საერთაშორისო დღეების აღნიშვნა

2018 წლის 24-25 ივლისს „ახალგაზრდა პედაგოგთა კავშირის“ ახალგაზრდული ცენტრის მოზარდების ინიციატივით, მსოფლიო მოსახლეობისა და ახალგაზრდობის საერთაშორისო დღეები აღინიშნა. მნიშვნელოვანია მოზარდების მოტივაცია, მათ მიერ დაგეგმილ აქტივობებში თემის წევრები აქტიურად მონაწილეობდნენ. შესაბამისად, მშობლები, პედაგოგები და თემის სხვა წარმომადგენლები. 24 ივლისს „ახალგაზრდა პედაგოგთა კავშირის“ ადმინისტრირებაში მყოფი ანასეულის დღეგრძელთა სახლის ბენეფიციარებისთვის საინტერესო საღამო მოეწყო, რომელიც მსოფლიო მოსახლეობის დღეს მიეძღვნა,…

ბაღებში საბავშვო ბიბლიოთეკები გაიხსნა

2018 წლის 2 ივლისს, ახალგაზრდა პედაგოგთა კავშირის მოწვევით, ორგანიზაციის პარტნიორი თემების სოფ. შრომა და დაბა ნასაკირალი საბავშვო ბაღებში საბავშვო ბიბლიოთეკები გაიხსნა. საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის დირექტორმა გიორგი კეკელიძემ საბავშვო თანამედროვე წიგნები გადასცა ბაღებს. აღნიშნული წამოწყება არის მნიშვნელოვანი, განსაკუთრებით იმ ფონზე, რომ ბაღებში საბავშვო ლიტერატურის დეფიციტია. მიმდინარე წელს, ახალგაზრდა პედაგოგთა კავშირის ინიციატივითა და ეროვნული ბიბლიოთეკის მხარდაჭერით…

ვიზიტი ახალციხეში

2018 წლის 29 ივნისს, ოზურგეთის ახალგაზრდული ცენტრის წევრები ახალციხეს ესტუმრნენ. ვიზიტი საკმაოდ დატვირთული გამოდგა და ის გიორგი ნათენაძის მარნიდან დაიწყო, შემდეგ მესხური ვაზის ტერასებზე გაგრძელდა. აღსანიშნავია, რომ ახალგაზრდული ცენტრი მეწარმეობის იდეის პოპულარიზაციის მიზნით არაერთ მნიშვნელოვან აქტივობას მართავს, ხოლო ზემოთ აღნიშნული ადგილების მონახულება განსაკუთრებით საინტერესო აღმოჩნდა ახალგაზრდებისთვის, როგორც კარგი ნიმუში, თუ როგორ შეიძლება ურთულეს პირობებში შემოსავლიანი…

ტრენინგი მასწავლებლებისთვის

2018 წლის 30ივნისსა და 1-ლ ივლისს გურიის რეგიონის სკოლების წარმომადგენლებისთვის ა(ა)იპ „ახალგაზრდა პედაგოგთა კავშირის“ ინიციატივით ჩატარდა ტრენინგი თემაზე – „მონიტორინგის და შეფასების ეფექტური სისტემის დანერგვა“. ტრენინგი გაიმართა BROt fur die welt – ის მიერ დაფინანსებული პროექტის „სამოქალაქო ჩართულობა პოზიტიური ცვლილებებისთვის” ფარგლებში. ორდღიან ტრენინგს უძღვებოდა ტრენერი მანანა ჯინჭარაძე.

საჯარო ლექცია

2018 წლის 23 ივნისს, ლიტერატურულ კაფე რვას+1-ში ზაალ ჩხეიძის საჯარო ლექცია გაიმართა – „ძალადობა ბავშვზე ქართულ და მსოფლიო ლიტერატურაში“. ექსპერტმა დამსწრე აუდიტორიასთან ერთად განიხილა „ოდისეა“, ისაუბრა ტელემაქეზე, როგორც ფსიქოლოგიური ძალადობის ობიექტზე. განხილულ იქნა „ჰამლეტის“ პერსონაჟიც. საუბარი წარიმართა მე-19 საუკუნის მწერლობაში წარმოდგენილ განცდებზე, ძალადობის ფორმებზე , ყურადღება გამახვილდა ჩარლზ დიკენსის, შარლოტე ბრონტეს ნაწარმოებებზე, სადაც ძირითადად გვხვდება…

ტოლერანტობა ქართულ ლიტერატურაში

2018 წლის 22 ივნისს, ტოლერანტობისა და ინკლუზიის კვირეულის ფარგლებში, ახალგაზრდული ცენტრის ინიციატივით, “ახალგაზრდა პედაგოგთა კავშირის”ადმინისტრირებაში მყოფ კაფე “რვას +1” – ში ზვიად ქორიძის საჯარო ლექცია: “ტოლერანტობა ქართულ ლიტერატურაში” გაიმართა საუბარი წარიმართა ტოლერანტობაზე, როგორც ქართული კულტურის მემკვიდრეობაზე. განხილული იქნა კონკრეტული ისტორიები, რომლებიც შემდგომში ლიტერატურუ;ლ ნაწარმოებებად ჩამოყალიბდა. განხილულ იქნა ილიას, ვაჟას შემოქმედება. საუბარი წარიმართა იმ ჰარმონიის შესახებ,…

შემაჯამებელი ანგარიშის პრეზენტაცია

2018 წლის 19 ივლისს ახალგაზრდა პედაგოგთა კავშირის პროექტის „ბულინგის აღმოფხვრის შესაძლებლობები“ შემაჯამებელი ანგარიშის პრეზენტაცია გაიმართა. პრეზენტაციაზე განხილულ იქნა პროექტით გათვალისწინებული აქტივობები, საუბარი წარიმართა პროექტის შედეგებზე. კერძოდ: ჩამოყალიბდა განმანათლებელ მშობელთა და მოზარდთა ჯგუფები, რომლებიც მოცემულ ეტაპზე კონკრეტული თემისა და მიზნის ირგვლივ გაერთიანდა. ჯგუფი მოტივირებულია სხვა მშობლების გააქტიურებისა და მათი განათლების პროცესში მიიღონ მონაწილეობა. რაც ვფიქრობთ არის…

კონფერენცია „ვუსმინოთ სასკოლო თემს“

2018 წლის 19 ივლისს სასტუმრო „პარაგრაფში“ ა(ა)იპ “ახალგაზრდა პედაგოგთა კავშირის” ორგანიზებით ჩატარდა კონფერენცია „ვუსმინოთ სასკოლო თემს“. მოგეხსენებათ, რომ 2018 წლიდან, ახალი სამმართლებრივი რეგულაციების თანახმად, ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების ინფრასტრუქტურის მოწესრიგების მიზნით, ბიუჯეტის განკარგვის ფუნქცია საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრომ ადგილობრივ თვითმმართველობებს გადასცა. იქიდან გამომდინარე, რომ ა(ა)იპ „ახალგაზრდა პედაგოგთა კავშირი“ უკვე წლებია თანამშრომლობს სკოლებთან, ორგანიზაციას მიეცა შესაძლებლობა დაეხმაროს…

საჯარო ლექცია

2018 წლის 22 ივნისს, ბავშვის უფლებათა დღისადმი მიძღვნილი კვირეულის ფარგლებში კიდევ ერთი საჯარო ლექცია ჩატარდა. ბავშვის ძალადობასთან დაკავშირებული ნაწარმოებების „პერსეპოლისი“ და „ურჩხული გიხმობს“ განხილვა ლიტერატორმა, აღნიშნული წიგნების მთარგმნელმა მიხეილ ციხელაშვილმა ჩაატარა. საუბრის დასაწყისში დამსწრე აუდიტორიას კომიქსების ხელოვნება გააცნო და პერსეპოლისზე საუბარიც ამ საინტერესო მიმართულებით დაიწყო. ყურადღება გამახვილდა ძალადობისა და ჩაგვრის ფორმებზე, ასევე იმ საკითხზე თუ…

„ბულინგი, ბავშვთა უფლებები ქართულ და მსოფლიო კინოში”

2018 წლი, 18 ივნისს ახალგაზრდა პედაგოგთა კავშირში ბავშვის უფლებათა დღისადმი მიძღვნილი კვირეულის ფარგლებში მეორე საჯარო ლექცია ჩატარდა „ბულინგი, ბავშვთა უფლებები ქართულ და მსოფლიო კინოში“. ლექციას კინომცოდნე ბაჩო ოდიშარია უძღვებოდა. საუბარი წარიმართა კინოს დანიშნულების შესახებ გარემოში არსებული პრობლემების შემეცნების პროცესში. აღინიშნა, რომ დღეს სამწუხაროდ ქართული კინო რეალურ პრობლემებისგან მაქსიმალურად დისტანცირებულია. არადა, მისი ერთ-ერთი მთავარი დანიშნულება არის…