Archive for November, 2017

„Freedom Writers”

„Freedom Writers”
11/30/2017
ლიდერთა სკოლა

2017 წლის 25 ნოემბერს „ახალგაზრდა პედაგოგთა კავშირის“ ბაზაზე არსებული თბილისის ლიდერთა სკოლის მოსწავლეებისთვის გამართა ფილმის „Freedom Writers” ჩვენება. ფილმის ჩვენების შემდეგ გამართულ დისკუსიაზე მოსწავლეებმა ყურადღება გაამახვილეს სკოლებში ძალადობისა და ბულინგის ფაქტების არსებობის შესახებ. საუბარი შეეხო ბულინგის ფორმებსა და მისგან გამოწვეულ შედეგებს. ასევე აქცენტი დაისვა მასწავლებლის როლზეც. შეხვედრას უძღვებოდა პრობაციის ეროვნული სააგენტოს სარეაბილიტაციო პროგრამების სამმართველოს ფსიქოლოგი გიო ნამჩევაძე.

ახალგაზრდული პარლამენტის შეხვედრა – Meeting of Regional Parliament

ახალგაზრდული პარლამენტის  შეხვედრა – Meeting of Regional Parliament
11/30/2017
ლიდერთა სკოლა

ახალგაზრდული პარლამენტის მორიგი შეხვედრა მოზარდებმა, ქალთა ძალადობისგან დაცვის საერთაშორისო დღის აღსანიშნავად მოაწყვეს ფილმის ,,ხმა ამოიღეთ ქალებო” ჩვენება და განხილვა. პარლამენტის წევრებმა ისაუბრეს ძალადობის მნიშვბელობისა და მისი სახეების შესახებ. ფილმის ნახვის შემდეგ განიხილეს სიუჟეტში ნაჩვენები პრობლემები და იმსჯელეს გამოსავალზე, საზოგადოების როლზე თუ როგორ შეიძლება აღმოვფხვრათ ქალთა მიმართ ძალადობის ფაქტები.

სამუშაო შეხვედრა – Task force meeting

სამუშაო შეხვედრა – Task force meeting
11/30/2017
ლიდერთა სკოლა

ვროკავშირის მიერ დაფინანსებული პროექტის – „საზოგადოებრივი ორგანიზაციების შესაძლებლობების გაძლიერება სოციალური სერვისების პოლიტიკის დიალოგში წვლილის შეტანისათვის საქართველოსა და უკრაინაში“ ფარგლებში ა(ა)იპ ,,ახალგაზრდა პედაგოგთა კავშირი“ ახორციელებს ,,სახელმწიფო ზრუნვის სისტემაში მყოფი ხანდაზმული და შშმ პირების კეთილდღეობაზე ზრუნვა’’ პროექტს, რომლის მიზანია, შშმ და ხანდაზმულ პირთა სადღეღამისო მომსახურებების მიწოდების პროცესში სოციალური მუშაკისა და მომსახურების მიმწოდებელი ორგანიზაციების ფუნქციების გამმიჯვნელი დოკუმენტის“ შექმნა. მიმდინარე წლის 24 ნოემბერს, ორგანიზაციის თბილისის ოფისში მოეწყო სამუშაო ჯგუფის მეორე შეხვედრა. სამუშაო ჯგუფის წევრები არიან შშმ და ხანდაზმულ პირთა სადღეღამისო მომსახურებების (სათემო ორგანიზაციები, პანსიონატები), ასევე, საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს, სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოსა და სსიპ ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) მსხვერპლთა, დაზარალებულთა დაცვისა და დახმარების სახელმწიფო ფონდის წარმომადგენლები. შეხვედრაზე განიხილეს ის კომპონენტები/სფეროები, რომელიც უნდა მოიცვას მოცემულმა დოკუმენტმა, ასევე ის საკვანძო საკითხები, რომელიც განსაზღვრავს მომსახურების მიმწოდებლისა და სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს სოციალური მუშაკის ფუნქციებს ბენეფიციართა საჭიროებების დაკმაყოფილების მიმართულებით.

სექსუალური შევიწროვება, როგორც ქალთა დისკრიმინაციის პრაქტიკა – Sexual harassment as discriminating practice against women

სექსუალური შევიწროვება, როგორც ქალთა დისკრიმინაციის პრაქტიკა – Sexual harassment as discriminating practice against women
11/30/2017
ლიდერთა სკოლა

2017 წლის 24 ნოემბერს, ოზურგეთის ახალაგზრდული ცენტრის წევრებისა და მათი მშობლებისთვის “კაფე რვას + 1” -ში გაიმართა სემინარი „სექსუალური შევიწროვება, როგორც ქალთა დისკრიმინაციის პრაქტიკა“. სემინარს უძღვებოდა გენდერის მკვლევარი სალომე ქინქლაძე (“ახალგაზრდა პედაგოგთა კავშირი”). ცენტრის წევრებმა, მშობლებთან ერთად იმსჯელეს სექსუალური შევიწროვების, როგორც ქალთა და გოგონათა დისკრიმინაციის ერთ-ერთი უჩინარი ფორმის შესახებ, რომელიც საზოგადოებაში ნაკლებად იდენტიფიცირებულია. სემინარის ბოლოს ნაჩვენები იქნა დოკუმენტური ფილმი „რა მოხდა ქუჩაში“. ჩვენების შემდეგ დეტალურად იქნა განხილული ფილმში წარმოდგენილი სექსუალური შევიწროვების ფორმები. მნიშვნელოვანია, რომ მოზარდებთან ერთად მშობლებსაც, პედაგოგებსაც ჰქონდეთ ინფორმაცია, აღნიშნული პრობლემის შესახებ, რადგან ის ხშირად ხდება მიზეზი და ბარიერი გოგონათა განათლებისა თუ დასაქმების პროცესში. სემინარი ჩატარდა “ტოლერანტობის, სამოქალაქო ცნობიერებისა და ინტეგრაციის მხარდაჭერის პროგრამის” [PITA] ფარგლებში, რომელიც ხორციელდება საქართველოს გაეროს ასოციაციის (UNAG) მიერ, აშშ-ს საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) ფინანსური მხარდაჭერით. პროგრამის პარტნიორი ორგანიზაციაა – „ახალგაზრდა პედაგოგთა კავშირი.

საჯარო ლექცია – public lecture

საჯარო ლექცია – public lecture
11/29/2017
სკოლების დემოკრატიზაცია

2017 წლის 21 ნოემბერს, ახალგაზრდული ცენტრის ინიციატივით კაფე „რავს+1“-ში გაიმართა საჯარო ლექცია გურული ვაზის ჯიშებისა და მეღვინეობის შესახებ. ლექციას უძღვებოდნენ გიორგი ბარისაშვილი და ბაია აბულაძე. ლექციის მიზანი გახლდათ ახალგაზრდებში მეწარმეობის იდეის პოპულარიზაცია. მნიშვნელოვანია, რომ რეგიონებში/სოფლებში მცხოვრებ ახალგაზრდებს ჰქონდეთ ინფორმაცია სოფლის მეურნეობის სხვადასხვა კულტურების მნიშვნელობის, მისი წარმოების შესაძლებლობების შესახებ. მნიშვნელოვანი გახლდათ ახალგაზრდა მეღვინე („ბაიას ღვინო“) ბაია აბულაძის გამოცდილების გაზიარება. მისი ისტორია, სხვა დაინტერესებული ახალგაზრდებისთვის არის მოტივაციის არაჩვეულებრივი წინაპირობა. საინტერესო გახლდათ ექსპერტის გიორგი ბარისაშვილის სესია გურული ვაზის ჯიშების ნაირსახეობის, მისი მოვლისა და რეალიზაციის საკითხებზე. საუბარი წარიმართა იმ პრობლემებზეც, რომელიც აფერხებს გურული ვაზის წარმოებასა და პოპულარიზაციას. შეხვედრა ორგანიზებული იყო „პური მსოფლიოსთვის“ Brot für die Welt და “ტოლერანტობის, სამოქალაქო ცნობიერებისა და ინტეგრაციის მხარდაჭერის პროგრამის” [PITA] ფარგლებში, რომელიც ხორციელდება საქართველოს გაეროს ასოციაციის (UNAG) მიერ, აშშ-ს საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) ფინანსური მხარდაჭერით. პროგრამის პარტნიორი ორგანიზაციაა – „ახალგაზრდა პედაგოგთა კავშირი.

ტოლერანტონის საერთაშორისო დღე – International Day for Tolerance

ტოლერანტონის საერთაშორისო დღე – International Day for Tolerance
11/29/2017
ბავშვთა უფლებები

2017 წლის 16-17-18 ნოემბერს “ახალგაზრდა პედაგოგთა კავშირის” თბილისისა და ჩოხატაურის ლიდერთა სკოლის ჯგუფებისთვის გაიმართა სემინარი თემაზე: ტოლერანტობა. სემინარზე განხილული იყო ტოლერანტობის ცნება, არსი და ტოლერანტული გარემოს ჩამოყალიბებისთვის აუცილებელი საქმიანობები.

Bombax Theme designed by itx