თანატოლთა ტრენინგი

2018 წლის 21 მაისს, ახალგაზრდული პროგრამების თანატოლგანმანათლებლებმა ლიკა ღლონტმა და ნუკა ქინქლაძემ ტრენინგი: “ეფექტური საქმიანი ურთიერთობები” ჩაატარეს. ტრენინგი მოიცავდა თემებს რეალობის აღქმის სუბიექტურობასა და კომუნიკაციის დონეებს. ახალგაზრდებმა პრაქტიკული სავარჯიშოების გზით თანატოლებს საკითხის სიღრმისეული შესწავლის შესაძლებლობა მისცეს. თანატოლგანმანათლებლები აღნიშნული სატრენინგო თემატიკით სხვა ახალგაზრდებსაც შეხვდებიან. ტრენინგი ორგანიზებული იყო “ტოლერანტობის, სამოქალაქო ცნობიერებისა და ინტეგრაციის მხარდაჭერის პროგრამის” [PITA] ფარგლებში,…

დასუფთავების აქცია ჩოხატაურში

მიმდინარე წლის 19 მაისს, ჩოხატაურის ლიდერთა სკოლის მოსწავლეებმა საკუთარ დაბაში დასუფთავების აქცია ჩაატარეს. მოზარდები, ახორციელებენ პროექტს „შევუმციროთ დედამიწას ტვირთი“, რომელიც ახალგაზრდა პედაგოგთა კავშირის მიკროგრანტების პროგრამის ფარგლებში ხორციელდება