სათემო მომსახურების მიმწოდებელ პარტნიორ ორგანიზაციებთან. ჩვენი ორგანიზაციის ინიციატივით, შეიქმნა ,,კოალიცია ხანდაზმულთა კეთილდღეობისთვის“, რომლის მიზანია გაძლიერდეს ქვეყნის მასშტაბით მოქმედი ხანდაზმულთა სადღეღამისო მომსახურებების მიმწოდებელი ორგანიზაციების რესურსი, ხანდაზმულთა ინტერესების დაცვისა და ადვოკატირების კამპანიების განხორციელებისათვის.