ორგანიზაციის მისია და მიზნები

ჩვენ მიერ განსაზღვრულია ორგანიზაციის სტრატეგიული მიზანი – საქართველოს მოსახლეობის მოწყვლადი ფენების სოციალური უფლებებისა და ინტერესების დაცვის მექანიზმების გაუმჯობესება სამოქალაქო ცნობიერების მქონე საზოგადოების ჩამოყალიბებისა და სამოქალაქო პროცესებში ცალკეული პირების ჩართვის სტიმულირების გზით.

ორგანიზაცია მუშაობს სამი მიმართულებით. მათი ძირითადი მიზნებია:

I მიმართულებასოციალური კეთილდღეობის გაუმჯობესება

მიზანი: სოციალურად მოწყვლადი ფენების ინტერესების დაცვა

კვლევების საშუალებით აფასებს ორი სამიზნე ჯგუფის – 18 წლამდე პირების, მათი ოჯახების (მათ შორის შშმ პირები, ეთნიკური და რელიგიური უმცირესობების წარმომადგენლები) და ხანდაზმულების – სოციალურ მდგომარეობას, რის შესაბამისადაც, კომპეტენტურ უწყებებთან თანამშრომლობით, ახორციელებს ცვლილებების ადვოკატირებას სოციალური დაცვის პოლიტიკაში.

აღნიშნული სფეროს რეფორმირების პროცესში სახელმწიფოს ეხმარება ალტერნატიული სოციალური მომსახურებების დანერგვაში.

კერძოდ: გურიის რეგიონში ადმინისტრირებას უწევს თავის მიერ დანერგილ 2 სოციალურ მომსახურებას. ესენია: 1. „მცირე საოჯახო სახლი“ (2007 წლიდან დღემდე სერვისით ისარგებლა 15-მა ბავშვმა); 2. „ხანდაზმულთა სათემო მომსახურება“ (2012 წლიდან დღემდე სერვისით ისარგებლა 35-მა ბენეფიციარმა).

II მიმართულება მოზარდების/ახალგაზრდების სამოქალაქო ცნობიერების განვითარება

მიზანი: მოზარდების სამოქალაქო ცნობიერების ამაღლება და მათი ჩართვა ბავშვთა უფლებების დაცვისა და პოპულარიზაციის პროცესში; ასევე, მათი მონაწილეობის უზრუნველყოფა სხვადასხვა გამოწვევაში სკოლისა და თემის დონეზე

1996 წლიდან შექმნილი აქვს „ლიდერთა სკოლა“ რომელიც წარმოადგენს  არაფორმალური განათლების ცენტრს (პირველად დაარსდა ოზურგეთში, შემდეგ – ლანჩხუთსა და თბილისში). ორგანიზაციის მოზარდების განათლების კონცეფცია ეფუძნება: ა) დემოკრატიული ღირებულებების შესახებ ინფორმაციის მიწოდებას; ბ) მათ მიერ შესწავლილი/გააზრებული ინფორმაციის გავრცელებას თანატოლებში; გ) ცვლილებების მიღწევის მიზნით მოზარდების ჩართვას სამოქალაქო მონიტორინგისა და ადვოკატირების პროცესებში.

 

მუშაობს სკოლების მოსწავლეთა თვითმმართველობებთან, რათა მათ უზრუნველყონ თანატოლთა უფლებების დაცვა და ჩაერთონ სასკოლო ცხოვრებასა და სკოლის ადმინისტრაციის მიერ გადაწყვეტილებების მიღების პროცესში.

 

მუშაობს ასევე სოფელში მცხოვრებ ახალგაზრდებთან მათთვის სათანადო უნარ-ჩვევების ჩამოყალიბების, შესაძლებლობების რეალიზებისა  და თემის განვითარებაში მათი მონაწილეობის უზრუნველყოფის მიზნით.

 

III მიმართულება _ სკოლების დემოკრატიზაციის ხელშეწყობა

მიზანი: განათლების სისტემაში მიმდინარე რეფორმისა და სკოლის მართვის პროცესებში მშობლების, მოსწავლეებისა და თემის აქტიური მონაწილეობის ხელშეწყობით მოსწავლეთა საჭიროებებზე დაფუძნებული დემოკრატიული და გამჭვირვალე სკოლის მართვის სისტემის ჩამოყალიბება

განხორციელებული კვლევების  საშუალებით გამოკვეთილი პრობლემური საკითხების გაანალიზების საფუძველზე შეიმუშავებს რეკომენდაციებს, რომლებსაც აწვდის საგანმანათლებლო უწყებებს ადგილობრივ და ცენტრალურ დონეზე, რათა ისინი გათვალისწინებულ იქნეს საგანმანათლებლო სფეროში არსებული გამოწვევების დასაძლევად; ასევე, გამოვლენილი საჭიროებებიდან გამომდინარე, ორგანიზაცია ქმნის ახალ მოდულებს  ადგილობრივი სკოლების გასაძლიერებლად.

 

საჯარო სკოლების ორგანიზაციული კულტურის ამაღლებისა და ინსტიტუციური მდგრადობის უზრუნველსაყოფად დახმარებას უწევს მათ კონსულტაციების გაცემისა და ტრენინგების ჩატარების საშუალებით. შექმნილი აქვს ლიდერების (პედაგოგები, მშობლები) – „ცვლილებების აგენტების“ – საგანმანათლებლო სკოლა გურიაში.

 

ბოლო სამი წლის განმავლობაში ორგანიზაციამ განახორციელა შემდეგი პროექტები:

„სოციალური და საგანმანათლებლო ინიციატივები მომავალი თაობის კეთილდღეობისთვის“ (ფინანსური მხარდამჭერი – Brot für die Welt). პროექტის ფარგლებში განხორციელდა ზემოაღნიშნული მიზნების შესაბამისი საქმიანობების 70%.

 

„ბავშვთა უფლებები ანიმაციაში“ (ფინანსური მხარდამჭერი – აშშ-ის საელჩო საქართველოში). პროექტის ფარგლებში მომზადდა (ორგანიზაციის „ლიდერთა სკოლის“  მოზარდების მონაწილეობით) 16 ანიმაციური ფილმი; ასევე, გამოიცა დამხმარე ლიტერატურა პედაგოგებისთვის – როგორ ვასწავლოთ ბავშვთა უფლებების კონვენცია ანიმაციური ფილმების დახმარებით.

 

„ტოლერანტობის, სამოქალაქო ცნობიერებისა და ინტეგრაციის განვითარების პროგრამა“  (ფინანსური მხარდამჭერი – საქართველოს გაეროს ასოციაცია). პროექტის ფარგლებში ახალგაზრდები სწავლობენ თემის მობილიზაციისა და პრობლემების იდენტიფიცირების უნარჩვევებს; პოპულარიზაციას უწევენ მრავალფეროვნებისა და მოხალისეობის იდეას;  ცდილობენ, ჩაერთონ გამოვლენილი პრობლემების წარდგენისა და მოგვარების საკითხებში.

 

ასევე მნიშვნელოვანია, რომ ბოლო სამი წლის განმავლობაში ორგანიზაციამ ჩაატარა 7 კვლევა: 1) მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანოს რეგიონული საბჭოების მუშაობის ეფექტურობის შეფასება; 2) საქართველოს მოქალაქე არასრულწლოვანთა საზიანო შრომა თურქეთში; 3) სახელმწიფო ზრუნვის სისტემიდან გასული ბავშვების (18 წელს ზემოთ ასაკის) დღევანდელი საჭიროებები; 4) თავშესაფრებში ხანდაზმულების ჩარიცხვის გარემოებების შეფასება; 5) ქ. ოზურგეთის  მოსახლეობის კეთილდღეობის ინდიკატორის შეფასება; 6) ინკლუზიური განათლების ეფექტურობის შეფასება ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სკოლების მაგალითზე; 7) რელიგიური უმცირესობების გამოწვევები გურიის სოფლების სკოლებში (კვლევების დეტალურ ანგარიშებს გაეცნობით ორგანიზაციის ვებგვერდზე www.apk.ge. ფეისბუქის გვერდი – ახალგაზრდა პედაგოგთა კავშირი).

 

 

ჩვენი პარტნიორები

უპირატესობა 1

პარტნიორი 1

უპირატესობა 2

პარტნიორი 2

უპირატესობა 3

უპირატესობა უპირატესობა უპირატესობა უპირატესობა უპირატესობა უპირატესობა უპირატესობა

უპირატესობა 4

უპირატესობა უპირატესობა უპირატესობა უპირატესობა უპირატესობა უპირატესობა უპირატესობა უპირატესობა უპირატესობა უპირატესობა უპირატესობა უპირატესობა უპირატესობა

ჩვენი პარტნიორები