შეხვედრა ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერთან

2018 წლის 26 მარტს, ახალგაზრდული ცენტრის ადვოკატირების პროგრამის ფარგლებში, მოხალისეებმა ორგანიზება გაუწიეს, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფლების (სოფ. შრომა, ნასაკირალი, ლაითური ნარუჯა) წარმომადგენელი ქალების, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერთან შეხვდრას. შეხვედრაზე, თემში არსებულ პრობლემებზე გამახვილდა ყურადღება – ნაგვის ბუნკერების განთავსება, სოფლებში არსებული დანგრეული შენობების დემონტაჟი, ტრანსპორტის არსებული განრიგი, საბავშვო ბაღებისა და სკოლების, სოფლის ამბულატორიების მოუწესრიგებელი ინფრასტრუქტურა. ახალგაზრდებმა, ასევე ისაუბრეს…

რეგიონული პარლამენტის მორიგი შეხვედრა

2018 წლის 24 მარტს, რეგიონული პარლამენტის მორიგი შეხვედრა გაიმართა პარლამენტის წევრებმა მიიღეს ინფორმაცია სკოლის შინაგანაწესის დანიშნულებისა და მისი მომზადების პროცედურების შესახებ. განიხილეს სხვადასხვა სკოლის შინაგანაწესი და შეიმუშავეს რეკომენდაციები შინაგანაწესში სხვადასხვა პუნქტის ცვლილებასთან დაკავშირებით. პარლამენტის წევრები აღნიშნულ რეკომენდაციებს მიაწვდიან სკოლების ადმინისტრაციებს და ჩაერთვებიან შინაგანაწესში ცვლილებების შეტანის პროცედურებში.

ტრენინგი: პროექტების წერა

2018 წლის 24-25 მარტს პროექტის „სამოქალაქო ჩართულობა პოზიტიური ცვლილებებისთვის” ფარგლებში (დაფინანსებულია BROt fur die welt მიერ) ა(ა)იპ „ახალგაზრდა პედაგოგთა კავშირის“ პარტნიორი სკოლების/ბაღების პედაგოგებისა და მშობლებისთვის ჩატარდა ორდღიანი ტრენინგი თემაზე: პროექტების წერა და ადვოკატირება. ტრენინგის ფარგლებში ხაჯალიის/ნიგვზიანის, ნასაკირალის, ლაითურისა და შრომის სკოლების/ბაღების პედაგოგებმა და მოსწავლეთა/აღსაზრდელთა მშობლებმა თეორიული ინფორმაციის მიღებასთან ერთად ისაუბრეს თემში არსებულ პრობლემებზე და შემდეგ…

ვიზიტი ბაიას ღვინოების საწარმოში

ახალგაზრდა პედაგოგთა კავშირის ახალგაზრდული მიმართულების ფარგლებში დაიგეგმა ქალთა უფლებებისადმი მიძღვნილი კვირეული. აღნიშნულ კონტექსტში 2018 წლის 18 მარტს მოეწყო გასვლითი ვიზიტი სოფელ ზემო ობჩაში მდებარე ბაიას ღვინოების საწარმოში, სადაც გურიის სხვადასხვა სოფლების მკვიდრ ახალგაზრდებს უმასპინლეს ბაიას ღვინოების შემქმნელებმა – ბაია და გვანცა აბულაძეემა. საუბარი შეეხო საქართველოს, როგორც ღვინის კულტურის სამშობლოსა და მის ისტორიას. აგრეთვე, საოჯახო, ბიოლოგიურად…