ჟურნალისტიკის კლუბის მიზნები:

ინფორმაციის მოძიებისა და დამუშავების უნარ-ჩვევის ჩამოყალიბება

  • წერის სხვადასხვა ხერხების სწავლება
  • ინფორმაციის გადაცემის პრინციპების სწავლება
  • ჟურნალისტიკის თეორიისა და პრაქტიკის შესახებ ინფორმაციის მიღება.
  • კრიტიკული აზროვნების ჩამოყალიბება.
  • საგაზეთო სტატიებისა (ჟურნალისტიკის თითოეულ ჟანრში) და თოქ-შოუების თემების დამუშავება და მომზადება.

კლუბის ფარგლებში მზადდება  გაზეთი «რვას+1» (რომელიც დაარსდა 1997წელს)  და დღემდე  გამოიცემა 500 ტირაჟით და ვრცელდება უფასოდ.

კლუბის ფარგლებში მზადდება  გურიაში ერთადერთი მოზარდთა სატელევიზიო თოქ-შოუების ციკლი: «სტერეოტიპები და პროგრესი» და «ვითხოვ სიტყვას»  (თოქ-შოუები  გადაიცემა ტელეკომპანია «გურიას ეთერით) .

კლუბში გაწევრიანებულია ლიდერთა სკოლის მოსწავლები მათი სურვილის მიხედვით.

კლუბის  შეხვედრები  მიმდინარეობს კვირაში 1 დღე.

Bombax Theme designed by itx