Archive for October, 2017

ახალგაზრდული პარლამენტის შეხვედრა – Meeting of Youth Parliament

ახალგაზრდული პარლამენტის შეხვედრა – Meeting of Youth Parliament
10/30/2017
ლიდერთა სკოლა

მიმდინარე წლის 28 ოქტომბერს, ახალგაზრდა პედაგოგთა კავშირის ოფისში გაიმართა 2017–18 სასწავლო წლის მოწვევის ახალგაზრდული პარლამენტის პირველი შეხვედრა.

პარლამენტში დარეგისტრირებულია გურიის რეგიონის 19 სკოლა.

შეხვედრაზე ახალგაზრდებს მიეწოდათ ინფორმაცია პარლამენტის სტრუქტურისა და სპეციფიკის შესახებ. განხილულ იქნა სამუშაო თემები და ის პრობლემები, რომლებიც სკოლებში მოსწავლეთა მონაწილეობის უფლებას ასახავს. დეტალურად იქნა განხილული ახალგაზრდული პარლამენტის სტრუქტურა.

სიღარიბესთან ბრძოლის საერთაშორისო დღე – International day for the eradication of poverty

სიღარიბესთან ბრძოლის საერთაშორისო დღე – International day for the eradication of poverty
10/30/2017
ლიდერთა სკოლა

გაეროს კალენდრით 17 ოქტომბერს სიღარიბესთან ბრძოლის საერთაშორისო დღე აღინიშნება. ოზურგეთის ახალგაზრდული ცენტრის წევრებიც გამოეხმაურნენ აღნიშნულ თარიღს და ,,კაფე რვას+1“–ში დისკუსია გამართეს საქართველოში სიღარიბის მიზეზებსა და მისი, შესაძლო აღმოფხვრის გზებზე.

შეხვედრაზე, ახალგაზრდული ცენტრის წევრებს შესაძლებლობა მიეცათ, გასცნობოდნენ ახალგაზრდული ცენტრის წევრის, ნინი შავიშვილის ბროშურას ,,ისტორიები“. მასში გაერთიანებული მოთხრობების გმირებს სიღარიბეში უწევთ ცხოვრება. ავტორმა თანატოლებს, ბროშურიდან რამდენიმე მოთხრობა წაუკითხა.

დისკუსიაში ჩართულმა მოზარდებმა გაიხსენეს სხვადასხვა ისტორია, რომელიც სიღარიბეში მცხოვრებ ადამიანებს ეხებოდა. იმსჯელეს ეკონომიკური პრობლემების მქონე ოჯახების პრობლემებსა და მისგან გამოწვეულ შედეგებზე, სიღარიბეში მცხოვრები ბავშვების დარღვეულ უფლებებზე, მათ მიმართ საზოგადოებისა და თანატოლების სტერეოტიპულ დამოკიდებულებებსა და ძალადობის ფაქტებზე.

ახალგაზრდებმა იმსჯელეს, რომ აუცილებელია თითოეულმა მოქალაქემ გაითავისოს საკუთარი სოციალური პასუხისმგებლობა და იზრუნოს ეკონომიკური პრობლემების მქონე ოჯახების გაძლიერებაზე, ამ გზით შესაძლებელი იქნება სიღარიბის დაძლევა ჩვენს ქვეყანაში.

ლიდერების ჯგუფის სამუშაო შეხვედრა

ლიდერების ჯგუფის სამუშაო შეხვედრა
10/27/2017
ლიდერთა სკოლა

ახალგაზრდული ცენტრის ლიდერების ჯგუფის სამუშაო შეხვედრა. ახალგაზრდები გეგმავენ მიმდინარე აქტივობებს და მსჯელობენ მისი განხორციელების შესაძლებლობებზე.
შეხვედრები ორგანიზებულია “ტოლერანტობის, სამოქალაქო ცნობიერებისა და ინტეგრაციის მხარდაჭერის პროგრამის” [PITA] ფარგლებში, რომელიც ხორციელდება საქართველოს გაეროს ასოციაციის (UNAG) მიერ, აშშ-ს საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) ფინანსური მხარდაჭერით. პროგრამის პარტნიორი ორგანიზაციაა – „ახალგაზრდა პედაგოგთა კავშირი.

„სამოქალაქო ჩართულობა პოზიტიური ცვლილებებისთვის“ – ,,Civic Engagement for Positive Changes”

„სამოქალაქო ჩართულობა პოზიტიური ცვლილებებისთვის“ – ,,Civic Engagement for Positive Changes”
10/27/2017
სკოლების დემოკრატიზაცია

ახალგაზრდა პედაგოგთა კავშირის პროგრამის „სამოქალაქო ჩართულობა პოზიტიური ცვლილებებისთვის“ ფარგლებში, ორგანიზაციის ერთ-ერთ პარტნიორ თემში პირველი შეხვედრები გაიმართა. 
2017 წლის 24 ოქტომბერს, ორგანიზაციის თანამშრომლებმა ნასაკირალის თემში, პედაგოგებისა და მოსწავლეების ჯგუფებთან ლიდერობის, უსაფრთხო სკოლისა და მოსწავლის მონაწილოების უფლების უზრუნველყოფის საკითხებზე სემინარები ჩაატარეს.
აღნიშნულ ჯგუფებთან, საგანმანათლებლო სესიებს პერიოდული სახე ექნება.

ხანდაზმულთა საერთაშორისო დღე – International Day for Elderly People

ხანდაზმულთა საერთაშორისო დღე – International Day for Elderly People
10/23/2017
ლიდერთა სკოლა

ხანდაზმულთა საერთაშორისო დღე, ახალგაზრდული ცენტრის წევრებმა ხანდაზმულებთან ერთად გაატარეს.
ოზურგეთის ახალგაზრდული ცენტრი ხშირად გეგმავ სათემო აქციებს, რომლებშიც აქტიურად მონაწილეობენ ანასეულის დღეგრძელთა სახლის ბენეფიციარები, ყველა აქტივობა იგეგმება მათი ინტერესებიდან გამომდინარე.
ახალგაზრდებიც აქტიურად არიან ჩართული ,იმ ღონიძიებებში რომლებიც ხანდაზმულთა ყოველდღიურობის გახალისებისკენაა მიმართული, ცენტრის წევრებმა უკვე ტრადიციად აქციეს მათთან ერთად არაფორმალურ გარემოში გამართული პიკნიკები, ექვსკურსიები თუ სხვა სათემო აქციები.
ამჯერად ახალგაზრდული ცენტრის მოხალისეებმა, ანასეულის ხანდაზმულთა სახლის ბენეფიციარები ექვსკურსიაზე მიიპატიჟეს, ჯიხეთის სამონასტრო კომპლექსსა და პარკში „საქართველო მინიატურებში“.
ექვსკურსია ორგანიზებული იყო “ტოლერანტობის, სამოქალაქო ცნობიერებისა და ინტეგრაციის მხარდაჭერის პროგრამის” [PITA] ფარგლებში, რომელიც ხორციელდება საქართველოს გაეროს ასოციაციის (UNAG) მიერ, აშშ-ს საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) ფინანსური მხარდაჭერით. პროგრამის პარტნიორი ორგანიზაციაა – „ახალგაზრდა პედაგოგთა კავშირი.

სათემო აქცია ანასეულში – Community Event

სათემო აქცია ანასეულში – Community Event
10/23/2017
ლიდერთა სკოლა

2017 წლის 20 ოქტომბერს, „ახალგაზრდა პედაგოგთა კავშირის“ ახალგაზრდული ცენტრის ინიციატივით, ანასეულის დღეგრძელთა სახლის ბენეფიციარების ჩართულობით გაიმართა სათემო აქცია.
ხანდაზმულებმა არტ – თერაპიის საათებზე გამოთქვეს სურვილი, შეექმნათ საშემოდგომო ნამუშევრები,რომლებისთვისაც დასჭირდებოდათ ბუნებაში მოეგროვებინათ, ფოთლები, გირჩები და ის, მასალა რითიც შეძლებდნენ ნამუშევრების დამზადებას.
ცენტრის წევრებმა სასიამოვნო სიურპრიზი მოუწყვეს ხანდაზმულებს – მათთან ერთად ანასეულის ტყე–პარკში მოაწყვეს პიკნიკი, სადაც მათთან ერთად შეაგროვეს საჭირო მასალა.
აღსანიშნავია, რომ ცენტრის მოხალისეები დაეხმარებიან ხანდაზმულებს საშემოდგომო აქსესუარების დამზადებაში და მათთან ერთად დაგეგმავენ გამოფენას.
აქცია ორგანიზებული იყო “ტოლერანტობის, სამოქალაქო ცნობიერებისა და ინტეგრაციის მხარდაჭერის პროგრამის” [PITA] ფარგლებში, რომელიც ხორციელდება საქართველოს გაეროს ასოციაციის (UNAG) მიერ, აშშ-ს საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) ფინანსური მხარდაჭერით. პროგრამის პარტნიორი ორგანიზაციაა – „ახალგაზრდა პედაგოგთა კავშირი.

Bombax Theme designed by itx