კვლევის ანგარიშის პრეზენტაცია

2018 წლის 9 ნოემბერს, თბილისში, სასტუმრო ,,BW Western”-ში მოეწყო ა(ა)იპ ,,ახალგაზრდა პედაგოგთა კავშირის“ მიერ განხორციელებული კვლევის ,,სახელმწიფო ზრუნვის სისტემაში მცხოვრები ბავშვების ბიოლოგიური ოჯახების საჭიროებების იდენტიფიცირება“ ანგარიშის პრეზენტაცია. აღნიშნული კვლევა განხორციელდა მიმდინარე პროექტის – ,,სამოქალაქო ჩართულობა – პოზიტიური ცვლილებებისთვის” ფარგლებში. იგი მიზნად ისახავდა სახელმწიფო ზრუნვის სისტემაში მცხოვრები იმ ბიოლოგიური ოჯახების საჭიროებების გამოვლენას, რომლებიც გურიის რეგიონის სამ…

სასწავლო ვიზიტით მარტვილში

2018 წლის 10 ნოემბერს მეწარმეობის კვირეული ფარგლებში “ახალგაზრდა პედაგოგთა ჯავშირთან” არსებული ახალგაზრდული ცენტრის წევრები იმყოფებოდნენ სასწავლო ვიზიტით მარტვილში. მათ საშუალება ჰქონდათ მოენახულებინათ სალხინოს დადიანების ღვინის მარანი, რომელიც მე-18 საუკუნით თარიღდება. აქ მცხოვრები ბერები საკუთარი ხელით უვლიან ვაზს და თვითონვე წურავენ ყურძენს, რომელიც წელიწადნახევრის განმავლობაში მარანში არსებულ უძველეს ქვევრებშია მოთავსებული. სწორედ ამ დღეს დაემთხვა რთველი მონასტერში.…

კვირეული მეწარმეობის პოპულარიზაციისთვის

ახალგაზრდებში მეწარმეობის პოპულარიზაციისა და მათი წახალისების (წამოიწყონ ბიზნეს საქმიანობა) მიზნით, „ახალგაზრდა პედაგოგთა კავშირის“ ახალგაზრდული ცენტრის წევრებისთვის დაიგეგმა კვირეული, რომლის ფარგლებშიც 2018 წლის 7 ნოემბერს პირველი შეხვედრები ჩატარდა. ცენტრის წევრებს მიეწოდათ ინფორმაცია ბიზნესის ტიპებისა და ბიზნეს გეგმის სტრუქტურის შესახებ. საუბარი წარიმართა რისკების მართვის სტრატეგიებისა და ფონდების მოძიების საშუალებებზე. სესიას უძღვებოდა ახალგაზრდა მეწარმე იმედო მარტიკოვი. მეორე სესიაზე…

კვლევის ანგარიშის პრეზენტაცია

2018 წლის 2 ნოემბერს, ქ. ოზურგეთის დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში ა(ა)იპ ,,ახალგაზრდა პედაგოგთა კავშირმა“ გამართა კვლევის ანგარიშის პრეზენტაცია, რომელიც ეხებოდა ,,სახელმწიფო ზრუნვის სისტემაში მცხოვრები ბავშვების ბიოლოგიური ოჯახების საჭიროებების იდენტიფიცირებას“. აღნიშნული კვლევა განხორციელდა მიმდინარე პროექტის – ,,სამოქალაქო ჩართულობა – პოზიტიური ცვლილებებისთვის” ფარგლებში. იგი მიზნად ისახავდა სახელმწიფო ზრუნვის სისტემაში მცხოვრები იმ ბიოლოგიური ოჯახების საჭიროებების გამოვლენას, რომლებიც გურიის რეგიონის…

რთული ქცევის მართვის სტრატეგიები

2018 წლის 2-4 ნოემბერს „ახალგაზრდა პედაგოგთა კავშირის“ ოფისში ჩატარდა ტრენინგი თემაზე: რთული ქცევის მართვის სტრატეგიები. ტრენინგს ესწრებოდნენ „ახალგაზრდა პედაგოფთა კავშირის“ პარტნიორი საბავშვო ბაღების მასწავლებლები და ფსიქოლოგები ( დაბა ლაითურის #1 და #2 , დაბა ნასაკირალის, შრომის და ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის სოფელ ნიგვზიანის საბავშვო ბაღები.) განხილული იყო ბავშვის საჭიროებები, აღზრდის სტილი, მოტორული და კოგნიტური განვითარების საკითხები, ასევე…

მრავალფეროვნების მართვა

2018 წლის 2 ნოემბერს, ა(ა)იპ ახალგაზრდა პედაგოგთა კავშირის წარმომადგენლების მიერ, ორგანიზაციის 4 პარტნიორი სკოლის – სოფ. შრომის, სოფ. ლაითურის, სოფ. ნასაკირალისა და სოფ. ხაჯალიას მოსწავლეთა მშობლებს ჩაუტარდათ ცნობიერების ამაღლებისკენ მიმართული ტრენინგი თემაზე – ,,მრავალფეროვნების მართვა“. აღნიშნული თემა, დაეხმარება მიზნობრივ ჯგუფს, სწორად განსაზღვროს საზოგადოების მრავალფეროვანი ჯგუფების სპეციფიკური თავისებურებები, ასევე გაუჩნდეთ შესაბამისი დამოკიდებულებები მათი მიმღებლობის მიმართ.