კარლ პოპერის დებატ–კლუბი

მიზნები:

  1. ცივილური კამათის, საკუთარი იდეებისა და შეხედულებების დაცვის უნარის  განვითარება.
  2. აზრის თავისუფლად გამოთქმის, პრობლემის სათანადო კუთხით დანახვის, კრიტიკული და ლოგიკური აზროვნების, საჭირო ინფორმაციის მოძიების, პრეზენტაციის, არგუმენტირებულად მსჯელობის უნარ-ჩვევის ჩამოყალიბება.
  3. დროის შეგრძნებისა და მისი რაციონალურად გამოყენების უნარის ჩამოყალიბება.
  4. ბავშვთა უფლებების კონვენციის ცალკეული მუხლების გაცნობა. აღნიშნულ თემაზე ინტერაქტიური სავარჯიშოებისა  და სიტუაციურ ამოცანების მომზადება

ლიდერთა სკოლაში 2000   წლიდან არსებობს კარლ პოპერის დებატ–კლუბი.

კლუბში გაწევრიანებული მოზარდები სწავლობენ დებატების სხვადასხვა ფორმატებს: კარლ პოპერის დებატები; პოლიტიკური დებატები, საჯარო დებატები, კონსტრუქციული დებატები.

ლიდერთა სკოლის დებატ–კლუბის მოდებატეები  მონაწილეობენ ეროვნულ და რეგიონულ ტურნირებში, ასევე სხვადასვხა მეგობრულ შეხვედრებში.

კლუბის არსებობის განმავლობაში ჩატარებულია დებატები შემდეგ რეზოლუციებზე:

  • სახელმწიფომ უნდა დაიცვას ბავშვი ძალადობისგან
  • სახელმწიფომ უნდა იზრუნოს გარემოს დაცვაზე
  • სახელმწიფომ უნდა უზრუნველყოს მასმედიის თავისუფლება
  • სახელმწიფომ უნდა იზრუნოს ყოველი ბავშვის განათლებაზე
  • სიკვდილით დასჯა გაუმართლებელია
  • ყველა ბავშვს აქვს ოჯახში აღზრდის უფლება
  • ხელისუფლებამ უნდა უზრუნველყოს ყოველი მოზარდის განათლება
  • სახელმწიფომ უნდა უზრუნველყოს ყოველი მოქალაქის უსაფრთხოება
  • ყველა მოზარდმა განათლება უნდა მიიღოს თანამედროვე სტანდარტებით აღჭურვილ გარემოში
  • საქართველოში ობოლ და მშობელთა მზრუნველობას მოკლებულ ბავშვთა სახლების არსებობა გაუმართლებელია
  • სახელმწიფომ უნდა უზრუნველყოს ყოველი ბავშვის განათლება
  • თვითმმართველობამ უნდა უზრუნველყოს საჯარო სკოლებში სასმელი წყლის პრობლემა
  • მასმედიის ცენზურა გაუმართლებელია
  • ინკლუზიური განათლება გამართლებულია
  • საქართველოში დემოკრატიული პროცესები მიმდინარეობს
  • საქართველოში ადამიანის უფლებები დაცული უნდა იყოს
  • გლობალიზაცია დადებითი პროცესია
  • ახალი საგამოცდო სისტემა აამაღლებს გამოცდების ხარისხს
  • საქართველოში განათლების რეფორმა წარმატებით ხორციელდება.
  • კონფლიქტის დროს ორივე მხარე თანაბრადაა დამნაშავე;
  • საქართველოში ბავშვთა უფლებები დაცული უნდა იყოს
  • მშობლები აქტიურად უნდა ერთვებოდნენ სასკოლო ცხოვრებაში
  • გენდერული თანასწორობა გამართლებულია
  • ნაფიც მსაჯულთა სისტემა გამართლებულია

დებატებში ჩართული იყო 100–ზე მეტი  მოდებატე მოსწავლე

დებატებს ესწრებოდა 800-ზე მეტი  ადამიანი

კლუბის მოდებატეები არიან:

  1. კარლ პოპერის დებატებში ეროვნული ტურნირი _ II ადგილის მფლობელი 2002 წელი.
  2. კარლ პოპერის დებატების პოლიტიკურ ფორმატში გურიის  რეგიონული ტურნირის I ადგილის მფლობელი.  2004 წელი
  3. კარლ პოპერის დებატების რაიონული ტურნირის I ადგილის მფლობელი
  4. კარლ პოპერის ეროვნული ტურნირის ნახევარფინალის მონაწილე 2005 წელი
  5. კარლ პოპერის ეროვნული  ტურნირის საუკეთესო ტოპ-სპიკერების კონკურსის III ადგილის მფლობელი 2005 წელი.
  6. მეგობრული თამაშების გამარჯვებულები (ჩოხატაურის ¹1 საჯარო სკოლის გუნდთან, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფ. მერიის, სოფ. მელექედურის საჯარო სკოლების გუნდებთან) 2008-2009 წლები.

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Bombax Theme designed by itx