12 ფოტოUpdated 8 days ago

2017 წლის 20 ნოემბერს „ახალგაზრდა პედაგოგთა კავშირთან“ არსებული ლიდერთა სკოლისა და ახალგაზრდული ცენტრის წევრებმა ბავშვთა ძალადობისგან დაცვის საერთაშორისო დღე აღნიშნეს. მონაწილეებმა მოაწყეს უკვე ტრადიციად ქცეული მსვლელობა ქალაქის ცენტრალურ ნაწილში, სხვადასხვა ლოზუნგებით შეახსენეს საზოგადოებას ბავშვთა უფლებები და მოუწოდეს – „არა ძალადობას!“ აქციის დასრულების შემდეგ, კაფე „რვას +1“-ში გაიმართა დისკუსია – „ბავშვები ძალადობის გარეშე!“. დისკუსიაზე ნაჩვენები იყო ნაწყვეტები მხატვრული ფილმიდან “მატილდა“ – (რეჟისორი დენი დევიტო – 1996 წელი), რომლის საფუძველზეც მოზარდებმა იმსჯელეს ოჯახსა და სკოლაში არსებული ძალადობის ფორმების, მისი გამომწვევი მიზეზებისა და პრევენციის შესხებ. ძალადობა არის ქმედება, რომელიც აკნინებს ან დაზიანებით ემუქრება ბავშვის ფსიქიკურ და ფიზიკურ კეთილდღეობას, საფრთხეს უქმნის მის ჯანმრთელობსა და განვითარებას. მნიშვნელოვანია, რაც შეიძლება მეტი მოზარდი იყოს ინფორმირებული საკუთარი უფლებების შესახებ, რათა შეძლონ გარემოში არსებული პრობლემების გამკლავება. აქცია ორგანიზებული იყო „პური მსოფლიოსთვის“ Brot für die Welt “ტოლერანტობის, სამოქალაქო ცნობიერებისა და ინტეგრაციის მხარდაჭერის პროგრამის” [PITA] ფარგლებში, რომელიც ხორციელდება საქართველოს გაეროს ასოციაციის (UNAG) მიერ, აშშ-ს საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) ფინანსური მხარდაჭერით. პროგრამის პარტნიორი ორგანიზაციაა – „ახალგაზრდა პედაგოგთა კავშირი.

On November 20, 2017 members of leaders school and Youth Center celebrated World Day for the Prevention of Child Abuse. The participants organized street action and with different slogans they reminded the society about rights of child – No to Violence! After the joint action in Cafe Rvas+1 there was held discussion ,,Children without abuse”! At the discussion there was a screening of the movie ,,Matilda” (Directed by Danny DeVito) based on which youth discussed forms of violence, the causes of violence and its prevention. Abuse is an action, which becomes the treat for child’s psychological and physical well-being, health and development. It is important that more and more young people were informed about their rights, in order they are able to overcome problems exist in the environment. The event was organized within ,,Promoting Integration, Tolerance and Awareness’’ program (PITA) which is implemented by UNAG, financial support USAID. Partner organization of the project Young Pedagogues’ Union.

Comments are closed.

Bombax Theme designed by itx