ლიდერთა სკოლა

მიზნები:

    1. ოზურგეთის მუნიციპალიტეტის  მოზარდების აქტიურ მოქალქეებად ჩამოყალიბების ხელშეწყობა
    2. მოზარდებში (მათ შორის მარგინალური ჯგუფის წარმომადგენლებში) კრიტიკული აზროვნებისა და  გადაწყვეტილებების დამოუკიდებლად მიღებისთვის  საჭირო უნარ-ჩვევების ჩამოყალიბება (ჟურნალისტიკის, კარლ პოპერის დებატების, კინოდოკუმენტალისტიკის, სადისკუსიო, ეკონომიკისა და ბიზნეს ეთიკის, თვითმმართველობის საფუძვლების, ასევე ფორუმ თეატრში მონაწილეობითა და ინტერაქტიური თეატრის ჯგუფში სწავლების  გზით).
    3. მოზარდების მორალურ-ესთეტიკური აღზრდა და მათ მიერვე ამავე ღირებულებების პოპულარიზაცია
    4. ინტერაქტიური სპექტაკლებისა და სხვადასხვა ტიპის ღონისძიებების მოწყობით    ბავშვთა უფლებების პოპულარიზაცია

ლიდერთა სკოლას აქვს :

  • მოსწავლეთა გაზეთი «რვას+1»
  • დაფუძნებული სატელევიზიო გადაცემები მოზარდებისთვის რუბრიკით: ა) «სტერეოტიპები და პროგრესი», ბ) «ვითხოვ სიტყვას».
  • იქმნება დოკ. ფილმები და სოციალური რგოლები_»უფლებებისათვის».
  • ეწყობა პრეზენტაციები და დებატები
  • ეკონომიკის კლუბის კომპანია _ «გურული ლიდერები” ამზადებს და ყიდის გურიის გერბებს, გურულ «ყაბალახებს” და მოხატულ «კოპეებს”. შემოსული თანხა იხარჯება ქველმოქმედებისათვის.
  • პერიდულად იმართება მასტერკლასები  და ტრენინგები მოწვეული ექსპერტები მიერ.
  • ლიდერთა სკოლის მოსწავლეები ჩართულნი არიან ადვოკატირებისა და ლობირების პროცესში

ლიდერთა სკოლაში სწავლა შეუძლია ყველა დაინტერესებულ მოზარდს VI-XII კლასის ჩათვლით.

სწავლების პროცესი იწყვება დღის მეორე ნახევარში.

მოზარდებმა უნდა გადაიხადონ საწევრო გადასახადი ტრიმესტრში 15 ლარი (შემოსული თანხა ხმარდება «ახალგაზრდა პედაგოგთა კავშირის» სოციალური პროგრამების გახორცილებას) .

საწევრო გადასახადიდან თავისუფლდება სოციალური და ეკონომიკური პრობლემები მქონე, მრავალშვილიანი ოჯახების შვილები, ლტოლვილები, შშმ ბავშვები.

ლიდერთა სკოლაში სწავლება მიმდინარეობს წინასწარ შემუშავებული სილაბუსების მიხედვით.

სასწავლო წლის დასაწყისში იმართება ლიდერთა სკოლის ფოკუს-ჯგუფთან შეხვედრა, სადაც მოსწავლეებს ეძლევათ შესაძლებლობა თავად აირჩიონ მიმდინარე სასწავლო წლის თემები (რომელზედაც მომზადდება ლიდერთა სკოლის ყველა კლუბის აქტივობა), ასევე მიიღონ გადაწყვეტილება შერჩეული თემის ირგვლივ  ტრენინგებისა და მასტერკალასების  ექსპერტების მოწვევის შესახებ.

მასტერკლასები ასევე  იმართება საზოგადოების სხვა წარმომადგენლებისთვისაც.

მოწვეულმა ექპსერტებმა მასტერკლასები გამართეს შემდეგ თემებზე:

  • ეთნო- კონფლიქტების შესახებ _ ექსპერტ კონფლიქტოლოგი პაატა ზაქარეიშვილი.
  • გლობალიზაცია _ თბილისის ივ. ჯავახიშვილის სახელმწიფო უნივერსიტეტის  სოციალურ-პოლიტიკური მეცნიერების ფაკულტეტის სრულ პროფესორით, პოლიტიკის მეცნიერებათა დოქტორით,  ზურაბ დავითაშვილი.
  • «ლიდერი თუ იდეოლოგია» და «სამოქალაქო ღირებულებები ქართული კულტურის ნაწილია» _ სოციოლოგი, თბილისის ივ. ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი, სოციალურ მეცნიერებათა მიმართულების ხელმძღვანელი იაგო კაჭკაჭიშვილი.
  • მასმედიის როლი დემოკრატიის განვითარებაში _ ჟურნალისტი ზვიად ქორიძე

მასტერკლასებს ესწრებოდა 170  მოზარდი და  200-ზე მეტი საზოგადოების წარმომადგენელი.

ასევე აღსანიშნავია ლიდერთა სკოლის მოსწავლების მონაწილეობა სხვადასხვა ტიპის კონკურსებში:

  • სახალხო დამცველის ოფისი _  კონკურსის სახელწოდება «ღირსება და სამართლიანობა ყველას».
  • ომისა და მშვიდობის ინსტიტუტი
  • გამოფენა ფორუმი შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებთან დაკავშირებულ თემაზე.
  • საქართველოს სახალხო დამცველის აპარატის მიერ გამოცხადებული კონკურსი  «მე _ ომბუდსმენი»
  • საქართველოს სახალხო დამცველის აპარატის მიერ გამოცხადებული კონკურსი ბავშვის უფლებაა _ მოუსმინონ.

ლიდერთა  სკოლის მოსწავლეებისთვის  ორჯერ  გახორციელდა ზაფხულის სკოლის პროგრამა:

I სკოლა ბაკურიანში. სკოლის თემა_ ბავშვთა  უფლებები (ბავშვის უფლებათა კონვენცია; უფლებების დაცვის მექანიზმები, სტერეოტიპები) . მოწვეული ექსპერტები_  საქართველოს სახალხო დამცველის აპარატის იურისტები ანი აბაშიძე, ვახუშტი მენაბდე (ყოფილი ლიდერთა სკოლელები). სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრის ტრენერი‑ ირინა ბრეგაძე ; ჟურნალისტი ია ანთაძე.  საქართველოს სახალხო დამცველი სოზარ სუბარი.

II სკოლა ბათუმში სკოლის  თემა _  ბავშვთა უფლებები ( გამოხატვის თავისუფლება, ბავშვთა ძალადობა) . მოწვეული ექსპერტები _ საქართველოს სახალხო დამცველი ბავშთა უფლებების ცენტრის უფროს ანა არგანაშვილი, იურისტი ანი აბაშიძე. გაზეთ  ბათუმელების რედაქტორი_ ეთერ ტურაძე.

პროგრამაში მონაწილეობა მიიღო 50 მოსწავლემ.

ტრენინგები და სემინარები:

მოსმენილი ტრენინგები:

  • კონფლიქტების მართვა
  • ტოლერანტობის არსი და მნიშვნელობა
  • სტერეოტიპები
  • დისკრიმინაცია
  • პროექტების წერა
  • ადვოკატირება
  • ლიდერობა და გუნდური მუშაობა

პიროვნული განვითარების კურსის ტრენინგები

  1. 1. შემეცნება და შემოქმედება

  • სწავლის უნარი
  • სწავლის ფორმები
  1. 2. ურთიერთობის ხელოვნება

  • ზეპირი კომუნიკაცია
  • კომუნიკაციის შემაფერხებელი გარემოებები
  • მოსმენის კულტურა
  • აქტიური მოსმენა
  • კითხვის ტიპები
  • წერილობითი კომუნიკაცია

სემინარები

  • რეკლამირებისა და ქსელური მუშაობის მნიშვნელობა
  • მოხალისეობის უნარი
  • ბავშვთა უფლებების დარღვევები და მასზე რეაგირების საშუალებები

ტრენინგები და სემინარები მოისმინა 250-ზე მეტმა მოზარდმა.

პრიოდულად იმართება შეხვედრები და დისკუსიები როგორც სახელისუფლებო სფეროს ასევე სხვადასხვა უწყების წარმომადგენლებთან: ელჩებთან, ექსპერტებთან, სახალხო დამცველთან, საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლებთან, მწერლებთან, ჟურნალისტებთან და სხვადასხვა საკითხის ექსპერტებთან.

ასევე იმართება ლექცია-სემინარები და სხვადასხვა ტიპის ღონისძიებები: “იანუშ კორჩაკის შესახებ  (სემინარზე განხილულ იყო იანუშ კორჩაკის ცხოვრება  და მოღვაწეობა) ქართულ ენის მნიშვნელობა _(ლექცია-სემინარი გზავნილი გახლდათ : «ყველა ბავშვს აქვს უფლება ღრმად და საფუძვლიანად იცნობდეს მშობლიურ ენას». ) ლიტერატურული სასამართლო, ვაჟა ფშაველას ,,სტუმარ მასპინძელის” მიხედვით და სხვ.

მხატვრული და დოკუმენტური ფილმების ჩვენება-განხილვა. ფილმები ეხება ბავშვთა დარღვეულ უფლებებს.

ქართული მხატვრული ფილმების : “მამლუქი”, ,,ლაზარეს”, “სხვისი შვილები”, «ღიმილის ბიჭები”, ,,ნატვრის ხე”, ,,მაგდანას ლურჯა”, ,,აქ თენდება”, ,,ვერის უბნის მელოდიები»; უცხოური ფილმის«მხსნელის» ჩვენება და დისკუსია.

დოკუმენტური ფილმების:  ,,მეფე ხეიბარი” “საქართველოს მეჭურჭლეთუხუცესის» ჩვენება და განხილვა.

ლიდერთა სკოლის მოზარდებს აქვთ შესაძლებლობა დეტალურად გაეცნონ ადვოკატირების პროცედურებს:

სწავლობენ კონკრეტული საკითხისა და პრობლემის  ირგვლივ როგორ მოიძიონ ინფორმაცია. ეცნობიან შესაბამის საკანონმდებლო ბაზას, სახელისუფლებო სტრუქტურების პასუხისმგებლობებს.  ეს ყოველივე კი მოიცავს მონიტორინგის ელემენტებს, თუ როგორ ხდება პრაქტიკაში მიღებული  კანონის  აღსრულება.

მოზარდები ამზადებენ ასევე პრევენციის გეგმას, რომელიც არის შედეგის მიღწევისთვის კარგი შესაძლებლობა.

Bombax Theme designed by itx