საჯარო ლექცია

2018 წლის 22 ივნისს, ბავშვის უფლებათა დღისადმი მიძღვნილი კვირეულის ფარგლებში კიდევ ერთი საჯარო ლექცია ჩატარდა. ბავშვის ძალადობასთან დაკავშირებული ნაწარმოებების „პერსეპოლისი“ და „ურჩხული გიხმობს“ განხილვა ლიტერატორმა, აღნიშნული წიგნების მთარგმნელმა მიხეილ ციხელაშვილმა ჩაატარა. საუბრის დასაწყისში დამსწრე აუდიტორიას კომიქსების ხელოვნება გააცნო და პერსეპოლისზე საუბარიც ამ საინტერესო მიმართულებით დაიწყო. ყურადღება გამახვილდა ძალადობისა და ჩაგვრის ფორმებზე, ასევე იმ საკითხზე თუ…

„ბულინგი, ბავშვთა უფლებები ქართულ და მსოფლიო კინოში”

2018 წლი, 18 ივნისს ახალგაზრდა პედაგოგთა კავშირში ბავშვის უფლებათა დღისადმი მიძღვნილი კვირეულის ფარგლებში მეორე საჯარო ლექცია ჩატარდა „ბულინგი, ბავშვთა უფლებები ქართულ და მსოფლიო კინოში“. ლექციას კინომცოდნე ბაჩო ოდიშარია უძღვებოდა. საუბარი წარიმართა კინოს დანიშნულების შესახებ გარემოში არსებული პრობლემების შემეცნების პროცესში. აღინიშნა, რომ დღეს სამწუხაროდ ქართული კინო რეალურ პრობლემებისგან მაქსიმალურად დისტანცირებულია. არადა, მისი ერთ-ერთი მთავარი დანიშნულება არის…

საჯარო ლექცია: „ოჯახისა და სკოლის როლი ბულინგის მართვაში“.

2018 წლის 17 ივნისს, ახალგაზრდა პედაგოგთა კავშირში გაიხსნა ბავშვის უფლებებისადმი მიძღვნილი კვირეული. კვირეულის ფარგლებში დაინტერესებულ საზოგადოებას შეუძლია მოისმინოს ცნობილი ფსიქოლოგების, კინომცოდნეების, მწერლების, ლიტერატორების საჯარო ლექციები. პირველი ლექცია, ლიტერატურულ კაფე „რვას+1-ში“ მაია ცირამუამ გამართა – „ოჯახისა და სკოლის როლი ბულინგის მართვაში“. ლექციაზე ყურადღება გამახვილდა ზოგადად ძალადობისა და მისი ფორმების შესახებ. საუბარი შეეხო ადამიანის ფსიქოლოგიას, რომელიც რიგ…

საპრემიერო ჩვენება

ლიდერთა სკოლასთან არსებულმა ბავშვთა თეატრალურმა სტუდია “პეპილოტა” სპექტაკლი სახელწოდებით “ბიბლიოთეკის ტყვეობაში”. სპექტაკლი საქველმოქმედო ხასიათის გახლდათ. ესწრებოდა 60 ადამიანი.

კვლევა: ,,გურიის საჯარო სკოლების საჭიროებები”

2018 წლის, 8 ივნისს ახალგაზრდა პედაგოგთა კავშირში ახალგაზრდული პარლამენტის მიერ ჩატარებული კვლევის „გურიის საჯარო სკოლების საჭიროებები“ პრეზენტაცია გაიმართა. გურიის რეგიონში არსებულ საჯარო სკოლებში არსებული პრობლემები უკავშირდება როგორც სკოლის ინფრასტრუქტურას, ისე – საგაკვეთილო პროცესსა და მოსწავლეთა ემოციურ უსაფრთხოებას. მნიშვნელოვანია იმაზე ხაზგასმა, რომ სკოლათა გარკვეული რაოდენობა ვერ უზრუნველყოფს მოსწავლეებისთვის ფიზიკურ და ემოციურ უსაფრთხოებას. ფიზიკური უსაფრთხოება დარღვეულია ისეთი…

გარემოსდაცვითი კულტურა სკოლაში

2018 წლის 8 ივნისს, ახალგაზრდა პედაგოგთა კავშირის მიკროგრანტების პროგრამის ფარგლებში დაფინანსებული ოზურგეთის #3 საჯარო სკოლის პროექტით „გარემოსდაცვითი კულტურა სკოლაში“ გათვალისწინებული საბავშვო კონფერენცია გაიმართა. კონფერენციაზე წარმოდგენილი იყო გარემოსდაცვით საკითხებზე მოზარდების მიერ მომზადებული თემები. მნიშნელოვანია, რომ მოზარდები აქტიურად საუბრობენ იმ საკითხებზე, რომელის მათ ირგვლივ ხდება და საფრთხეს უქმნის ადმიანების ჯანმრთელობას. კონფერენციას წინ უძღოდა ინტეგრირებული გაკვეთილები ქიმიაში, მათემატიკაში,…