ბავშვთა შრომის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, ახალგაზრდული ცენტრის ინიციატივით გაიმართა სემინარი თემაზე „ბავშვთა შრომა და სამართლებრივი რეგულაციები“. ექსპერტი კოკა კიღურაძე. სემინარზე ყურადღება გამახვილდა ბავშვის ფიზიკური და სოციალური განვითარების საფეხურებზე. ახალგაზრდებმა იმსჯელეს, სახელმწიფოს პასუხისმგებლობაზე. ბავშვებისთვის თანაბარ შესაძლებლობებზე, ინტერესებზე, ძალადობისგან დაცვაზე. განხილულ იქნა კონკრეტული კაზუსი. სადაც ხაზგასმული იყო კანონმდებლობასა და პრაქტიკას შორის არსებული განსხვავებები.

 სემინარი  ორგანიზებულ იქნა “ტოლერანტობის, სამოქალაქო ცნობიერებისა და ინტეგრაციის მხარდაჭერის პროგრამის” [PITA] ფარგლებში, რომელიც ხორციელდება საქართველოს გაეროს ასოციაციის (UNAG) მიერ, აშშ-ს საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) ფინანსური მხარდაჭერით. პროგრამის პარტნიორი ორგანიზაციაა – „ახალგაზრდა პედაგოგთა კავშირი“

„პური მსოფლიოსთვის“ Bread for the World

Comments are closed.

Bombax Theme designed by itx