საჯარო სკოლების დემოკრატიზაციის ხელშეწყობის კომპონენტის მიზანია: მოსწავლეთა საჭიროებებზე ორიენტირებული სასკოლო გარემოს განვითარება გურიისა და აჭარის 35 სკოლაში.

მიზნიდან გამომდინარეობს ორი ამოცანა:

I ამოცანა – სკოლებში მიმ­დი­ნარე პრო­ცე­სები შეფასე­ბუ­­ლია დაინტე­რე­­სებული პირე­ბის მონაწი­ლე­­ობით და შემუ­შა­ვებუ­ლი რე­კო­მე­ნდა­ციები გათვა­ლისწინე­ბულია შესაბა­მისი გადა­წყვე­ტილების მიმღე­ბი პირების მიერ.

II ამოცანა – სკოლებში ჩამოყა­ლი­ბებულია მართვის მოქნილი სისტემა და მისი სტრუქტურული ერთეულები ეფექტურად მუშაობს.

I ამოცანის გადასაწყვეტად კომპონენტი პერმანენტულად ახორციელებს ზოგადი განათლების სფეროში მიმდინარე რეფორმების მონიტორინგს. კერძოდ:

2009-2010 წლებში – გურიის რეგიონის 15 საჯარო სკოლის სამართლებრივი მონიტორინგი.

2010-2011 წლებში – აჭარისა და გურიის რეგიონების 10 საჯარო სკოლის სამართლებრივი მონიტორინგი.

მონიტორინგის შედეგები აისახა გამოცემულ ანგარიშებში.

II ამოცანის შესაბამისად სამიზნე სკოლებს ვთავაზობთ:

განათლების სისტემაში მიმდინარე რეფორმის და სკოლის მართვის პროცესში მშობლების და მოსწავლეების აქტიური მონაწილეობით მოსწავლეთა საჭიროებებზე მიმართული დემოკრატიული და გამჭვირვალე სკოლის მართვის სისტემის განვითარების ხელშეწყობას, კერძოდ:

  • მოსწავლეთა თვითმმართველობის განვითარება;
  • სკოლის აკრედიტაციის პროცესისათვის მომზადების სისტემაში მოყვანა;
  • სკოლის გრძელვადიანი (სტრატეგიული) გეგმისა და ერთწლიანი (ოპერაციული) გეგმის მომზადება;
  • სკოლის სტრუქტურული ერთეულების (სამეურვეო საბჭო, დისციპლინური კომიტეტი) მიზანმიმართული განვითარება;
  • მოძიებული ფონდების და განხორცილებული პროექტების რაოდენობის ზრდა;
  • თემის მობილიზაცია სკოლის საჭიროებებისათვის;
  • სკოლებში ადმინისტრაციის მხრიდან შიდა მონიტორინგის სისტემის დანერგვა;
  • სამიზნე სკოლებს შორის თანამშრომლობის ქსელური მუშაობა.

ჩვენი ტრენინგები და სემინარები

1. პროექტების წერა და ფონდების მოძიება;

2. საზოგადოებრივი ინტერესების დაცვა, ადვოკატირება;

3. სტრატეგიული დაგეგმვა სკოლაში;

4. ოპერაციული გეგმების მომზადება;

5. ტრენინგი სკოლების საინფორმაციო მენეჯერთათვის;

6. სამეურვეო საბჭოს ფუნქციები;

7. მონიტორინგი და შეფასება

8. დისციპლინური კომიტეტები სკოლაში

კომპონენტის თანამშრომლების მიერ მომზადდა და გამოიცა შემდეგი დამხმარე მეთოდური მასალები საჯარო სკოლების ადმინისტრაციებისათვის

  • საჯარო სკოლების თვითშეფასება
  • საჯარო სკოლების დისციპლინური კომიტეტები
  • შიდასასკოლო კონტროლი

Bombax Theme designed by itx