სკოლების დემოკრატიზაცია

2018 წლის 17 იანვარს, „ახალგაზრდა პედაგოგთა კავშირი“ს წარმომადგენლებმა, ორგანიზაციის პარტნიორი ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფ. შრომის საჯარო სკოლისა და საბავშვო ბაღის პედაგოგებთან და მშობლებთან მორიგი სემინარი ჩაატარეს. შეხვედრის მონაწილეებს მიეწოდათ ინფორმაცია სტერეოტიპებისა და ცრურწმენების შესახებ. სესიები მოიცავდა იმ თემებს რომელზედაც არსებული სტერეოტიპები ხელს უშლის ინდივიდთა განვითარებას და მათში დემოკრატიული ღირებულებების ჩამოყალიბებას. საუბარი წარიმართა გენდერული, ეთნიკური, რელიგიური თუ კულტურული ტიპის სტერეოტიპების შესახებ. სხვადასხვა ტიპის ინტერაქტიური სავარჯიშოების გამოყენებით დეტალურად იქნა განხილული სტერეოტიპების შედეგები და გავლენა, რომელიც რიგ შემთხვევებში ზიანს აყენებს ადამიანთა გარკვეულ ჯგუფს.