ახალგაზრდებში მეწარმეობის იდეის პოპულარიზაციის მიზნით, ოზურგეთის ახალგაზრდული ცენტრი ახორციელებს პროგრამას, რომლის ფარგლებშიც მიმდინარეობს შეხვედრები წარმატებულ, ახალგაზრდა მეწარმეებთან. 2017 წლის 3 დეკემბერს, ახალგაზრდული ცენტრის ერთი ჯგუფი სამეგრელოში, მარტვილში „ოდას“ ესტუმრნენ. მასპინძლებმა, ქეთი ნინიძემ და ზაზა გაგუამ საკუთარი მეწარმეობის შესახებ მოუთხრეს ახალგაზრდებს. საუბარი წარიმართა ვაზის წარმოების, ღვინის დამზადების, საწარმოს მარკეტინგის საკვანძო საკითხებზე. ახალგაზრდებმა დაათვალიერეს ახლადგაშენებული ოჯალეშის მეურნეობა. ახალგაზრდების მოტივაციის, მათი სამეწარმეო საქმიანობის წამოწყებაში მხარდაჭერის მიზნით, ცენტრში ეტაპობრივად განხორცილდება სხვადასვხა ტიპის აქტივობები. გასვლითი შეხვედრა – სემინარი ორგანიზებული იყო “ტოლერანტობის, სამოქალაქო ცნობიერებისა და ინტეგრაციის მხარდაჭერის პროგრამის” [PITA] ფარგლებში, რომელიც ხორციელდება საქართველოს გაეროს ასოციაციის (UNAG) მიერ, აშშ-ს საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) ფინანსური მხარდაჭერით. პროგრამის პარტნიორი ორგანიზაციაა – „ახალგაზრდა პედაგოგთა კავშირი.

With the aim to make an idea of entrepreneurship popular in youth, Youth Center of Ozurgeti implements program, within which there are organized meetings with successful youth entrepreneurs. On December 3, 2017 one group of Youth Center visited ,,Oda” in Martvili, Samegrelo. Keti Ninidze and Zaza Gagua shared their experience with youth. They talked about production of wine, key marketing issues of the enterprise. Youth got introduced to the new farm of Ojaleshi. In order to raise motivation of the youth and promote them to start entrepreneurship, different activities will be implemented. The event was organized within ,,Promoting Integration, Tolerance and Awareness’’ program (PITA) which is implemented by UNAG, financial support USAID. Partner organization of the project Young Pedagogues’ Union.

Comments are closed.

Bombax Theme designed by itx