2017 წლის 26 ივლისს, ახალგაზრდა პედაგოგთა კავშირის ლიტერატურული კაფე „რვას+1“ ბოშათა ბენდს მასპინძლობდა. მუსიკალური საღამო
ახალგაზრდული ცენტრის მიკროგრანტების კონკურსში გამარჯვებული პროექტის „ბოშები ჩვენს რეალობაში“ ფარგლებში გაიმართა. 
პროექტის მიზანი, ბოშათა თემის მიმართ საზოგადოებაში არსებული სტერეოტიპების შეცვლა და ბოშების საზოგადოებაში ინტეგრაციის ხელშეწყობა გახლდათ. 
მსგავსი აქტივობები ხელს უწყობს ბოშათა კულტურის პოპულარიზაციას და საზოგადოების თითოეული წევრის სოციალური პასუხისმგებლობის ზრდას. 
კონცერტი ორგანიზებული იყო “ტოლერანტობის, სამოქალაქო ცნობიერებისა და ინტეგრაციის მხარდაჭერის პროგრამის” [PITA] ფარგლებში, რომელიც ხორციელდება საქართველოს გაეროს ასოციაციის (UNAG) მიერ, აშშ-ს საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) ფინანსური მხარდაჭერით. პროგრამის პარტნიორი ორგანიზაციაა – „ახალგაზრდა პედაგოგთა კავშირი.

Comments are closed.

Bombax Theme designed by itx