ლიდერების ჯგუფის სამუშაო შეხვედრა

ლიდერების ჯგუფის სამუშაო შეხვედრა
10/27/2017
ლიდერთა სკოლა

ახალგაზრდული ცენტრის ლიდერების ჯგუფის სამუშაო შეხვედრა. ახალგაზრდები გეგმავენ მიმდინარე აქტივობებს და მსჯელობენ მისი განხორციელების შესაძლებლობებზე.
შეხვედრები ორგანიზებულია “ტოლერანტობის, სამოქალაქო ცნობიერებისა და ინტეგრაციის მხარდაჭერის პროგრამის” [PITA] ფარგლებში, რომელიც ხორციელდება საქართველოს გაეროს ასოციაციის (UNAG) მიერ, აშშ-ს საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) ფინანსური მხარდაჭერით. პროგრამის პარტნიორი ორგანიზაციაა – „ახალგაზრდა პედაგოგთა კავშირი.

„სამოქალაქო ჩართულობა პოზიტიური ცვლილებებისთვის“ – ,,Civic Engagement for Positive Changes”

„სამოქალაქო ჩართულობა პოზიტიური ცვლილებებისთვის“ – ,,Civic Engagement for Positive Changes”
10/27/2017
სკოლების დემოკრატიზაცია

ახალგაზრდა პედაგოგთა კავშირის პროგრამის „სამოქალაქო ჩართულობა პოზიტიური ცვლილებებისთვის“ ფარგლებში, ორგანიზაციის ერთ-ერთ პარტნიორ თემში პირველი შეხვედრები გაიმართა. 
2017 წლის 24 ოქტომბერს, ორგანიზაციის თანამშრომლებმა ნასაკირალის თემში, პედაგოგებისა და მოსწავლეების ჯგუფებთან ლიდერობის, უსაფრთხო სკოლისა და მოსწავლის მონაწილოების უფლების უზრუნველყოფის საკითხებზე სემინარები ჩაატარეს.
აღნიშნულ ჯგუფებთან, საგანმანათლებლო სესიებს პერიოდული სახე ექნება.

ხანდაზმულთა საერთაშორისო დღე – International Day for Elderly People

ხანდაზმულთა საერთაშორისო დღე – International Day for Elderly People
10/23/2017
ლიდერთა სკოლა

ხანდაზმულთა საერთაშორისო დღე, ახალგაზრდული ცენტრის წევრებმა ხანდაზმულებთან ერთად გაატარეს.
ოზურგეთის ახალგაზრდული ცენტრი ხშირად გეგმავ სათემო აქციებს, რომლებშიც აქტიურად მონაწილეობენ ანასეულის დღეგრძელთა სახლის ბენეფიციარები, ყველა აქტივობა იგეგმება მათი ინტერესებიდან გამომდინარე.
ახალგაზრდებიც აქტიურად არიან ჩართული ,იმ ღონიძიებებში რომლებიც ხანდაზმულთა ყოველდღიურობის გახალისებისკენაა მიმართული, ცენტრის წევრებმა უკვე ტრადიციად აქციეს მათთან ერთად არაფორმალურ გარემოში გამართული პიკნიკები, ექვსკურსიები თუ სხვა სათემო აქციები.
ამჯერად ახალგაზრდული ცენტრის მოხალისეებმა, ანასეულის ხანდაზმულთა სახლის ბენეფიციარები ექვსკურსიაზე მიიპატიჟეს, ჯიხეთის სამონასტრო კომპლექსსა და პარკში „საქართველო მინიატურებში“.
ექვსკურსია ორგანიზებული იყო “ტოლერანტობის, სამოქალაქო ცნობიერებისა და ინტეგრაციის მხარდაჭერის პროგრამის” [PITA] ფარგლებში, რომელიც ხორციელდება საქართველოს გაეროს ასოციაციის (UNAG) მიერ, აშშ-ს საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) ფინანსური მხარდაჭერით. პროგრამის პარტნიორი ორგანიზაციაა – „ახალგაზრდა პედაგოგთა კავშირი.

სათემო აქცია ანასეულში – Community Event

სათემო აქცია ანასეულში – Community Event
10/23/2017
ლიდერთა სკოლა

2017 წლის 20 ოქტომბერს, „ახალგაზრდა პედაგოგთა კავშირის“ ახალგაზრდული ცენტრის ინიციატივით, ანასეულის დღეგრძელთა სახლის ბენეფიციარების ჩართულობით გაიმართა სათემო აქცია.
ხანდაზმულებმა არტ – თერაპიის საათებზე გამოთქვეს სურვილი, შეექმნათ საშემოდგომო ნამუშევრები,რომლებისთვისაც დასჭირდებოდათ ბუნებაში მოეგროვებინათ, ფოთლები, გირჩები და ის, მასალა რითიც შეძლებდნენ ნამუშევრების დამზადებას.
ცენტრის წევრებმა სასიამოვნო სიურპრიზი მოუწყვეს ხანდაზმულებს – მათთან ერთად ანასეულის ტყე–პარკში მოაწყვეს პიკნიკი, სადაც მათთან ერთად შეაგროვეს საჭირო მასალა.
აღსანიშნავია, რომ ცენტრის მოხალისეები დაეხმარებიან ხანდაზმულებს საშემოდგომო აქსესუარების დამზადებაში და მათთან ერთად დაგეგმავენ გამოფენას.
აქცია ორგანიზებული იყო “ტოლერანტობის, სამოქალაქო ცნობიერებისა და ინტეგრაციის მხარდაჭერის პროგრამის” [PITA] ფარგლებში, რომელიც ხორციელდება საქართველოს გაეროს ასოციაციის (UNAG) მიერ, აშშ-ს საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) ფინანსური მხარდაჭერით. პროგრამის პარტნიორი ორგანიზაციაა – „ახალგაზრდა პედაგოგთა კავშირი.

გრძელდება პარტნიორი სკოლების შერჩევა – Choosing of partner schools

გრძელდება პარტნიორი სკოლების შერჩევა – Choosing of partner schools
10/23/2017
ბავშვთა უფლებები

ახალგაზრდა პედაგოგთა კავშირმა გურიის რეგიონში ახალი პარტნიორი სკოლების შერჩევა დაიწყო. 2017 წლის 19 და 20 ოქტომბერს პროგრამის პრეზენტაცია ჩატარდა ოზურგეთის მუნიციპალიტეტის დაბა ნასაკირალისა და ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის სოფ. ხაჯალიის საჯარო სკოლებში.
პროგრამა ითვალისწინებს გურიის რეგიონის 5 თემში ლიდერ პედაგოგთა, მშობელთა და მოსწავლეთა ჯგუფების შექმნას, რომლებიც საკუთარი თემების განვითარებაზე იმუშავებენ.

ლიდერთა სკოლის პრეზენტაცია – Presentation of Leaders’ School

ლიდერთა სკოლის პრეზენტაცია – Presentation of Leaders’ School
10/20/2017
ლიდერთა სკოლა

2017 წლის 17 ოქტომბერს, ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის ივლიტას ბიბლიოთეკაში, ახალგაზრდა პედაგოგთა კაშირის ლიდერთა სკოლის პროგრამის შესახებ პრეზენტაცია გაიმართა. ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის სკოლების მოსწავლეებს, მშობლებს, პედაგოგებს მიეწოდათ ინფორმაცია ლიდერთა სკოლის მიზნებისა და კონცეფციის შესახებ.

მნიშვნელოვანია, რაც შეიძლება ბევრ მოზარდს მიეცეს შესაძლებლობა გაუმკლავდეს თანამედროვე გამოწვევებს, ბევრი ახალგაზრდა გახდეს დემოკრატიული პრინციპების მატარებელი. შეძლონ გარემოში არსებული პრობლემების იდენტიფიცირება და ცვლილებების განხორციელება.  ლიდერთა სკოლის შეხვედრები ჩატარდება ივლიტას ბიბლიოთეკაში, ყოველი კვირის ხუთშაბათს 15:00 დან 17 საათამდე.

Bombax Theme designed by itx