Archive for December 7th, 2017

შეხვედრა შრომის საჯარო სკოლაში – Meeting at public school of Shroma

შეხვედრა შრომის საჯარო სკოლაში – Meeting at public school of Shroma
12/07/2017
ლიდერთა სკოლა

2017 წლის 6 დეკემბერს, “ახალგაზრდა პედაგოგთა კავშირის“ პროგრამის „სამოქალაქო ჩართულობა პოზიტიური ცვლილებებისთვის“ ფარგლებში ოზურგეთის მუნიციპალიტეტის შრომის საჯარო სკოლაში გაიმართა შეხვედრა სკოლისა და საბავშვო ბაღის მასწავლებლებთან, მშობლებთან და მოსწავლეთა ჯგუფებთან. ორგანიზაციის წარმომადგენლებმა ლიდერობის, უსაფრთხო სკოლის კონცეფციისა და ბავშვთა მონაწილეობის უფლებებთან დაკავშირებული საკითხები განიხილეს. სესიებზე დამსწრე აუდიტორიას მიეწოდა ინფორმაცია მონაწილეობისა და საგანმანათლებლო პროცესზე ზეგავლენის მოხდენის შესაძლებლობების, თანამონაწილეობითი კულტურის განვითარების, დემოკრატიული სკოლის პრინციპების შესახებ, რაც მასწავლებელთა, მშობელთა და მოსწავლეთა აქტირუობის გარეშე ვერ განხორცილდება პროგრამის ფარგლებში დაგეგმილი შეხვედრები ეტაპობრივად განხორიცლდება.

ძალადობა – Violence

ძალადობა – Violence
12/07/2017
ლიდერთა სკოლა

2017 წლის 6 დეკემბერს ლიდერთა სკოლის საგაკვეთილო თემა იყო ,,ძალადობა’’.
სემინარის პირველი ნაწილი დაეთმო დისკუსიას ძალადობის რაობაზე, განხლული იქნა ძალადობის სხვადასხვა სახე: პირადი, სტრუქტურული და კულტურული ძალადობა. შეხვედრის მეორე ნაწილი პრაქტიკულ სავარჯიშოს დაეთმო, მოსწავლეებს უნდა წაეკითხათ ოთხი მოკლე ისტორია, რომელიც ძალადობის სხვადასხვა სიტუაციას გამოხატავდა. მათ ჯგუფებში განიხილეს ის გზები, რომლებსაც აღნიშნული სიტუაციების გადაჭრისთვის მიმართავდნენ და წარუდგინეს სხვებს. გაიმართა დისკუსია, სადაც ისაუბრეს იმაზე, თუ როგორ უნდა გავუმკლავდეთ ძალადობის სხვადასხვა სახეს ყოველდღიურ ცხოვრებაში. შეხვედრის მიზანი იყო იმის ჩვენება, თუ რა მრავალფეროვანია ძალადობა და განეხილათ ის გზები, რომელთა საშუალებთაც შესაძლებელია მასთან გამკლავება.

Bombax Theme designed by itx