Archive for December 6th, 2017

„მეფე ხეიბარი“ – ,,Crippled King’

„მეფე ხეიბარი“ – ,,Crippled King’
12/06/2017
ლიდერთა სკოლა

2017 წლის 5 დეკემბერს „ახალგაზრდა პედაგოგთა კავშირის“ ლიტერატურულ კაფე „რვას+1“ ში ორგანიზაციის ახალგაზრდული ცენტრის ლიდერების ინიციატივით გაიმართა დოკუმენტური ფილმის „მეფე ხეიბარი“ ჩვენება-განხილვა. დისკუსია ეძღვნებოდა შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა უფლებების დაცვის დღეს. შეხვედრის მიზანი იყო საზოგადოებაში შშმ პირთა ინტეგრაციის საკითხებზე გავრცელებული არასწორი, სტერეოტიპული დამოკიდებულებების შეცვლა. დისკუსიაში მონაწილეობდნენ შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ბავშვების მშობლები, პედაგოგები, საკითხის ექსპერტები. საუბარი წარიმართა იმ ცვლილებებზე, რომლებიც წლების განმავლობაში შშმ პირთა უფლებების დაცვის თვალსაზრისით სახელმწიფოში განხორციელდა. ყურადღება გამახვილდა პრობლემებზე, რომლებიც საჯარო სკოლებში შშმ ბავშვთა განათლების, ასევე გარემოში მათი ინტეგრაციის საკითხებს ეხება. დისკუსიის ბოლოს მშობლებმა გამოთქვეს სურვილი, საკუთარი შვილების სკოლებში სხვა მშობლებისთვის მოაწყონ „მეფე ხეიბარის“ ჩვენება, რადგან საყურადღებოა შშმ პირთა ინტეგრაციის მნიშვნელობის გაცნობიერება მშობლებისთვის. დისკუსია ორგანიზებულია “ტოლერანტობის, სამოქალაქო ცნობიერებისა და ინტეგრაციის მხარდაჭერის პროგრამის” [PITA] ფარგლებში, რომელიც ხორციელდება საქართველოს გაეროს ასოციაციის (UNAG) მიერ, აშშ-ს საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) ფინანსური მხარდაჭერით. პროგრამის პარტნიორი ორგანიზაციაა – „ახალგაზრდა პედაგოგთა კავშირი.

Bombax Theme designed by itx