,,ახალგაზრდა პედაგოგთა კავშირის” ბაზაზე მოქმედებს სოციალურად დაუცველი ოჯახების ბავშვებისათვის ,,დღის ცენტრი”. სამწუხაროდ ,,დღის ცენტრს” აქვს კვების დაფინანსების პრობლემა…

2011 წლის 2 ნოემბრიდან ოზურგეთის მუნიციპალიტეტში ,ახალგაზრდა პედაგოგთა კავშირის” ბაზაზე მოქმედებს სოციალურად დაუცველი ოჯახების საკონსულტაციო-სარეაბილიტაციო-საგანმანათლებლო ,,დღის ცენტრი”. პროექტი ხორციელდება საერთაშორისო ორგანიზაცია EED-ის დახმარებით. ,,დღის ცენტრი” ზრუნავს ამ ოჯახების ბავშვების განათლებაზე, სოციალური უნარ-ჩვევების დახვეწაზე, ფსიქოლოგიურ რეაბილიტაციაზე. სამწუხაროდ ,,დღის ცენტრს” აქვს კვების დაფინანსების პრობლება (ბავშვები ,,დღის ცენტრში იმყოფებიან სკოლის შემდგომ 2 საათიდან 5 საათამდე, ამიტომ ყოველდღიური ერთჯერადი კვება აუცილებელია). 4 თვის განმავლობაში ,,ახალგაზრდა პედაგოგთა კავშირი” საკუთარი სახსრებით ახერხებდა ამ საკითხის მოგვარებას. სამწუხაროდ, ამ ეტაპზე ეს შეუძლებელი გახდა. გთხოვთ გაითვალისწინოთ შექმნილი მდგომარეობა და ,,დღის ცენტრის” აღსაზრდელებს შესაძლებლობის ფარგლებში დაეხმაროთ ერთჯერადი კვების დაფინანსებით (ყოველთვიურად ესაჭიროებათ 352 ლარი).

ველით თქვენს თანადგომას. წინასწარ გიხდით მადლობას თანადგომისათვის.

ჩვენი საბანკო რეკვიზიტებია:

სალარე ანგარიში

მიმღების ბანკი:  ვი-თი-ბი ბანკი ჯეორჯია (ოზურგეთის ფილიალი).
მფო: 220101643, UGEBGE22,
მიმღები: ა(ა)იპ ოზურგეთის ახალაგაზრდა პედაგოგთა კავშირი.
ანგარიშის #: GE46Vთ4300000000053608 GEL

სადოლარე ანგარიში

“VTB Bank Georgia” (Ozurgeti Branch) (USD)
At: “VTB Bank Georgia” (Ozurgeti Branch)
SWIFT: UGEBGE22643
At: CitiBank NA,
New York, USA
SWIFT: CITIUS33
ACC:  GE46VT4300000000053608  USD
Name: A(a)ip ozurgetis akhalgazrda pedagogta kavshiri

პროგრამის ზოგადი მიმოხილვა

,,ახალგაზრდა პედაგოგთა კავშირმა” საერთაშორისო ორგანიზაცია EED-ის დახმარებით ოზურგეთის მუნიციპალიტეტში დაარსა მშობელთა და ბავშვთა საკონსულტაციო-სარეაბილიტაციო-საგანმანათლებლო ,,დღის ცენტრი”, რომლის მიზანიცაა ოზურგეთის მუნიციპალიტეტში ქალაქის ტერიტორიასა და ახლო მდებარე სოფლებში მცხოვრებ სოციალურად დაუცველი ოჯახების, დახმარების გაწევა 5 წლიდან – 18 წლამდე ბავშვების ოჯახებში შენარჩუნების მიზნით, რათა მოახდინოს მათი ფსიქო-სოციალური რეაბილიტაცია, გააძლიეროს ბავშვისა და ოჯახის შესაძლებლობები და შეამციროს მათთვის სოციალური რისკები.

პროგრამის აქტუალობა

,,ახალგაზრდა პედაგოგთა კავშირის” სოციალური კომპონენტის მულტიდისციპლინურმა გუნდმა სოციალური მომსახურების სააგენტოს ოზურგეთის განყოფილებაში გააგზავნა მოთხოვნა მიეწოდებინათ ინფორმაცია სოციალურად დაუცველი ოჯახებისთვის (რომელთა შვილები არიან 18 წლამდე ასაკის ბავშვები და სწავლობენ ქალაქის სხვადასხვა სკოლაში) ,,ახალგაზრდა პედაგოგთა კავშირის” ბაზაზე არსებული საკონსულტაციო-სარეაბილიტაციო-საგანმანათლებლო ,,დღის ცენტრის” შექმნის შესახებ.

შემოსული განცხადებების საფუძველზე აღნიშნულმა გუნდმა დაიწყო ოჯახების შესწავლა, შესწავლა მოხდა ასევე ორგანიზაციაში შემოსული განცხადებებისა, რომლებშიც მშობლები გვთხოვდნენ ჩაგვერიცხა მათი შვილები ,,დღის ცენტრში”.

განხორციელდა 38 ოჯახის შესწავლა, აქედან ,,დღის ცენტრში” ჩაირიცხა 8 ოჯახის 16 ბავშვი. ამჟამად ,,დღის ცენტრში დადის 8 ოჯახის 15 ბავშვი.

პროგრამის მიზანი

სოციალურად დაუცველი ოჯახების, დახმარების გაწევა 5 წლიდან – 18 წლამდე ოჯახებში შენარჩუნების მიზნით, რათა მოახდინოს მათი ფსიქო-სოციალური რეაბილიტაცია, გააძლიეროს ბავშვისა და ოჯახის შესაძლებლობები და შეამციროს მათთვის სოციალური რისკები.

პროგრამის ამოცანები

ბავშვების აკადემიური დონის ამღლება, მათი ქცევის უნარ-ჩვევების გაუმჯობესება, ფსიქოლოგიური რეაბილიტაცია და ოჯახებისათვის კონსულტაციის გაწევა სანიტარულ-ჰიგიენური კუთხით. მათი ერთჯერადი კვებით უზრუნველყოფა.

პროგრამის შედეგი

ბავშვების აკადემიური დონის ამაღლება, ქცევის უნარ-ჩვევების გაუმჯობესება, ბენეფიციარების სოციალური რეაბილიტაცია, ბავშვების სანიტარულ-ჰგიენური მდგომარეობის, ბავშვების აღზრდისა და ოჯახების სოციალური მდგომარეობის გაუმჯობესება. ბავშვების ერთჯერადი კვებით უზრუნველყოფა.

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Bombax Theme designed by itx