Uncategorized @ge

მიმდინარე წლის მარტისა და აპრილის თვეში ახალგაზრდა პედაგოგთა კავშირის მოხალისე ქათია ლენსმა ჩაატარა ტრენინგი თემაზე ,,ბულინგი’’ თბილისის ლიდერთა სკოლაში. ტრენინგის პირველი დღე შეეხებოდა ისეთ საკითხებს, როგორიცაა სტერეოტიპები, წინასწარგანწყობები და ის, თუ როგორ შეუძლია მათ ბულინგის ფაქტების გამოწვევა. ამასთანავე, მოსწავლეებმა მიიღეს ინფორმაცია ბულინგზე, კერძოდ, კიბერ-ბულინგზე და მედიის გავლენაზე. მოსწავლეებმა მონაწილეობა მიიღეს პრაქტიკულ აქტივობაში, რომლის დახმარებითაც მათ შეძლეს იმის იდენტიფიცირება, თუ რამხელა ზეგავლენა აქვს სოციალურ მედიას მოზარდების ყოველდღიურ რუტინასა და აქტივობებზე. ტრენინგის მეორე დღე შეეხებოდა კონფლიქტის მართვის საკითხებს. მოსწავლეები ჩაერთნენ როლურ თამაშში და ისწავლეს, თუ როგორ უნდა გადაჭრან სხვადასხვა კონფლიქტური სიტუაცია. ბულინგის შესახებ ტრენინგის ორივე დღეს მონაწილეები ჩართულნი იყვნენ პრაქტიკულ აქტივობებში, რაც მათ დაეხმარათ, მოეხდინათ ბულინგის მსხვერპლის, ბულინგის განმახორციელებლისა და ბულინგის მოწმის მახასიათებლების იდენტიფიცირება, ასევე მათ აუმაღლდათ ცოდნა ბულინგის ფაქტის დროს პრობლემის დაძლევისა და ამ პროცესში მოსწავლეების, მშობლებისა და მასწავლებლების როლის მნიშვნელობის შესახებ.