1. „ჭურიდანკომპიუტერამდე

პარტნიორი ორგანიზაცია: ღია საზოგადოებასაქართველო”. 1997 წელი.

მიზანი: ორგანიზაციის ბაზაზე მოსწავლეთა კულტურულ ­- ინტელექტუალური ცენტრის ჩამოყალიბება, მოსწავლეთა გაზეთ „რვას + 1” დაფუძნება (მოცემულ ეტაპზე იწოდება ლიდერთა სკოლად), სადაც ინტეგრირებულნი იყვნენ ოზურგეთია სკოლა-ინტერნატის მოსწავლეები.

2. „სხვისი შვილები”.

პარტნიორი ორგანიზაცია: ღია საზოგადოებასაქართველო”. 1998წელი.

მიზანი: მოსწავლეთა კულტურულ-ინტელექტუალური ცენტრის ტექნიკური აღჭურვა. ცენტრში სოციალურად დაუცველი ფენების, კერძოდ სკოლა-ინტერნატის მოსწავლეებისა და შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ბავშვების ინტეგრაცია და საზოგადოებაში მთი რეინტეგრაციის თემის პოპულარიზაცია.

3.XXI ხვდება -XXI –!”

პარტნიორი ორგანიზაცია: საქართველოს სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრი. (NOVIB-ის პროგრამის ფარგლებში). 2001 წელი.

მიზანი:

ორგანიზაციის ლიდერთა სკოლის (სპეციალური საგანმნათლებლო საჭიროებების მქონე და ტიპური ბავშვების) კლუბებისათვის ექსკურსიების ციკლი ქართული მონასტრების გასაცნობად.

მოსწავლეთა მიერ მომზადებული სატელევიზიო დისკუსიები: ა)მოსწავლეთა უფლებების დაცვა; ბ)მომავალში ოზურგეთი პროფესიონალების გარეშე დარჩება.

4.მომავალი თაობა ამბობსანუ ვითხოვ სიტყვას!”

პარტნიორი ორგანიზაცია: ურბანული ინსტიტუტი. 2002 წელი.

მიზანი: მოზარდების კრიტიკული აზროვნებისა და სამოქალაქო უნარ-ჩვევების განვითარების მიზნით.სატელევიზიო თოქ-შოუს დაფუძნება, რუბრიკით „ვითხოვ სიტყვას!”. გაიმართა 3 დისკუსია მოზარდებსა და ადგილობრივი თვითმმართველობას შორის, რომელიც გადაიცა ტელეკომპანია „გურიის”  ეთერით.

გადაცემის თემები იყო:

  1. ქალაქში არსებული სასმელი წყლის დეფიციტი;
  2. ელექტრო – ენერგიის დეფიციტი;
  3. ქალაქის მერის წლიური ანგარიში და მასთან დისკუსია.

5.ქალაქი მოზარდების თვალით

პარტნიორი ორგანიზაცია: ურბანული ინსტიტუტი. 2003 წელი.

მიზანი: პროექტის  ფარგლებში მოზარდების მიერ საზოგადოებრივი ინტერესების დაცვის კამპანიის განხორციელებაა ქალაქში არსებულ სოციალურ საკითხებზე ფოტო გამოფენებით.

გადაღებული ფოტოები ასე დაასათაურეს:

  1. „რაც შეეხება სინათლეს არც ამ საკითხში გვიმართლებს”
  2. „დღეს საქართველოს ნაკლია ყველაფერს რაღაც აკლია”
  3. „ჩამტყდარა ხიდი საფრთხეა დიდი”
  4. „ეს საცოდავი სკამი მონაწილეა დრამის”.

6.დღეს საკუთარი ხმის გამოყენება ღირს

პარტნიორი ორგანიზაცია: ურბანული ინსტიტუტი. 2003 წელი.

მიზანი: 2003 წელს საქართველოში გამართული საპარლამენტრო არჩევნების პოპულარიზაცია.

20-მდე მოზარდი (მათ შორის სპეციალური საგანმნათლებლო საჭიროებების მქონე)  ქალაქის ქუჩებში ხვდებოდა თანამოქალაქეებს და არწმუნებდნენ მათ არჩევნებში მონაწილეობის აუცილებლობაზე. მოზარდების მიერ ასევე მომზადდა სოციალური რგოლი და „პლაკატები” გზავნილებით.

7.მოზარდები თანატოლთა უფლებების სადარაჯოზე»

პარტნიორი ორგანიზაცია: IRISსაქართველო”. 2004 წელი.

პროექტის მიზანი: მოზარდებისა და საზოგადოებისთვის ბავშთა უფლებების განმარტება  და პოპულარიზაცია, თავად მოზარდების მიერ მომზადებული დებატების, საინფორმაციო სემინარების, დოკუმენტური ფილმების, სოც. რგოლების, ფოტო გამოფენების, ლიტერატურისა და ხელოვნების ნიმუშების ინტერპრეტაციის გზით.

მიუხედავად იმისა, რომ პროექტი შემოიფარგლებოდა, მხოლოდ ბავშვთა უფლებების პოპულარიზაციით,განხორციელების პერიოდში მასში შევიდა ადვოკატირების კომპონენტიც, რომელსაც კონკრეტული შედეგები მოჰყვა:

  • ოზურგეთის სამხატვრო გალერეაში  შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ნიჭიერი მოზარდის, უჩა მიქატაძის, პერსონალური გამოფენა;
  • 4 შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ბავშვის დასვენება   ურეკის ზღვის სანაპიროზე ;
  • მოძიებული იქნა შეზღუდული შესაძლებლობების მქონე მოზარდების ავადმყოფობების ისტორიები და გაიგზავნა ევროპის ცნობილ კლინიკებში მათი ჯანმრთელობის რეაბილიტაციის მიზნით. ორგანიზაცია აპირებს, კვლავაც გააგრძელოს ამ კატეგორიის მოზარდების ჯანმრთელობის უფლების დაცვა;
  • ხელისუფლების მხრიდან ქალაქის ინფრასტრუქტურის განახლების დროს გათვალისწინებული იქნება ინვალიდებისათვის საჭირო ყველა პირობა;
  • ქ. ოზურგეთის 2005 წლის ბიუჯეტში შევიდა ცვლილება, რის საფუძველზეც ქალაქის ტერიტორიაზე მცხოვრები 18 წლამდე ასაკის შეზღუდული შესაძლებლობების მქონე 64 მოზარდის ოჯახი განთავისუფლებულია კომუნალური  გადასახადისაგან (წყალი, კანალიზაცია);
  • ოზურგეთის 2005 წლის რაიონულ ბიუჯეტში შევიდა ცვლილება, რათა ერთჯერადი დახმარების სახით გამოეყოს დახმარებები შეზღუდული შესაძლებლობების  მქონე 203 ბავშვს;
  • განათლების პროფკავშირებიდან მოპოვებული სიის საფუძველზე სოციალურად დაუცველ 140 მოზარდს 2005 წლის მაისის თვეში  ოზურგეთის რაიონული ბიუჯეტიდან გამოეყო ერთჯერადი დახმარებები;

8. წინაპრები და შთამომავლები ბავშთა უფლებების სადარაჯოზე

პარტნიორი ორგანიზაცია: IRISსაქართველო”. 2005 წელი.

მიზანი: საზოგადოებისთვის, კერძოდ, მოზარდებისთვის ბავშთა უფლებების განმარტება, პოპულარიზაცია ეროვნული ლიტერატურისა და ხელოვნების საუკეთესო ცნობილი ნიმუშების გამოყენებითა და ინტერპრეტაციის გზით. თავად მოზარდების ჩართვა ამ პროცესებში. სოციალურად დაუცველი ოჯახის შვილების ინტეგრაცია «ახალგაზრდა პედაგოგთა კავშირის” ლიდერთა სკოლის კლუბებში.

  • რეგიონის ხელისუფლებამ პრიორიტეტად აღიარა განათლების სისტემა. შესაბამისად, 2006 წლის რაიონულ (ოზურგეთი, ლანჩხუთი, ჩოხატაური) ბიუჯეტებში გათვალისწინებული იქნა თანხები ზოგადსაგანმანათლებლო სკოლების მატერიალურ-ტექნიკური ბაზის რეაბილიტაციისათვის.
  • ორგანიზაცია გახდა საქველმოქმედო-ჰუმანიტარული ცენტრის SOCO-ს (2003 – 2005) ქსელის წევრი დახმარებისათვის განცხადებით მოგვმართა 15-მა ინვალიდი ბავშვის მშობელმა, რომელთაც შესაძლებლობის ფარგლებში გაეწიათ დახმარება (მაგ:  ჩოხატაურის რ-ნის სოფ. ერკეთში მცხოვრებ  13 წლის მარინა უჯმაჯურიძეს,  სოფ. ჩაისუბნის მკვიდრ 14 წლის ნანა მახარაძეს და ანრი მამალაძეს თბილისის ბალნეოლოგიურ საავადმყოფოში ჩაუტარდა 10 დღიანი სარეაბილიტაციო მკურნალობა, სოფ. გოგოლესუბნელ 10 წლის გოჩა სიხარულიძეს ჩაუტარდა კარდეოლოგიური გამოკვლევა თბილისის «დედათა და ბავშვთა ცენტრში», სოფ. საჭამიასერელ აკაკი და გოჩა დუდუჩავებს მიეწოდათ მედიკამენტი «კარბამეზინი»)
  • თეატრალური სტუდიის მოსწავლეს მიშიკო სიხარულიძეს ადგილობრივ გამგეობასთან ჩვენი შუამდგომლობით გადაერიცხა თბილისის ერთ-ერთ კლინიკაში საოპერაციო თანხა.
  • ოზურგეთის საავადმყოფოს ერთ-ერთ პალატაში გაუსაძლის პირობებში მცხოვრები 15 წლის ბიჭი რაიონული ბიუჯეტიდან გამოყოფილი თანხის საფუძველზე დაკმაყოფილებული ერთოთახიანი ბინით ქალაქის ერთ-ერთ უბანში
  • საქართველოს პირველი ლედის საშუალებით. დოკ. ფილმები ნახა საქართველოს პრეზედენტმა, რომელმაც ერთ-ერთი საჯარო გამოსვლის დროს რეგიონის ხელისუფლებას მოსთხოვა ფილმებში ასახული პრობლემების მოგვარება. ამის შედეგად ქალაქში ბევრ ობიექტს ჩაუტარდა კოსმეტიკური რემონტი

9. ჩოხატაურის რაიონის კოხნარის შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ბავშვების სკოლაინტერნატში ინფრასტრუქტურის გაუმჯობესება”.

პარტნიორი ორგანიზაცია: გერმანიის საელჩო. 2004 წელი.

მიზანი: სკოლა-ინტერნატის საძინებელი ოთახების რემონტი და ინვენტარით მოწყობა (ნაწილობრივ).

(პროექტი მოამზადა და წარადგინა ახალგაზრდა პედაგოგთა კავშირმა”, სარემონტო სამუშაოები განახორციელა სკოლაინტერნატის დირექციამ).

10. დავეხმაროთ სხვებს!”

პარტნიორი ორგანიზაცია: დისნეის ფონდი. 2005 წელი.

მიზანი: კოხნარის შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ბავშვების სკოლა –ინტერნატის ეზოში გასართობი სკვერის მოწყობა.

11. საკვირაო სკოლის ეზოს კეთილმოწყობა

პარტნიორი ორგანიზაცია: დისნეის ფონდი. 2006წელი.

მიზანი: „ახალგაზრდა პედაგოგთა კავშირის”  ეზოში სკვერის მოწყობა და მოწესრიგებულ, სუფთა გარემოში ცხოვრება.

შედეგი: კეთილმოეწყო ორგანიზაციის ეზო.

12.საკვირაო სკოლის ინტერნეტკლუბისა და ბიბლიოთეკის კეთილმოწყობა» პარტნიორი ორგანიზაცია: გერმანიის საელჩო საქართველოში2007 წელი.

მიზანი: ორგანიზაციის ბაზაზე გერმანულ და ინგლისურენოვანი ბიბლიოთეკისა და ინტერნეტკლუბის მოწყობა, შესაბამისი ტექნიკით აღჭურვა და ბიბლიოთეკის პროგრამის ამუშავება სოციალურად დაუცველი ოჯახის შვილებისათვის.

13. თვითმმართველობამართვის ყველაზე დემოკრატიული ფორმა”.

პარტნიორი ორგანიზაცია: ურბანული ინსტიტუტი. 2007 წელი.

მიზანი: ურბანული ინსტიტუტის ექსპერტებისა და მოსწავლეთა ლიდერთა სკოლის თვითმმართველობის წევრების მიერ თვითმმართველობის პოპულარიზაცია. აღნიშნულ თემაზე ინფორმაციული ვაკუუმის შევსება და საზოგადოებისთვის თვითთმმართველობის შესახებ ილია ჭავჭავაძის ნააზრევის გაცნობა.

შედეგი: ჩატარდა დისკუსია ზემოთ აღნიშნული საკითხების შესახებ, რომელშიც მონაწილეობა მიიღო ოზურგეთის საზოგადოებამ: სამთავრობო და არასამთავრობო ორგანიზაციებმა, მოზარდებმა, თემისა და პრესის  წარმომადგენლებმა, ექსპერტებმა.

14.ვისწავლოთ ერთად ცხოვრება

პარტნიორი ორგანიზაცია: მსოფლიო ბანკი. 2007 წელი.

მიზანი: შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ბავშთა რეინტეგრაციის თემის პოპულარიზაცია.

ქ. ოზურგეთში მცხოვრები შეზღუდული შესაძლებელობების მქონე ბავშვების 30% ინტეგრაცია ოზურგეთის ზოგადსაგანმანათლებლო სკოლებში 2007 წლისთვის.

შედეგი: პროექტის ფარგლებში შესწავლილ იქნა ქალაქის ტერიტორიაზე მცხოვრები 64 ბავშვის საჭიროებები და მომზადდა მათი რეაბილიტაციისა და განვითარების ინდივიდუალური და ასევე ინდივიდუალური სასწავლო გეგმები. კვლევის საფუძველზე მომზადებული მასაჟის პროგრამის ლობირების შედეგად, პროგრამა ასახულ იქნა ოზურგეთის მუნიციპალიტეტის 2007 წლის ბიუჯეტში(10.000 ლარი) . განხორციელდა  4 ბავშვის ინტეგრაცია საჯარო სკოლებში, ხოლო 12 ბავშვისთვის ამუშავდა საოჯახო განათლების პროგრამა.

15.ინტერნატიდანსკოლამდე!”

პარტნიორი ორგანიზაცია: აშშ საელჩო. 2007 წელი.

მიზანი: ადგილობრივ დონეზე სოციალური დაცვის სტრუქტურების გაძლიერება, მათი მართვის პრინციპების გაუმჯობესება, რათა შემცირებულ იქნეს ინსტიტუციებში სოციალურად დაუცველ ბავშთა რაოდენობა.

შედეგი: განხორციელდა ოზურგეთის სკოლა – ინტერნატის ბავშვების ბიო –ფსიქო – სოციალური შესწავლა, რის საფუძველზეც აღმოჩნდა, რომ სკოლა  – ინტერნატში მცხოვრები ბავშვებიდან მხოლოდ 16 ბავშვი იყო არაკეთილსაიმედო იჯახიდან წარმოდგენილი.  განათლების სამინისტრომ კვლევის შედეგების მონიტორინგის შემდეგ განხორციელდა სკოლა – ინტერნატის ოპტიმიზაცია ოზურგეთის ¹4 საჯარო სკოლასთან. ბავშვებს ბიოლოგიურ  ოჯახში რეინტეგრაციის მიზნით დაენიშნათ პირველ ეტაპზე 60 ლარის, შემდეგ კი 90 ლარის ოდენობის სახელმწიფო დახმარება. არაკეთილსაიმედო 16 ოჯახიდან, მხოლოდ 6 ბავშვი განთავსდა საოჯახო ტიპის „ახალ სახლში”. დანარჩენების მშობლებმა კატეგორიული უარი თქვეს მსგავსი ტიპის სახლში ბავშვების განთავსებაზე. სახელმწიფომ, მოცემული ეტაპისათვის ვერ უზრუნველყო მშობლების დარწმუნება.

აღსანიშნავია, რომ შესაბამისი საკანონმდებლო ბაზაც არ არსებობდა.

16.ვიცხოვროდ ერთად!”

პარტნიორი ორგანიზაცია: მშვიდობის კორპუსი 2006 წელი.

მიზანი: ორგანიზაციის ბაზაზე არსებული ლიდერთა სკოლისა და სკოლა –ინტერნატის ბავშვებისათვის ზაფხულის სკოლის მოწყობა,. ექსკურსიები (ისტორიული ადგილების მონახულება) და ინტერაქტიური გაკვეთილები ბავშვთა უფლებებზე.

17. სკოლების სველი წერტილების რეაბილიტაცია და ადაპტაცია შეზღუდული შესაძლებლობების ბავშვების საჭიროებებისადმი

პარტნიორი ორგანიზაცია: გერმანიის საელჩო. 2007წელი.

მიზანი: ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფლების: შემოქმედისა და მერიის სკოლების, ასევე ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის სოფ. ჩაისუბნის სკოლის სველი წერტილების რეაბილიტაცია და კეთილმოწყობა.

შედეგი: აღნიშნული სკოლების სველი წერტილები მოეწყო შენობაში. გარემონტდა ფართი და განხორციელდა მისი კეთილმოწყობა.

(პროექტი სკოლებთან ერთად მოამზადა ახალგაზრდა პედაგოგთა კავშირმა”. ხოლო ის განახორციელეს სკოლების ადმინისტრაციებმა).

18. მოსწავლეთა პროფესიული ცენტრის რეაბილიტაცია

პარტნიორი ორგანიზაცია: იაპონიის საელჩო აზერბაიჯანში.საქართველოს საკონსულო2007 წელი.

მიზანი: ორგანიზაციის ოფისის დამატებითი ფართის რეაბილიტაცია განსაკუთრებული საჭიროებების  ბავშვების პროფესიული უნარ-ჩვევების განვითარებისათვის.

19. ბავშვების სასკოლო ნივთებით მომარაგება

პარტნიორი ორგანიზაცია: ბრესსაქართველო”. 2007წელი.

მიზანი: ოზურგეთში მცხოვრები 19 მიუსაფარი ბავშვისათვის სასკოლო ნივთების გადაცემა (ჩანთები, წიგნების სრული კომპლექტი, რვეულები, საწერ –კალმები, ფანქრები).

20. დევნილებისათვის ერთჯერადი ჰუმანიტარული დახმარება

პარტნიორი ორგანიზაცია: ბრესსაქართველო”. 2008 წელი.

მიზანი: 2008 წლის ზაფხულში, გურიაში ქართლიდან დევნილი 3 წლამდე ბავშვებისათვის ტანისამოსის გადაცემა.

შედეგი: 24 ბავშვს გადაეცა ჰოლანდიიდან გამომგზავნილი ახალი ტანსაცმელების კომპლექტები.

21.ჩვენი სახლი

ორგანიზაციამ დაარსა ,,საოჯახო ტიპის სახლი (ოჯახის ჩამნაცვლებელი სტანდარტები მიუსაფარი ბავშვებისთვის)

პარტნიორი ორგანიზაციები: ბრესსაქართველოდა განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო”. 2008წელი.

მიზანი: ოჯახური გარემოთი უზრუნველყოს ოზურგეთის ბავშვთა ყოფილი სკოლა-ინტერნატის ის აღსაზრდელები, რომელთა ზრუნვის სხვა ალტერნატიულ ფორმაში განთავსება მოცემული ეტაპისათვის ვერ ხერხდება.

სახლი იზრუნებს მათ ოჯახურ გარემოში აღზრდაზე, საჭირო უნარ-ჩვევების განვითარებასა და სოციალიზაციაზე.

მიზნობრივ ჯგუფს განეკუთვნება 18 წლამდე მოზარდები, რომელთა ბიოლოგიური ოჯახი ან არ არსებობს, ან დაბალი სოციალური ფუნქციონირებით არიან გამოკვეთილნი. აღნიშნული მიზნობრივი ჯგუფის ბავშვები (8 ბავშვი) შერჩეულნი იქნენ სამინისტროს სოციალური მუშაკების შეფასებისა და რეკომენდაციის შედეგად.

ორგანიზაციამ  ერთ-ერთმა პირველმა შექმნა საქართველოში საოჯახო ტიპის სახლის სტანდარტი.

2008 წლიდან დღემდე საოჯახო ტიპის სახლი ორგანიზაციის ადმინისტრაციას ექვემდებარება.

22.შევიცვალოთ ჩვენ და შევცვალოთ ჩვენი შვილები უკეთესი მომავლისათვის

პარტნიორი ორგანიზაცია: EED. 2008 წელი.

მიზანი: დემოკრატიული პრინციპების და სამოქალაქო ინტერესების დაცვის ქმედითი მექანიზმების დანერგვით გურიის  რეგიონის ბავშვთა სოციალური მდგომარეობის გაუმჯობესება და მოზარდების შემოქმედებით-ინტელექტუალური პოტენციალის განვითარება, სკოლებში განათლების რეფორმის ეფექტურად გახორციელების ხელშეწყობა.

შედეგები: პროექტის ფარგლებში შესწავლილია 330 ბენეფიციარი. მათი შესწავლაც მოხდა საქართველოს განათლების და მეცნიერების, ასევე შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური  დაცვის სამინისტროებთან შეთანხმებული შეფასების სრული ფორმის მიხედვით.  განხორციელდა ბენეფიციართა ბიო-ფსიქო სოციალური შეფასება და საჭიროებებზე გათვლილი ინდივიდუალური განვითარების გეგმების შედგენა. შესწავლილი  ბენეფიციართა ოჯახები მიეკუთვნებიან სოციალურად დაუცველ ფენას.

კვლევის შედეგად გამოვლინდა მრავალი საჭიროება, რომელთაგან ანალიზის შემდეგ მომზადდა სოციალური პროგრამების პაკეტი ოზურგეთის მუნიციპალიტეტის თვითმმართველობაში წარსადგენად. პროგრამების საერთო ღირებულებაა 57701.00 (ორმოცდაჩვიდმეტიათასშვიდასერთი) ლარი .

კერძოდ:

  1. სოციალური და ეკონომიკური პრობლემების მქონე მოსწავლეთა ნიჭისა და უნარების განვითარების ხელშეწყობის პროგრამა (49 ბავშვი-5095.00 ლარი)
  2. სოციალური და ეკონომიკური პრობლემების მქონე ბავშვთა ოჯახების მეურნეობის განვითარების ხელშეწყობის პროგრამა(21 ოჯახი – 7067.00 ლარი)
  3. მიუსაფარი ოჯახების საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის პროგრამა (11 ოჯახი -12100.00 ლარი)
  4. სოციალური და ეკონომიკური პრობლემების მქონე ბავშვების სამედიცინო გამოკვლევებით უზრუნველყოფის პროგრამა (6 ბავშვი -60.00 ლარი)

5. სოციალური და ეკონომიკური პრობლემების მქონე ბავშვთა ოპერაციითა და მედიკამენტებით უზრუნველყოფის პროგრამა(13 ბავშვი-3319.00 მედიკამენტები, 5 ბავშვი-11850.00 ლარი, ოპერაცია)

  1. სოციალური და ეკონომიკური პრობლემების მქონე ბავშვთა ოჯახების საცხოვრებელი ფართის შეკეთების პროგრამა (14 ოჯახი-16210.00 ლარი)

შშმ ბავშვთა სამედიცინო გამოკვლევა და სტატუსის მინიჭება (16 ბავშვი – 2000 ლარი)

23. გურიისა (ოზურგეთი, ჩოხატაური, ლანჩხუთი) და აჭარის(ქობულეთის მუნიციპალიტეტი) საჯარო სკოლების სამართლებრივი მონიტორინგი– ამერიკის საერთაშორისო განვითარების სააგენტო (USAID) და ევრაზიის თანამშრომლობის ფონდი – 2009-2010წ.წ.

მიზანი: ბუკლეტიდან მიზნის ამოწერა

შედეგები: კავშირმა 2009 – 2010 წლიდან გახორციელა გურიისა (ოზურგეთი, ჩოხატაური, ლანჩხუთი) და აჭარის (ქობულეთის მუნიციპალიტეტი) საჯარო სკოლების მონიტორინგს, რომელიც მიზნად ისახავდა სამოქალაქო ცნობიერების მქონე საზოგადოების ჩამოყალიბებისა და სკოლებში დემოკრატიული მართვის პრინციპების განვითარების ხელშეწყობას.

პროექტის ფარგლებში შეიქმნა სამოქალაქო ჯგუფები, რომელმაც განახორციელა ზემოაღნიშნული მუნიციპალიტეტების 20 საჯარო სკოლის საქმიანობის სამართლებრივი მონიტორინგი, რათა მათ მაგალითზე თვალსაჩინო გამხდარიყო, თუ როგორ ახორციელებენ სკოლის სტრუქტურები თავიანთ ფუნქციებს სამართლებრივი თვალსაზრისით.

ჯგუფის ორწლიანი მუშაობის შედეგად მომზადდა წარმოდგენილი ანგარიში, რომელშიც აღწერილია სასკოლო სტრუქტურების მუშაობის ხარვეზები თუ დადებითი ასპექტები, ასევე განხილულია შიდასასკოლო სამართლებრივი აქტების მიღების პროცედურები.

როგორც ჩატარებულმა საჯარო სკოლების მონიტორინგმა აჩვენა, სკოლებში მეტ-ნაკლებად არსებობს საქართველოს კანონის «ზოგადი განათლების შესახებ» აღსრულების პრობლემა. გამოიკვეთა აღნიშნული პრობლემის გამომწვევი რამდენიმე მიზეზი, რომლებიც სიღრმისეულ, თვისობრივ შესწავლას მოითხოვს. ვფიქრობთ, აუცილებელია, გაგრძელდეს როგორც განათლების რეფორმის ფარგლებში დაგეგმილი, ასევე, ხშირ შემთხვევაში, დაუგეგმავი სიახლეების ეფექტიანობის მონიტორინგი.

24. ხანდაზმულთა თავშესაფარი ( იაპონისს საელჩო – 2011 წელი)

მიზანი: მიუსაფარი ხანდაზმული ადამიანებისათვის სადღეღამისო მომსახურების მიწოდება. თავშესაფარი მოემსახურება 26 – 30ადამიანს.

შენობა რემონტის პროცესშია, პროგრამა იწყებს მუშაობას 2012წლიდან.

25. «სოციალური სერვისებისა და სკოლების დემოკრატიულიინსტიტუტების განვითარება მოზარდების ჩართულობის გზით ეედ.2011 – 2014 წელი.

მთლიანი პროგრამის სტრატეგიული მიზანი: სამოქალაქო ცნობიერების მქონე საზოგადოების ჩამოყალიბების ხელშეწყობა, საგანმანათლებლო და სოციალურ სფეროებში თანამედროვე სერვისების დანერგვითა და მოქალაქეების ინტერესების დაცვის ქმედითი მექანიზმებით ან (საშუალებით).

კონკრეტული ამოცანა: 2011 წლის სექტემბრიდან, ორგანიზაციის ბაზაზე «ბავშვბთა და მშობელთა დღის სარეაბილიტაციო-საკონსულტაციო-საგანმანათლებლო ცენტრის შექმნა.

რომელიც მოახდენს ოზურგეთის მუნიციპალიტეტში ქალაქის ტერიატორიასა და ახლომდებარე სოფლებში მცხოვრებ სოციალურად დაუცველი ოჯახების, დამხმარე მომსახურების გაწევა 5 წლიდან – 18 წლამდე ბავშვების ოჯახებში შენარჩუნების მიზნით, რათა მოახდინოს მათი ფსიქო-სოციალური რეაბილიტაცია, გააძლიეროს ბავშვისა და ოჯახის შესაძლებლობები და შეამციროს მათთვის სოციალური რისკები.

განხორციელებული კოალიციური პროექტები, რომლებშიც ახალგაზრდა პედაგოგთა კავშირმამიიღო მონაწილეობა.

1. ბიულეტენი «სარკმელი» – საქართველოს სტრატეგიული განვითარებისა და კვლევების ცენტრი. ჰოლანდიური ფონდი -NOVIB  2002-2003 წ.წ

2.განათლების უფლება

პარტნიორი ორგანიზაცი: ჰორიზონტი”. 2003 წელი.

გურიის სოციალური პოლიტიკის საინიციატივო ჯგუფმა, რომლის შემადგენლობაშიც შედიოდა „ახალგაზრდა პედაგოგთა კავშირი” განახორციელა პროექტი.

მიზანი: სკოლების ბენეფიციარებისა და თემისათვის ინფორმაციის მიწოდება განათლების რეფორმის კომპონენტებზე.

3. ყველა ბავშვს აქვს უსაფრთხო გარემოში ცხოვრების უფლება».

პარტნიორი ორგანიზაცი: ჰორიზონტი”. 2004 წელი.

გურიის სოციალური პოლიტიკის საინიციატივო ჯგუფმა, რომლის შემადგენლობაშიც შედიოდა „ახალგაზრდა პედაგოგთა კავშირი” განახორციელა პროექტი.

პროექტის მიზანი: გურიის რეგიონის 15 სკოლის მშობლებისათვის ადვოკატირების კამპანიების უნარ-ჩვევებით აღჭურვა, მათი გააქტიურება. მშობლების მიერ ადვოკატირების პროცესის წარმართვა და ლობირება მთავრობის მიერ სკოლებში სველი წერტილების მოწესრიგების მიზნით.

შედეგი: რეგიონის 15 სკოლაში რეაბილიტირებულ იქნა და ზოგ შემთხვევაში ხელახლა აშენდა საპირფარეშოები.

4.  «ქალაქი იღვიძებს. . . ანუ წყალი CAP-უტ» – «გადავარჩინოთ ბავშვები» (აშშ)  – 2003-2004 წ.

პროექტის მიზანი: წარიმართოს კამპანია სამოქალაქო ცნობიერების ამაღლებისათვის, რათა მოქალაქეებმა თავიანთი ჩართულობით, აქტიურობით, მომთხოვნელობით, მობილიზაციითა და საზოგადოებრივი აქციების საშუალებით ზეგავლენა მოახდინონ ხელისუფლებაზე, რითაც შეიქმნება სამოქალაქო ინტერესების დაცვის პრეცედენტი.

5. «ხასანბეგურა»- ადგილობრივი არასამთავრობო ორგანიზაციები და ბიზნეს სექტორი. -2002-2006 წ.წ.

მიზანი:

  • საზოგადოებამ გააცნობიეროს ეროვნული ტრადიციების, მათ შორის, კუთხის ხალხური სიმღერების უდიდესი ეროვნული მნიშვნელობა.
  • საზოგადოება და არასამთავრობო ორგანიზაციები მაქსიმალურად ჩაერთონ მხარის კულტურის პოლიტიკის დაგეგმვაში;
  • გადარჩეს გურული სიმღერა და გადაეცეს შთამომავლობას

შედეგი: ახალგაზრდა პედაგოგთა კავშირის ბაზაზე შეიქმნა ვაჟთა ანსამბლი ,,ხასანბეგურა”

6. «მოსწავლეთა პროფესიული ცენტრის რეაბილიტაცი» – იაპონიის საელჩო- 2007 წ.

პროექტის მიზანი: მოსწავლეთა პროფესიული ცენტრის შენობის რეაბილიტაცია

მიზანი: „ახალგაზრდა პედაგოგთა კავშირის” ეზოში სკვერის მოწყობა და მოწესრიგებულ, სუფთა გარემოში ცხოვრება.

შედეგი: კეთილმოეწყო ორგანიზაციის ეზო.

7. განათლება ყველა ბავშვისთვის ხელმისწავდომი უნდა იყოს.”

პარტნიორი ორგანიზაცია: გადავარჩინოთ ბავშვები”. 2008წელი.

პროექტის განმახორციელებლები: ახალგაზრდა პედაგოგთა კავშირიდა ჩოხატაურის ახალგაზრდული ცენტრიპროგრესი”.

მიზანი: ჩოხატაურის მუნიციპალიტეტში

  • შშმ ბავშვების საზოგადოებაში ინტეგრაციის ხელშეწყობა და აღნიშნული თემის პოპულარიზაცია საზოგადოებაში;
  • შშმ ბავშვების ინკლუზიური განათლების დანერგვა ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის საჯარო სკოლებში.

შედეგი: საჭიროებების კვლევის შედეგების საფუძველზე მომზადებულია ჩოხატაურის მუნიციპალიტეტში მცხოვრები შშმ ბავშვთა მონაცემთა ბაზა;

  • 55 შშმ ბავშვისათვის ხელმისაწვდომია განათლება ფორმალური თუ არაფორმალური სწავლების საშუალებით;
  • კვლევის შედეგად შემუშავებული სიების საფუძველზე ჩოხატაურის სოციალურმა მუშაკმა ხელახლა შეისწავლა 17 ბენეფიციარი და დაისვა საკითხი მათი ჯანდაცვის სამინისტროს პრევენციის პროგრამაში რეგისტრაციის თაობაზე;
  • შშმ ბავშვთა მშობელთა “თანადგომის ჯგუფი” მომზადებულია საკუთარი ბავშვთა უფლებების დაცვისათვის;
  • გურიის რეგიონის საზოგადოება ინფორმირებულია შშმპ საკითხებზე პრესის, მედიისა და სხვადასხვა სახის ადვოკატირების კამპანიების საშუალებით;
  • ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის 2009 წლის ბიუჯეტში გათვლასიწინებულ იქნა 11 640 ლარი შშმ ბავშვთა პრობლემების მოსაგვარებლად შემდეგი ქვეპროგრამების საშუალებით:

– ფენილკეტონურიით დაავადებული ბავშვების ცილაგამოცლილი საკვებით უზრუნველყოფა – 10 000 ლარი;

შშმ ბავშვებისათვის სტატუსის დასადგენად ექსპერტფსიქიატრის დედაქალაქიდან მოწვევა – 440 ლარი;

შშმ ბავშვთა სასწავლო სახელმძღვანელოებით უზრუნველყოფა – 200 ლარი;

8. «ფსიქიკურ პრობლემებთან დაკავშირებულ სტიგმასა და დისკრიმინაციასთან ბრძოლა». ფონდი: გლობალური ინიციატივები ფსიქიატრიაში – თბილისი»; საქართველოს სახალხო დამცველი, საქართველოს ფსიქო-სოციალური დახმარების ასოციაცია «ნდობა», საქართველოს ფსიქიკური ჯანმრთელობის ასოციაცია, ასოციაცია «ანტი სტიგმა», საქართველოს ჯანდაცვისა და მედიცინის განვითარების ფონდი, კავშირი თანაბარი უფლებებისათვის.  – 2009წ.

პროექტის მიზანია საზოგადოების ყურადღება მიაპყროს ფსიქიკური პრობლემების მქონე ადამიანთა მდგომარეობას და მათ მიმართ დამოკიდებულებას საქართველოში.

პროექტის ფარგლებში ჩატარდა ხატვის აქცია, რომელშიც მონაწილეობდნენ სამხატვრო სკოლისა და ლიდერთა სკოლის, საჯარო სკოლებიოს მოსწავლეები. მოიხატა სპორტული სკოლის კედელი.

პროექტის ფარგლებში ასევე მომზადდა 1 წუთიანი კლიპი ,,მიიღეთ განსხვავებული”, რომელიც ნაჩვენებ იქნა გურიის რეგიონული ტელეარხის საშუალებით

Bombax Theme designed by itx