შეხვედრა ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერთან

2018 წლის 26 მარტს, ახალგაზრდული ცენტრის ადვოკატირების პროგრამის ფარგლებში, მოხალისეებმა ორგანიზება გაუწიეს, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფლების (სოფ. შრომა, ნასაკირალი, ლაითური ნარუჯა) წარმომადგენელი ქალების, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერთან შეხვდრას. შეხვედრაზე, თემში არსებულ პრობლემებზე გამახვილდა ყურადღება – ნაგვის ბუნკერების განთავსება, სოფლებში არსებული დანგრეული შენობების დემონტაჟი, ტრანსპორტის არსებული განრიგი, საბავშვო ბაღებისა და სკოლების, სოფლის ამბულატორიების მოუწესრიგებელი ინფრასტრუქტურა. ახალგაზრდებმა, ასევე ისაუბრეს…

რეგიონული პარლამენტის მორიგი შეხვედრა

2018 წლის 24 მარტს, რეგიონული პარლამენტის მორიგი შეხვედრა გაიმართა პარლამენტის წევრებმა მიიღეს ინფორმაცია სკოლის შინაგანაწესის დანიშნულებისა და მისი მომზადების პროცედურების შესახებ. განიხილეს სხვადასხვა სკოლის შინაგანაწესი და შეიმუშავეს რეკომენდაციები შინაგანაწესში სხვადასხვა პუნქტის ცვლილებასთან დაკავშირებით. პარლამენტის წევრები აღნიშნულ რეკომენდაციებს მიაწვდიან სკოლების ადმინისტრაციებს და ჩაერთვებიან შინაგანაწესში ცვლილებების შეტანის პროცედურებში.

ტრენინგი: პროექტების წერა

2018 წლის 24-25 მარტს პროექტის „სამოქალაქო ჩართულობა პოზიტიური ცვლილებებისთვის” ფარგლებში (დაფინანსებულია BROt fur die welt მიერ) ა(ა)იპ „ახალგაზრდა პედაგოგთა კავშირის“ პარტნიორი სკოლების/ბაღების პედაგოგებისა და მშობლებისთვის ჩატარდა ორდღიანი ტრენინგი თემაზე: პროექტების წერა და ადვოკატირება. ტრენინგის ფარგლებში ხაჯალიის/ნიგვზიანის, ნასაკირალის, ლაითურისა და შრომის სკოლების/ბაღების პედაგოგებმა და მოსწავლეთა/აღსაზრდელთა მშობლებმა თეორიული ინფორმაციის მიღებასთან ერთად ისაუბრეს თემში არსებულ პრობლემებზე და შემდეგ…

ვიზიტი ბაიას ღვინოების საწარმოში

ახალგაზრდა პედაგოგთა კავშირის ახალგაზრდული მიმართულების ფარგლებში დაიგეგმა ქალთა უფლებებისადმი მიძღვნილი კვირეული. აღნიშნულ კონტექსტში 2018 წლის 18 მარტს მოეწყო გასვლითი ვიზიტი სოფელ ზემო ობჩაში მდებარე ბაიას ღვინოების საწარმოში, სადაც გურიის სხვადასხვა სოფლების მკვიდრ ახალგაზრდებს უმასპინლეს ბაიას ღვინოების შემქმნელებმა – ბაია და გვანცა აბულაძეემა. საუბარი შეეხო საქართველოს, როგორც ღვინის კულტურის სამშობლოსა და მის ისტორიას. აგრეთვე, საოჯახო, ბიოლოგიურად…

საჯარო დისკუსია ბულინგი და მისი ფორმები სკოლებში

2018 წლის 21 მარტს, ახალგაზრდა პედაგოგთა კავშირში, ლიდერთა სკოლის ორგანიზებით გაიმართა საჯარო დისკუსია „ბულინგი და მისი ფორმები ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საჯარო სკოლებში“. დისკუსია, ორგანიზაციის მიმდინარე პროექტის „ბულინგის აღმოფხვრის შესაძლებლობები“ (დაფინანსებულია აშშ სახელმწიფო დეპარტამენტის ანტინარკოტიკული და სამართალდამცავებთან ურთიერთობის საერთაშორისო ბიუროს მიერ „სკოლის, საზოგადოებისა და პოლიციის თანამშრომლობის“ (SCOPE) პროგრამა.) ფარგლებში ჩატარდა. დისკუსიაზე წარმოდგენილი იყო სატელევიზიო სიუჟეტი, რომელიც პროექტის…

წარმატებული სამეწარმეო პრაქტიკის გაზიარება

„ახალგაზრდა პედაგოგთა კავშირის“ ახალგაზრდული მიმართულების ფარგლებში დაიგეგმა ქალთა უფლებებისადმი მიძღვნილი კვირეული და 2018 წლის 19 მარტს გაიმართა მისი კიდევ ერთი აქტივობა. წარმატებული სამეწარმეო პრაქტიკის გაზიარების მიზნით ჩატარდა საჯარო ლექცია, რომელსაც უძღვებოდა ახალგაზრდა მეწარმე ქეთო ნინიძე – საოჯახო მარანი – ოდა / Oda Family Winery-ის დამფუძნებელი. საუბარი სამი ნაწილისგან შედგებოდა. პირველი ნაწილი დაეთმო საქრთველოს, როგორც ღვინის…

დათო ტურაშვილის საჯარო ლექცია – „გურიის პირველი რესპუბლიკა”

„ახალგაზრდა პედაგოგთა კავშირის“ ახალგაზრდული მიმართულების ფარგლებში მიმდინარე წლის მარტის თვეში დაიგეგმა ქალთა უფლებებისადმი მიძღვნილი კვირეული, რომლის მიზანია ქალების მოტივაციის ამაღლება საკუთარი შესაძლებლობების რეალიზებაში. კვირეულის ფარგლებში დაგეგმილი აქტივობები ასევე მოიცავს მეწარმეობის იდეის პოპულარიზებას და ქალთა ამ მიმართულებითაც გააქტიურების ხელშეწყობას. აღნიშნული კვირეული მიმდინარე წლის 8 მარტს – ქალთა საერთაშორისო დღეს, გაიხსნა მწერლისა და პუბლიცისტის დათო ტურაშვილის საჯარო…

დასუფთავების აქცია შრომაში

ახალგაზრდული ცენტრის, სოფელ შრომის საინიციატივო ჯგუფის ორგანიზებით დასუფთავების აქცია მოეწყო, რომელშიც მოსწავლეები, მშობლები და თემის სხვა წევრები იყვნენ ჩართულნი. დასუფთავების აქცია ორგანიზებული იყო “ტოლერანტობის, სამოქალაქო ცნობიერებისა და ინტეგრაციის მხარდაჭერის პროგრამის” [PITA] ფარგლებში, რომელიც ხორციელდება საქართველოს გაეროს ასოციაციის (UNAG) მიერ, აშშ-ს საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) ფინანსური მხარდაჭერით. პროგრამის პარტნიორი ორგანიზაციაა – „ახალგაზრდა პედაგოგთა კავშირი.

ტრენინგი: „ტოლერანტობა და მრავალფეროვნება”

2018 წლის 12 მარტს გაცვლითი პროგრამის ფარგლებში, ბათუმის ახალგაზრდული ცენტრის თანატოლგანმანათლებლებმა ქეთევან სიხარულიძემ და მარიამ მიქელაძემ ოზურგეთში, ლიდერთა სკოლის მოსწავლეებისთვის ტრენინგი: „ტოლერანტობა და მრავალფეროვნება“ ჩაატარეს. ტრენინგის მიზანი იყო ტოლერანტობის იდეის, არსის უკეთ გააზრება, მისი მნიშვნელობის ჩვენება და არატოლერანტული გარემოს აღმოსაფხვრელი გზების ძიება. პრაქტიკული სავარჯიშოების გზით ახალგაზრდებმა იმსჯელეს ქვეყანაში არსებული არატოლერატული გარემოს შესახებ, გამართეს დებატები და…

ტრენინგი – მეწარმეობის იდეის წახალისება

2018 წლის 9-10 მარტს „ახალგაზრდა პედაგოგთა კავშირის“ ახალგაზრდული პროგრამების ფარგლებში ტრენინგი: „მეწარმეობის კომპასი: იდეები, ინოვაცია და საზოგადოებრივი სიკეთის შექმნა“ ჩატარდა. ტრენინგის მიზნები იყო: • მონაწილეებს მიეღოთ შესაბამისი უნარ-ჩვევები, რათა მათ გაანალიზებინათ, გარშემო არსებული გარემო, საკუთარი შესაძლებლობები და რესურსები; • დაედგინათ არსებული სოციალური და ეკონომიკური საჭიროებები მათ შორის სამეწარმეო კუთხით; • კრეატიული, ანალიტიკური და კრიტიკული აზროვნების…