Archive for December 5th, 2017

სოციალური რგოლის გადაღება – Preparation of social video

სოციალური რგოლის გადაღება – Preparation of social video
12/05/2017
ლიდერთა სკოლა

ოზურგეთის ახალგაზრდული ცენტრის ინიციატივით დაიგეგმა სოციალური რგოლის გადაღება ქუჩაში მიტოვებული, ძალადობის მსხვერპლი ბავშვის მიმართ, საზოგადოების დამოკიდებულების შესახებ.
სოციალურ რგოლის გადაღების პროცესში მონაწილეობენ ახალგაზრდა პედაგოგთა კავშირის ლიდერთა სკოლისა და ბავშვთა თეატრის მოზარდები.
სოციალური რგოლი მომზადდება “ტოლერანტობის, სამოქალაქო ცნობიერებისა და ინტეგრაციის მხარდაჭერის პროგრამის” [PITA] ფარგლებში, რომელიც ხორციელდება საქართველოს გაეროს ასოციაციის (UNAG) მიერ, აშშ-ს საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) ფინანსური მხარდაჭერით. პროგრამის პარტნიორი ორგანიზაციაა – „ახალგაზრდა პედაგოგთა კავშირი.

ახალგაზრდა მეწარმეები – Young Entrepreneurs

ახალგაზრდა მეწარმეები – Young Entrepreneurs
12/05/2017
ლიდერთა სკოლა

ახალგაზრდებში მეწარმეობის იდეის პოპულარიზაციის მიზნით, ოზურგეთის ახალგაზრდული ცენტრი ახორციელებს პროგრამას, რომლის ფარგლებშიც მიმდინარეობს შეხვედრები წარმატებულ, ახალგაზრდა მეწარმეებთან. 2017 წლის 3 დეკემბერს, ახალგაზრდული ცენტრის ერთი ჯგუფი სამეგრელოში, მარტვილში „ოდას“ ესტუმრნენ. მასპინძლებმა, ქეთი ნინიძემ და ზაზა გაგუამ საკუთარი მეწარმეობის შესახებ მოუთხრეს ახალგაზრდებს. საუბარი წარიმართა ვაზის წარმოების, ღვინის დამზადების, საწარმოს მარკეტინგის საკვანძო საკითხებზე. ახალგაზრდებმა დაათვალიერეს ახლადგაშენებული ოჯალეშის მეურნეობა. ახალგაზრდების მოტივაციის, მათი სამეწარმეო საქმიანობის წამოწყებაში მხარდაჭერის მიზნით, ცენტრში ეტაპობრივად განხორცილდება სხვადასვხა ტიპის აქტივობები. გასვლითი შეხვედრა – სემინარი ორგანიზებული იყო “ტოლერანტობის, სამოქალაქო ცნობიერებისა და ინტეგრაციის მხარდაჭერის პროგრამის” [PITA] ფარგლებში, რომელიც ხორციელდება საქართველოს გაეროს ასოციაციის (UNAG) მიერ, აშშ-ს საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) ფინანსური მხარდაჭერით. პროგრამის პარტნიორი ორგანიზაციაა – „ახალგაზრდა პედაგოგთა კავშირი.

Bombax Theme designed by itx