სპექტაკლის ჩვენება შრომის საჯარო სკოლაში

2018 წლის 24 აპრილს, „ახალგაზრდა პედაგოგთა კავშირთან“ არსებული ინტერაქტიული ფორუმთეატრის მორიგი ჩვენება მოეწყო, სპექტაკლი: „ამიტომ არ მჯერა თქვენი“ შრომის საჯარო სკოლაში. სპექტაკლს საფუძვლად დაედო რეალური ფაქტი, ოჯახში ძალადობის მსხვერპლი ბავშვის მაყურებელმა გულთბილად მიიღო სპექტაკლი, საინტერესოდ წარიმართა დისკუსიის ნაწილი, მაყურებელი აქტიურად ჩაერთო და გამოთქვეს საკუთარი აზრი წამოჭრილი პრობლემატიკის ირგვლივ. მომდევნო გასვლა დაგეგმილია ლაითურის საჯარო სკოლაში.

ოზურგეთში ველოტური გაიმართა

2018 წლის 28 აპრილს “ახალგაზრდა პედაგოგთა კავშირის” ახალგაზრდიული პროგრამების ფარგლებში, ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზების მიზნით ველოტური გაიმართა. ველოტურს უკვე 3 წლიანი ტრადიცია აქვს და აშკარაა, რომ სულ უფრო მეტი ადამიანი გვიერთდება. თავდაპირველად 15 ადამიანით დაწყებული აქტივობა, დღეს უკვე 50 ადამიანს აერთიანებს. ველოტურში მონაწილეთა ასაკი შეუზღუდავი იყო – ჩვენი ყველაზე პატარა მონაწილე შვიდი წლისაა, რომელმაც ბევრისთვის…

რეგიონული პარლმანეტის მორიგი შეხვედრა

ეგიონული პარლმანეტის მორიგი შეხვედრა. მოზარდები განიხილავენ „გურიის რეგიონში არსებული სკოლების საჭიროებების კვლევის შედეგებს“. კვლევა რეგიონული პარლამენტის ინიციატივით ჩატარდა. უახლოეს პერიოდში დაიგეგმება კვლევის პრეზენტაციაც.