ვაკანსია

ა(ა)იპ ახალგაზრდა პედაგოგთა კავშირი  აცხადებს ვაკანსიას სააღმზრდელო დაწესებულების (მდებარე: ქ. ოზურგეთი, აღმაშენებლის ქ.#53) – მცირე საოჯახო სახლის აღმზრდელის ვაკანტურ თანამდებობაზე. მოცემული პოზიციისთვის  საბაზისო მოთხოვნები: ქალბატონი, ასაკი: 30-დან 50 წლამდე. განათლება: საშუალო, პროფესიული ან უმაღლესი. სასურველია ბავშვებთან მუშაობის სულ მცირე 2 წლიანი გამოცდილება. სამუშაო დატვირთვა: ორშაბათი დილის 9:00 საათიდან – პარასკევი დილის 9:00 საათამდე. დაინტერესებულმა პირებმა მოგვმართეთ…

ტრენინგი თემაზე: ,,ბულინგი’’ თბილისის ლიდერთა სკოლაში

მიმდინარე წლის მარტისა და აპრილის თვეში ახალგაზრდა პედაგოგთა კავშირის მოხალისე ქათია ლენსმა ჩაატარა ტრენინგი თემაზე ,,ბულინგი’’ თბილისის ლიდერთა სკოლაში. ტრენინგის პირველი დღე შეეხებოდა ისეთ საკითხებს, როგორიცაა სტერეოტიპები, წინასწარგანწყობები და ის, თუ როგორ შეუძლია მათ ბულინგის ფაქტების გამოწვევა. ამასთანავე, მოსწავლეებმა მიიღეს ინფორმაცია ბულინგზე, კერძოდ, კიბერ-ბულინგზე და მედიის გავლენაზე. მოსწავლეებმა მონაწილეობა მიიღეს პრაქტიკულ აქტივობაში, რომლის დახმარებითაც მათ…

„ბულინგის აღმოფხვრის შესაძლებლობები“

2018 წლის 19 და 20 აპრილს პროექტის „ბულინგის აღმოფხვრის შესაძლებლობები“ ფარგლებში ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფ. ბახვისა და დაბა ნასაკირალის საჯარო სკოლებში მშობლების ჯგუფებთან შეხვედრების გაიმართა. დაინტერესებულ მშობლებს მიეწოდათ ინფორმაცია ბულინგის არსის შესახებ. განხილულ იქნა ბულინგის ტიპები, მისი შედეგები და ზეგავლენა ბავშვის განვითარებაზე. ყურადღება გამახვილდა ბავშვებს შორის არსებული ძალადობის ფორმებზე და განსხვავებებზე სქესისა და ასაკის ნიშნით. საუბარი…