რეგიონული პარლამენტი

ახალგაზრდა პედაგოგთა კავშირის  ბაზაზე 2007 წელს ორგანიზაციის პარტნიორი სკოლების  მოსწავლეთა თვითმმართველობების თავმჯდომარებისგან ჩამოყალიბდა გურიის მოსწავლეთა რეგიონული პარლამენტი.

პარლამენტის წევრები გაერთიანებულნი არიან მემორანდუმის თანახმად, რომელიც ითვალისწინებს:

  • მოსწავლეთა თვითმმართველობების მუშაობის კოორდინირებულობას, ინფორმაციისა და გამოცდილების გაცვლითა და გაზიარების გზით
  • გურიის რეგიონის საჯარო სკოლებში არსებული საერთო პრობლემების გადაწყვეტის მიზნით  რეგიონული მუნიციპალური ხელისუფლების წინაშე პრობლემური საკითხების დაყენებას
  • საჯარო სკოლების დირექტორებისთვის რეკომენდაციების მომზადებას

პარლამენტის წევრების ცნობირების განვითარებისათთის  მათ მიეწოდათ ინფომაცია შემდეგ თემებზე:

  • ადგილობრივი თვითმმართველობების ფუნქციები;
  • მოსწავლეთა თვითმმართველობების ფუნქციები
  • ადვოკატირება
  • პროექტების წერა
  • პიროვნეული განვითარების კურსი
  • გუნდური მუშაობა;
  • ლიდერობა, კომუნიკაცია;
  • ბავშვთა უფლებების დაცვა;
  • ბავშვთა უფლებების დარღვევა და მასზე რეაგირების გზები
  • მოხალისეობის მნიშვნელობა

პარლამენტის წევრებისთვის ჩატარებული ტრენინგებისა და სემინარების ერთ-ერთ მიზანი იყო, რომ მათ თავად გაეწიათ ფასილიტაცია აღნიშნულ თემებზე საკუთარი სკოლების ბენეფიციართათვის.

მათი საქმიანობის ერთ-ერთი ძირითადი მიმართულება თემში პრობლემების კვლევა და ადვოკატირების პროცესის წარმოებაა.

ამ მიზნით მათ არაერთი ინიციატივა. განახორციელეს. კერძოდ:

  • შეხვედრები სხვადასხვა დარგის  ექსპერტებთან
  • კვლევა _ სკოლის პრობლემები, თემის პრობლემები
  • პროექტების მომზადება
  • შეხვედრები ადგილობრივი და ცენტრალური სამთავრობო სტრუქტურების წარმომადგენლებთან სოციალურ, საგანმანათლებლო და ახალგაზრდულ პრობლემებზე
  • შეხვედრები სახალხო დამცველთან ბავშვთა უფლებების საკითხებზე

2011-2012 სასწავლო წელს ფუნქციონირება დაიწყო  IV მოწვევის რეგიონულმა პარლამენტმა.

Bombax Theme designed by itx