ინტერაქტიური (ფორუმ) თეატრი

ინტერაქტიური (ფორუმ) თეატრის მიზანია: სოციალური პრობლემებისა და კონფლიქტური სიტუაციების  წარმოჩენა  და მის მოგვარებაში და გამოსავალის გზების ძიებაში საზოგადოების აქტიურად ჩართვა.

ინტერაქტიური თეატრის ჯგუფში გაერთიანებულნი არიან ლიდერთა სკოლის უფროსკლასელები.

მოზარდები მონაწილეობას ღებულობენ სპექტაკლის თემატიკის შერჩევასა და სცენარის მომზადების პროცესში.

ინტერაქტიური თეატრის ჯგუფის მიერ მომზადებული  სპექტაკლები:

  1. რეპლიკების ჯაჭვი, ანუ აზრი არა აქვს _ მოსწავლეთა თვითმმართველობების ეფექტური  ფუნქციონირება (მოზარდთა ინდიფერენტულობა, დირექციისა და  ადგილობრივი ხელისუფლების დამოკიდებულება მოზარდთა აქტიურობისადმი, მშობელთა დაუინტერესებლობა და ა.შ.)
  2. ბოლო ზარი ანუ რაც გინდათ ის დაარქვით _ საჯარო სკოლაში მასწავლებლისა და მოსწავლის ურთიერთობის პრობლემის შესახებ. სპექტაკლში წარმოდგენილი იყო  მასწავლებლის მხრიდან ბავშვებზე  ემოციური ძალადობის ფაქტები,  რომლებიც უარყოფით და სავალალო ზეგავლენას ახდენს ბავშვის ჩამოყალიბებასა და  განვითარებაზე.
  3. ტრაგედია უგმიროდ . . . _ სპექტაკლის თემა  სოციალური და ეკონომიკური პრობლემების მქონე ოჯახში მცხოვრები მოზარდების უფლებების დარღვევას ეხება. სახელმწიფოში ჯერ კიდევ არ არსებობს მათი საჭიროებების ადექვატური სერვისები.
  4. “ხშირად სამართალი უსამართლოა” – სპექტაკლი შეზღუდული შესაძლებლობების მქონე მოზარდების პრობლემებს ეხება.

თითოეულ სპექტაკლებში გადმოცემული იყო ის  მოსალოდნელი უარყოფითი შედეგები, რაც წარმოდგენილ პრობლემებს ახლავს თან.

ამ სახით პრობლემის მიწოდება გამართლებული აღმოჩნდა, რადგან  გაიზარდა საზოგადოების ინფორმირებულობის ხარისხი, რადგანაც უამრავი სხვადასხვა ასაკის ადამიანი მონაწილეობს სპექტაკლის შემდგომ გამართულ დისკუსიაში და გამოთქვამს საკუთარ შეხედულებებს.

სპექტაკლების ჩვენება გაიმართა 35-ჯერ. ესწრებოდა 1575 ადამიანი.

Bombax Theme designed by itx