თინეიჯერ გოგონათა საერთაშორისო დღე ახალგაზრდული ცენტრისა და ლიდერთა სკოლის მოზარდებმა კაფე ,,რვას +1″-ში აღნიშნეს.
მოზარდები თინეიჯერებისათვის დამახასიათებელი ,,განსხვავებული”სამოსით წარსდგნენ შეხვედრაზე.

ახალგაზრდებმა სამოსითა და სხვადასხვა აქესუარებით წარმოადგინეს ის პრობლემა, რომელიც თინეიჯერობის ასაკში მოზარდებს აწუხებთ. ისაუბრეს საზოგადოებაში გავრცელებულ სტერეოტიპებზე, გარდატეხის ასაკში მშობლებთან ურთიერთობებზე.
ახალგაზრდებმა განიხილეს სხვადასხვა რელიგიური თუ ეთნიკური კუთვნილების საზოგადოებაში არსებული ტრადიციები, რომლებიც მოზარდთა უფლებების დარღვევას იწვევს.
როლური თამაშებში მონაწილეობით მოახერხეს სხვადასხვა თინეიჯერის პრობლემის გათავისება და შეძლეს ერთად ეპოვათ წარმოდგენილი პრობლემებიდან გამოსავალი.
შეხვედრის ბოლოს თინეიჯერებმა გამართეს ,,ფართი” მხოლოდ გოგონებისთვის.

The international day of child girl was celebrated by Youth Centre members and Leaders Schoolchildren at the cafe Rvas+1. The participants were wearing “different clothes” which distinguish teenagers from others. With clothes and different accessories they presented the problem which are actual for teenagers. They talked about stereotypes and attitudes towards them, as well as about their relationship with parents. The participants discussed the traditions in different religious and ethnical groups which violates rights of teenagers. By playing different role games they managed to perceive themselves as teenagers and their problems and tried to find solutions for some problems. By the end of the meeting teenagers held event for only girls.

Comments are closed.

Bombax Theme designed by itx