მოსწავლეთა გაზეთი “რვას+1” დაარსდა 1997 წელს.

გაზეთი იბეჭდება 500 ტირაჟით და ვრცელდება უფასოდ.

2011 წლის სექტემბრამდე გამოცემულია გაზეთის 36 ნომერი. გაზეთის გამოცემა გრძელდება.

მოზარდების შეხედულებები სტატიებში არაერთხელ გამხდარა განსჯისა და კრიტიკის  საგანი: რა უნდა გახდეს მოზარდების მხრიდან სკოლაში დემოკრატიის დამყარების საფუძველი; არის თუ არა თვითმმართველობა მართვის ყველაზე დემოკრატიული ფორმა;  თავისუფალი ნების ადამიანის სწორი არჩევანი;   საარჩევნო პროცესში მოზარდების «ძალადობრივი” ჩართულობა; საჯარო სკოლებში არსებული პრობლემები  _ დისციპლინის გამკაცრების მეთოდები და ის შედეგები რაც წესრიგის გამკაცრებას მოჰყვება თან. რამდენად სრულყოფს სასკოლო პროცესს კონტროლისა  და ზედამხედველობის გამკაცრება? განათლების სისტემაში  მიმდინარე ცვლილებები.

ასევე  გამოცემებში გაეცნობით შემდეგ ხასიათის სტატიებს :

  • ,,ლანძღვით რომ ჭკუა ისწავლებოდეს, ჩკუის კოლოფი გამოვა ვირი”
  • თანამედროვე ახალგაზრდებს აღიზიანებთ ზედმეტი მოთხოვნილებები
  • ვისაც ყურები აქვს ისმინოს!
  • არ მინდა ღვინო გრაფინკით, შუქი მომეცით გრაფინკით
  • კმარა, ამდენი ქაჯობა, ყველა ქვეყანამ გვაჯობა
  • რას ეწირება ქართული ტრადიციები?!
  • რამდენად იცავენ ბავშვთა უფლებებს სკოლაში?!
  • ისინი ჩვენს გვერდით, ანუ ადგილი მზის ქვეშ
  • ოცნების ქალაქი ჩემს ქალაქში – რაზე ოცნებობენ ოზურგეთელი ბავშვები ?!
  • ჭამა სიცოცხლის ფასად
  • დემოკრატია თუ ფსევდოდემოკრატია?!
  • წყალი გვინდა შადრევანში, ანუ ანდაზების სიბრძნე
  • ,,ორმაგი სტანდარტი”… ,,სიყვარულის დეფიციტი”… ,,ქურდული ბრძოლა”… თუ რაც გინდათ ის დაარქვით
  • მე კი ვფარავ, მაგრამ ჩემი სატკივარი არა ჰფარავს
  • გვიხსენით ,,სიახლეებისაგან” !!!
  • ,,საცდურს” რა გამოლევს?!
  • თუ კარგად მოვიქცევით,  ,,გუდიანი” არ მოვა!
  • არის თუ არა ღალატი პრობლემებზე საუბარი?!

გაზეთში ასევე იბეჭდება სხვადასხვა საკითხებზე ექსპერტთა მოსაზრებები, ინტერვიუები და პრესრელიზები ლიდერთა სკოლაში ჩატარებული საქმიანობების შესახებ

Bombax Theme designed by itx