ბავშვთა თეატრი  ფუნქციონირებს 1996 წლიდან.

მისი ძირითადი დანიშნულებაა საზოგადოებისათვის ბავშვთა უფლებების განმარტება და პოპულარიზაცია

მიზნები :

  1. ბავშვთა უფლებების პოპულარიზაცია
  2. შემოქმედებითი ნიჭით დაჯილდოებული მოზარდების გამოვლენა და განვითარება
  3. სოციალურად დაუცველი და შშმ ბავშვების ინტეგრაცია ბავშვთა თეატრის  ყველა წრეში

თეატრში ფუნქციონირებს მეტყველებისა და ვოკალის წრეები.

მეცადინეობები მიმდინარეობს ასაკობრივ ჯგუფებში, სულ 4 ჯგუფი.

ბავშვთა თეატრში სწავლის შესაძლებლობა აქვთ  4-დან 16 წლამდე ასაკის ბავშვებს.

სწავლა ფასიანია.

გადასახადებიდან თავისუფლდება სოციალური და ეკონომიკური პრობლემების მქონე ოჯახის, მრავალშვილიანი ოჯახის შვილები, ლტოლვილები, შშმ ბავშვები.

ბავშვთა თეატრის  მიერ წარმოდგენილი სპეკტაკლები, შოუ-კონცერტები და სატელევიზიო გადაცემები:

  1. ასტრიდ ლინდგრენი – ,,პეპი გრძელიწინდა” – 1997 წ
  2. ასტრიდ ლინდგრენი – ,,კარლსონი” – 1998 წ
  3. საახალწლო შოუ-კონცერტი – 1999 წ, 21 იანვარი
  4. შოუ კონცერტი – 1999 წ, 16 ივნისი
  5. საახალწლო შოუ-კონცერტი – 2000 წ
  6. შოუ კონცერტი – 2000 წ
  7. სპეკტაკლი ი.კრილოვის იგავ-არაკების მიხედვით – 2001 წ
  8. საქველმოქმედო კონცერტი ( კინოს შენობა ) – 2001 წელი
  9. ინსცენირება ნ. დუმბაძის ნაწარმოების მიხედვით – ,,ქელეხი”, ,,ზუსტად 8 საათზე” – 2002 წ
  10. შოუ – კონცერტი – 2003 წელი, ოქტომბერი
  11. სპეკტაკლი ,, ჩვენ გვინდა სიცოცხლე”, ,,ორი ობოლი”, ,,ტრაგედია უგმიროთ ¹ “ – 2004 წ
  12. აქცია-სპეკტაკლი ,,ქალაქი ადრე იღვიძებს” – 2004 წ, მაისი
  13. ლიტერატურულ-შემეცნებითი საღამო ( ო. Iოსელიანი ) – 2004 წ, მაისი
  14. შოუ-კონცერტი ,,ყველა ბავშვს აქვს განვითარების უფლება” – 2004
  15. ლიტერატურული საღამო – 2005 წ
  16. მუსიკალურ – თეატრალური ღონისძიება ,,ცისარტყელას ფერები” – 2005 წ, ივნისი
  17. სპეკტაკლი ლ. თოლსტოის ნაწარმოების მიხედვით ,,ბურატინო” – 2005 წ, ივლისი
  18. სპეკტაკლი ანტუან დე ეგზიუპერის ნაწარმოების მიხედვით ,,პატარა უფლისწული” – 2005 წ, დეკემბერი
  19. სპეკტაკლი ,,დედა ფუტკრის ნაამბობი” – 2006 წ
  20. სპეკტაკლი ნ. დუმბაძის ნაწარმოების მიხედვით ,,რას გეკითხება ამოცანა” – 2006 წ
  21. საანგარიშო კონცერტი – ქორეოგრაფია, ვოკალი ( კინოს შენობა ) – 2006 წ
  22. სპეკტაკლი ო. Iოსელიანი ,,ხელისგულისოდენა ზღაპრები” – 2007 წ
  23. სპეკტაკლი კ. ბუაჩიძის ნაწარმების მიხეცვით ,,ეზოში ავი ძაღლია” – 2007 წ
  24. საანგარიშო კონცერტი – თანამედროვე ცეკვები – 2007 წ
  25. სპეკტაკლი ,,ჭინჭრაქა” – 2008 წ
  26. სპეკტაკლი ი. კრილოვის იგავ – არაკების მიხედვით – 2008 წ
  27. სპეკტაკლი ,,ფიფქია და 7 ჯუჯა” – 2008 წ
  28. თანამედროვე ცეკვების საანგარიშო კონცერტი – 2008 წ
  29. სპეკტაკლი ,,მაკნატუნა” – 2009 წ
  30. ლიტერატურულ – მუსიკალური საღამო ,,მე ვარ ადამიანი” – 2009 წ
  31. სპეკტაკლი ,,მერი პოპინსი” – 2009 წ
  32. სპეკტაკლი ,,ვაი გვჭირს ამპარტავნებისაგან – ანუ მბრდზანებელი თვლემს” – 2010 წ
  33. ლიტერატურულ – მუსიკალური საღამო ,,მე ვარ ადამიანი” – 2010 წ
  34. სპეკტაკლი ,,სალამურას თავგადასავალი” ( ა. სულაკაური ) – 2010 წ
  35. სპეკტაკლი ,,სამი ყაჩაღი” – 2011 წ
  36. სპეკტაკლი ,,ჩვენც გვინდა სიცოცხლე” – 2011 წ
  37. ლიტერატურულ – მუსიკალური საღამო ,, მე ვარ ადამიანი” – 2011 წ

სატელევიზიო გადაცემა

  1. პირველი გადაცემა – 1998 წ
  2. მეორე გადაცემა, საბავშვო კონცერტი – 2000
  3. მესამე გადაცემა, საბავშვო კონცერტი – 2001 წ
  4. საახალწლო კლიპი – 2004 წ
  5. ,,პეპის სამყაროში” ( 8 გადაცემა ) – 2006 – 2007 წ

წარმატებები:

  • 1997 წელს, ქ. თბილისში თეატრების რესპუბლიკურ დათვალიერებაზე სპექტაკლმა «პეპი გრძელიწინდა» დაიმსახურა გრან-პრი და 4 მთავარი დიპლომი. ასევე სპექტაკლმა 10 სხვადასხვა კონკურსში გაიმარჯვა. სპექტაკლის რეჟისორი მარინა თოფურია დაჯილდოვდა საუკეთესო რეჟისორული ნამუშევრისთვის.
  • 1999 წელს ფირმა «იალონმა» სპექტაკლი «პეპი გრძელისწინდა» დააჯილდოვა, როგორც წლის საუკეთესო სპექტაკლი.
  • 1999 წელს რესპუბლიკურ კონკურსზე «გაზაფხულის ზარები» ლაურეატის წოდება მიენიჭა თეატრის აღსაზრდელს სალომე მგელაძეს, ხოლო 2000 წელს რესპუბლიკურ კონკურსზე «ჯადოსნური ხმები», იგი II ხარისხის დიპლომით დაჯილდოვდა. ამავე კონკურსზე I ხარისხის დიპლომით დაჯილოვდნენ სალომე კობალავა და იზი მდინარაძე, ხოლო თეატრის ლათინური ცეკვების ჯგუფს «ჯაიფს» სპეციალური დიპლომი მიეკუთვნა.
  • ცეკვისა და სპორტული ცეკვის საქართველოს პროფესიონალთა ეროვნულმა საბჭომ საერთაშორისო კონკურსზე (ლათინურ-ამერიკული პროგრამით) 9 წლის ასაკის სპორტულ მოცეკვაეეებს შორის I ადგილი მიანიჭა თეატრის მოცეკვავეებს მამუკა მექვაბიშვილსა და სალომე გოგელიას.

2011 წლის სექტემბრის მონაცემებით ბავშვთა თეატრის მომსახურებით ისარგებლა 1042 მოზარდმა.

Bombax Theme designed by itx