2012 წლის 21 იანვარს «ახალგაზრდა პედაგოგთა კავშირის» ოფისში ორგანიზაციის ოზურგეთის მუნიციპალიტეტის პარტნიორი სკოლების მოსწავლეთა თვითმმართველობის წევრებისთვის პროექტების წერის შესახებ ტრენინგი გაიმართა.

დამსწრე მოზარდებმა დეტალურად განიხილეს პროექტზე მუშაობის ეტაპები _ პრიორიტეტული პრობლემების გამოვლენა,  იდეის დამუშავება, პროექტის ძირითადი მონახაზის ჩამოყალიბება და ა.შ.

ტრენინგის ძირითადი ნაწილი დაეთმო პროექტის კომპონენტებზე მსჯელობას.

მოზარდებმა ჯგუფებში მუშაობის შედეგად გამოავლინეს პრიორიტეტული პრობლემები.

ტრენინგზევე მოხდა პრობლემებთან დაკავშირებული  კონკრეტული საქმიანობების გაწერა რომელიც მიმართული იყო  დასახული მიზნებისა და ამოცანების მისაღწევად. ასევე განიხილეს პროექტის შედეგებისა და მიზნების შესაბამისობა.

ტრენინგს ესწრებოდა 26 მოზარდი.

აღნიშნული ტრენინგი ლანჩხუთის,  ჩახატაურისა და ქობულეთის პარტნიორი სკოლების მოსწავლეთა თვითმმართველობების წერვებისთვისაც გაიმართება.

Comments are closed.

Bombax Theme designed by itx