საჯარო ლექცია – ბუნება და ლიტერატურა

2018 წლის 10 თებერვალს თბილისის ლიდერთა სკოლის მოსწავლეებისთვის საჯარო ბიბლიოთეკაში გაიმართა შეხვედრა მწერალთან, ყოფილ ლიდერთა სკოლელთან, გიორგი კეკელიძესთან. შეხვედრის თემა გახლდათ ბუნება და ლიტერატურა. მოსწავლეებმა მწერალთან ერთად ყურადღება გაამახვილეს ისეთ საკითხებზე, როგორიცაა ეკოლოგიური საკითხები ქართულ და მსოფლიო ლიტერატურაში, რა დატვირთვა შეიძლება ჰქონდეს გარემოს დაცვით საკითხებს ლიტარატურაში და სხვა. აღნიშნულ საკითხზე კიდევ ერთი შეხვედრა თბილისის ლიდერთა…

სემინარი კვლევის მეთოდებზე

2018 წლის 4 თებერვალს ახალგაზრდა პედაგოგთა კავშირის ოფისში ორგანიზაციის ბაზაზე არსებული მოსწავლეთა რეგიონული პარლამენტის წევრებისთვის ჩატარდა სემინარი ,,კვლევის მნიშვნელობა სკოლაში არსებული პრობლემების გამოვლენისა და მართვისთვის“. სემინარზე მოზარდებმა მიიღეს ინფორმაცია, სოციალური კვლევის მნიშვნელობის შესახებ, გაეცნენ კვლევის მეთოდებსა და მისი განხორციელების ეტაპებს. მსჯელობა გაიმართა კვლევის შინაარსზე, რომელიც გულისხმობს გურიის საჯარო სკოლებში არსებული პრობლემების გამოვლენას. სემინარის მონაწილეები უზრუნველყოფენ…