ვიზიტი ახალციხეში

2018 წლის 29 ივნისს, ოზურგეთის ახალგაზრდული ცენტრის წევრები ახალციხეს ესტუმრნენ. ვიზიტი საკმაოდ დატვირთული გამოდგა და ის გიორგი ნათენაძის მარნიდან დაიწყო, შემდეგ მესხური ვაზის ტერასებზე გაგრძელდა. აღსანიშნავია, რომ ახალგაზრდული ცენტრი მეწარმეობის იდეის პოპულარიზაციის მიზნით არაერთ მნიშვნელოვან აქტივობას მართავს, ხოლო ზემოთ აღნიშნული ადგილების მონახულება განსაკუთრებით საინტერესო აღმოჩნდა ახალგაზრდებისთვის, როგორც კარგი ნიმუში, თუ როგორ შეიძლება ურთულეს პირობებში შემოსავლიანი…

ტრენინგი მასწავლებლებისთვის

2018 წლის 30ივნისსა და 1-ლ ივლისს გურიის რეგიონის სკოლების წარმომადგენლებისთვის ა(ა)იპ „ახალგაზრდა პედაგოგთა კავშირის“ ინიციატივით ჩატარდა ტრენინგი თემაზე – „მონიტორინგის და შეფასების ეფექტური სისტემის დანერგვა“. ტრენინგი გაიმართა BROt fur die welt – ის მიერ დაფინანსებული პროექტის „სამოქალაქო ჩართულობა პოზიტიური ცვლილებებისთვის” ფარგლებში. ორდღიან ტრენინგს უძღვებოდა ტრენერი მანანა ჯინჭარაძე.

საჯარო ლექცია

2018 წლის 23 ივნისს, ლიტერატურულ კაფე რვას+1-ში ზაალ ჩხეიძის საჯარო ლექცია გაიმართა – „ძალადობა ბავშვზე ქართულ და მსოფლიო ლიტერატურაში“. ექსპერტმა დამსწრე აუდიტორიასთან ერთად განიხილა „ოდისეა“, ისაუბრა ტელემაქეზე, როგორც ფსიქოლოგიური ძალადობის ობიექტზე. განხილულ იქნა „ჰამლეტის“ პერსონაჟიც. საუბარი წარიმართა მე-19 საუკუნის მწერლობაში წარმოდგენილ განცდებზე, ძალადობის ფორმებზე , ყურადღება გამახვილდა ჩარლზ დიკენსის, შარლოტე ბრონტეს ნაწარმოებებზე, სადაც ძირითადად გვხვდება…

ტოლერანტობა ქართულ ლიტერატურაში

2018 წლის 22 ივნისს, ტოლერანტობისა და ინკლუზიის კვირეულის ფარგლებში, ახალგაზრდული ცენტრის ინიციატივით, “ახალგაზრდა პედაგოგთა კავშირის”ადმინისტრირებაში მყოფ კაფე “რვას +1” – ში ზვიად ქორიძის საჯარო ლექცია: “ტოლერანტობა ქართულ ლიტერატურაში” გაიმართა საუბარი წარიმართა ტოლერანტობაზე, როგორც ქართული კულტურის მემკვიდრეობაზე. განხილული იქნა კონკრეტული ისტორიები, რომლებიც შემდგომში ლიტერატურუ;ლ ნაწარმოებებად ჩამოყალიბდა. განხილულ იქნა ილიას, ვაჟას შემოქმედება. საუბარი წარიმართა იმ ჰარმონიის შესახებ,…