სამუშაო შეხვედრა

2018 წლის 29 ოქტომბერს  წმ.გაბრიელის სახელობის სამრევლო სკოლაში ჩატარდა  მე-4  სამუშაო შეხვედრა  სკოლის განვითარების  6 წლიანი გეგმის შემუშავების მიზნით.

შეხვედრაში მონაწილეობდნენ სკოლის ადმინისტრაცია, პედაგოგები და მოსწავლეები სამუშაო შეხვედრის დროს  მონაწილეებმა შეადგინეს სკოლის  6 წლიანი სამოქმედო გეგმა პრიორიტეტული მიმართულებების მიხედვით..

შეხვედრას უძღვებოდა  ჩაატარა „ახალგაზრდა პედაგოგთა კავშირის“ წარმომადგენელი მზია მეხუზლა.

შეხვედრა ნაგომრის მოსწავლეთა თვითმმართველობასთან

2018 წლის 24 ოქტომბერს, ახალგაზრდა პედაგოგთა კავშირის წარმომადგენლებმა ნაგომრის საჯარო სკოლის მოსწავლეთა თვითმმართველობის წევრებთან გამართეს შეხვედრა. საუბარი წარიმართა მოსწავლეთა თვითმმართველობის მიზნებისა და ამოცანების შესახებ. განხილულ იქნა კონკრეტული ქეისები, რომლებმაც უფრო თვალსაჩინო გახადეს მოსწავლეთა თვითმმართველობის, როგორც სკოლის მართვის ერთ–ერთი მნიშვნელოვანი რგოლის დანიშნულება.

შეხვედრა წმ.გაბრიელის სახელობის სამრევლო სკოლაში

2018 წლის 22 ოქტომბერს წმ.გაბრიელის სახელობის სამრევლო სკოლაში ჩატარდა მე-3 სამუშაო შეხვედრა სკოლის განვითარების 6 წლიანი გეგმის შემუშავების მიზნით. შეხვედრაში მონაწილეობდნენ სკოლის ადმინისტრაცია, პედაგოგები ,მოსწავლეები და მშობლები. სამუშაო შეხვედრის დროს მონაწილეებმა შეადგინეს სკოლის SWOT-ანალიზი და გამოავლინეს პრიორიტეტული მიმართულებები. შეხვედრას უძღვებოდა „ახალგაზრდა პედაგოგთა კავშირის“ წარმომადგენელი მზია მეხუზლა.

გურიის მოსწავლეთა ახალგაზრდული პარლამენტის პირველი შეხვედრა

2018 წლის 20 ოქტომბერს ახალაგზრდა პედაგოგთა კავშირის ოფისში გურიის მოსწავლეთა ახალგაზრდული პარლამენტის პირველი შეხვედრა გაიმართა. შეხვედრის პირველი ნაწილი დაეთმო პარლმანეტის კონცეფციისა და სტრუქტურის გაცნობას. მეორე სესიაზე პარლმანეტის წევრებმა მოისმინეს სემინარი ბავშვის მონაწილეობის უფლების შესახებ. განხლულ იქნა მოსწავლეთა თვითმართველობა, როგორც სასკოლო პროცესებში მონაწილეობის და ჩართულობის საშუალება. პარლამენტში ჩართულია გურიის 21 საჯარო სკოლის (ოზურგეთი 1, 3, 4,…

შეხვედრა ნასაკირალის მოსწავლეთა თვითმმართველობასთან

2018 წლის 19 ოქტომბერს, ახალგაზრდა პედაგოგთა კავშირის წარმომადგენლებმა ნასაკირალის საჯარო სკოლის მოსწავლეთა თვითმმართველობის წევრებთან გამართეს შეხვედრა. საუბარი წარიმართა მოსწავლეთა თვითმმართველობის მიზნებისა და ამოცანების შესახებ. განხილულ იქნა კონკრეტული ქეისები, რომლებმაც უფრო თვალსაჩინო გახადეს მოსწავლეთა თვითმმართველობის, როგორც სკოლის მართვის ერთ–ერთი მნიშვნელოვანი რგოლის დანიშნულება.

სიღარიბის საერთაშორისო დღე

ახალგაზრდა პედაგოგთა კავშირის ახალგაზრდული ცენტრის ინიციატივით მიმდინარე წლის 17 ოქტომბერს, სიღარიბის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით გაიმართა აქცია ,,ბავშვები დარბიან ბავშვებისთვის“. აქცია საქველმოქმედო ხასიათის იყო და მასში ახალგაზრდა პედაგოგთა კავშირთან არსებული ლიდერთა სკოლის მოსწავლეები მონაწილეობენ. ახალგაზრდების ჩართულობა აღნიშნულ გარბენში გახლდათ ფასიანი, რომელსაც ,,სპონსორობას’’ უწევდნენ ჩვენს მუნიციპალიტეტში მცხოვრები მოქალაქეები. აქციაზე შეგროვდა 216 ლარი. შემოსული თანხით დახმარება გაეწევა სოციალური…

ლიდერობა

2018 სექტემბერში „ახლგაზრდა პედაგოგთა კავშირის “ პროექტის „ სამოქალაქო ჩართულობა პოზიტიური ცვლილებებისთვის“ ფარგლებში შეირჩა ახალი სამიზნე სკოლა- სოფელ ნაგომრის საჯარო სკოლა. სკოლის ბაზაზე შეიქმნა ლიდერ პედაგოგთა და მშობელთა ჯგუფები. შემდგომი 2 წლის განმავლობაში სკოლაში ჩატარდება სხვადასხვა სახის ტრენინგები, დისკუსიები, ფილმების ჩვენება და განხილვა, რაც ხელს შეუწყობს სკოლის მოსარგეებლეების გააქტიურებას, მათ ჩართვას სასკოლო ცხოვრებაში, მართვაში, უსაფრთხო…

ვიზიტი ქ. ბერლინში

მიმდინარე წლის 8–12 ოქტომბერს, ა(ა)იპ ახალგაზრდა პედაგოგთა კავშირის ხელმძღვანელობა, ასევე, სოციალური დაცვის პოლიტიკისა და პროგრამების გაუმჯობესებისთვის სამოქალაქო ჩართულობის კომპონენტის თანამშრომლები, დონორი ორგანიზაციის პური მსოფლიოსთვის ფინანსური მხარდაჭერით, ვიზიტით იმყოფებოდნენ ქ. ბერლინში. სასწავლო ტურის ფარგლებში, ორგანიზაციის წარმომადგენლებს, საშუალება ჰქონდათ შეხვედროდნენ დონორი ორგანიზაციის„პური მსოფლიოსთვის„წარმომადგენელს, ასევე, გაცნობოდნენ ხანდაზმულთა სადღეღამისო და შინ მოვლის მომსახურებების, ბავშვთა/მოზარდთა საკონსულტაციო და ბავშვთა და ოჯახთან…

გოგონათა საერთაშორისო დღე

11 ოქტომბერს მსოფლიოში გოგონათა საერთაშორისო დღე აღინიშნება. გაეროს გადაწყვეტილებით ეს დღე 2011 წლიდან აღინიშნება და მისი მიზანია თინეიჯერ გოგონათა უფლებების დაცვა და აღიარება, განათლების ხელშეწყობა და მათ მიმართ სტერეოტიპული დამოკიდებულების შეცვლაა. მიუხედავად იმისა, რომ თანამედროვე მსოფლიო ვითარდება და პროგრესულია ნებისმიერ კუთხეში გოგონები განიცდიან დისკრიმინაციას, ავიწროვებენ და არ აქვთ შესაძლებლობა მიიღონ სრულფასოვანი განათლება, აკეთონ ის საქმე…

ინტერპერსონალური კომუნიკაციები

2018 წლის 9-10 ოქტომბერს ოზურგეთის ახალაგზრდული ცენტრის თანატოლგანმანათლებლებმა მოზარდებისთვის ჩაატარეს ”ტრენინგი:ინტერპერსონალური კომუნიკაციები”. საუბარი წარიმართა ვერბალური და არავერბალური კომუნიკაციის ფორმებზე, ინტერპერსონალური კომუნიკაციის სახეებზე.

ტრენინგი ორგანიზებული იყო  “ტოლერანტობის, სამოქალაქო ცნობიერებისა და ინტეგრაციის მხარდაჭერის პროგრამის” [PITA] ფარგლებში, რომელიც ხორციელდება საქართველოს გაეროს ასოციაციის (UNAG) მიერ, აშშ-ს საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) ფინანსური მხარდაჭერით. პროგრამის პარტნიორი ორგანიზაციაა – „ახალგაზრდა პედაგოგთა კავშირი”.