ტრენინგი – მეწარმეობის იდეის წახალისება

2018 წლის 9-10 მარტს „ახალგაზრდა პედაგოგთა კავშირის“ ახალგაზრდული პროგრამების ფარგლებში ტრენინგი: „მეწარმეობის კომპასი: იდეები, ინოვაცია და საზოგადოებრივი სიკეთის შექმნა“ ჩატარდა. ტრენინგის მიზნები იყო: • მონაწილეებს მიეღოთ შესაბამისი უნარ-ჩვევები, რათა მათ გაანალიზებინათ, გარშემო არსებული გარემო, საკუთარი შესაძლებლობები და რესურსები; • დაედგინათ არსებული სოციალური და ეკონომიკური საჭიროებები მათ შორის სამეწარმეო კუთხით; • კრეატიული, ანალიტიკური და კრიტიკული აზროვნების…

ვაკანსია – სააღმზრდელო დაწესებულების – მცირე საოჯახო სახლის აღმზრდელის ვაკანტურ თანამდებობაზე

ა(ა)იპ ახალგაზრდა პედაგოგთა კავშირი  აცხადებს ვაკანსიას სააღმზრდელო დაწესებულების (მდებარე: ქ. ოზურგეთი, აღმაშენებლის ქ.#53) – მცირე საოჯახო სახლის აღმზრდელის ვაკანტურ თანამდებობაზე. მოცემული პოზიციისთვის  საბაზისო მოთხოვნები: ქალბატონი, ასაკი: 30-დან 50 წლამდე. განათლება: საშუალო, პროფესიული ან უმაღლესი. სასურველია ბავშვებთან მუშაობის სულ მცირე 2 წლიანი გამოცდილება. სამუშაო დატვირთვა: ორშაბათი დილის 9:00 საათიდან – პარასკევი დილის 9:00 საათამდე. დაინტერესებულმა პირებმა მოგვმართეთ…

სპექტაკლი „ამიტომ არ მჯერა თქვენი“ დაბა ნასაკირალში

2018 წლის 6 მარტს, ლიდერთა სკოლის ბაზაზე არსებული ინტერაქტიული თეატრის ჯგუფი იმყოფებოდა დაბა ნასაკირალის საჯარო სკოლაში, სადაც რიგით მე-10 საპრემიერო სპექტაკლი „ამიტომ არ მჯერა თქვენი“ წარმოადგინა. სპექტაკლის თემას წარმოადგენდა ოჯახში ძალადობის მსხვერპლი, სახელმწიფო ზრუნვაში მყოფი ბავშვის ისტორია, მისი გამოწვევები: ოჯახში, თემში, საზოგადოებასა და სკოლაში. სპექტაკლი აგებულია რეალურ ამბებზე. დამსწრე საზოგადოებამ (მოსწავლე-მასწავლებლები) ნამუშევარი გულთბილად მიიღო და…

სემინარი გურიანთის საჯარო სკოლაში

2018 წლის 2 მარტს, გურიანთის საჯარო სკოლაში გაიამრთა სემიანარი ბულინგის შესახებ. სემიანრს უძღვებოდა ამავე სკოლის მშობელი, როემლმაც დეტაური ინფორმაცია მიაწოდა დამსწრე საზოგადოებას, ბულინგის არსის , მისი ფორმებისა და შეედეგების შესახებ. მშობლები დიდი ინტერესით ისმენდნენ მიწოდებულ ინფორმაციას, რაც მათთვის სიახლეს წარმოადგენდა. კონკრეტული ისტორიების განხილვამ კიდევ უფრო საინტერესო გახადა პროცესი. სემინარი ჩატარდა პროექტის „ბულინგის აღმოფხვრის შესაძლებლობები“ ფარგლებში,…

ფილმის ჩვენება შემოქმედის საჯარო სკოლაში

2018 წლის 2 მარტს, შემოქმედის საჯარო სკოლებში, პედაგოგებისთვის ჩატარდა ფილმის „კარგი ბავშვები არ ტირიან “ ჩვენება – დისკუსია. ფილმში ასახულია სასკოლო ბულინგი და მასთან ბრძოლის მეთოდები. მასწავლებლემბა დისკუსიის დროს ყურადღება გაამახვილეს ისეთ აქტივობებზე, რომლებშიც თავად მონაწილეობდა მოსწავლეებთან ერთად (ფეხბურთის მწვრთნელობა), წესების დაცვის აუცილებლობაზე, როგორც მოსწავლეების ასევე მასწავლებლებისა და ადმინისტრაციის მხრიდან. დისკუსია ჩატარდა პროექტის „ბულინგის აღმოფხვრის…

PITA პროგრამის პრეზენტაცია

2018 წლის 1 მარტს, პროფესიულ კოლეჯ „ჰორიზონტში“ გაიმართა „ტოლერანტობის, სამოქალაქო ცნობიერებისა და ინტეგრაციის მხარდაჭერის პროგრამა“ PITA – ს პრეზენტაცია. პრეზენტაციაზე ყურადღება გამახვილდა პროგრამის შესაძლებლობებზე, იმ პლიუსებზე, რომელსაც პროგრამა ახალგაზრდებს სთავაზობს. ახალგაზრდებმა ყურადღება გაამახვილეს გაცვლითი პროგრამებისა და სატრენინგო შესაძლებლობებზე, გამოითქვა სურვილი, უახლოეს მომავალში მათვის ჩატარებულიყო რამდენიმე ტრენინგ კურსი. პრეზენტაციაზევე დაიგეგმა მომავალი შეხვედრების განრიგი. პრეზენტაცია ორგანიზებული იყო…

სემინარი: ლიდერობა და გუნდური მუშაობა

2018 წლის 1მარტს, „ახალგაზრდა პედაგოგთა კავშირის“ ლიდერთა სკოლის, ჩოხატაურის 2 ჯგუფისთვის სემინარი: „ლიდერობა და გუნდური მუშაობა“ ჩატარდა. სემინარის პირველ ნაწილში ახალგაზრდებს მიეწოდათ ინფორმაცია ლიდერობის ცნების, არსისა და გუნდური მუშაობის პრინციპების შესახებ. განიხილული იყო ლიდერის ძალაუფლების ფორმები, ლიდერობისთვის დამახასიათებელი საერთო თვისებები, გუნდში როლების გადანაწილების პრინციპები. მეორე ნაწილი კი პრაქტიკულ სავარჯიშოებს დაეთმო, რომელთა მეშვეობითაც ახალგაზრდა ლიდერებმა კიდევ…

ფლეშმობი გურიაში

2018 წლის 28 თებერვალს, ლიდერთა სკოლის წევრებმა და გერმანელმა მოხალისეებმა კაწია ლენზმა და იულე კლაინშმიდტმა ოზურგეთის ცენტრალურ პარკში, ფლეშმობი მოაწყვეს. მათ  შეახსენეს საზოგადოებას თუ რამდენად მნიშვნელოვანია საფრთხეში მყოფი ცხოველების დაცვა. მონაწილეებმა მოაწყვეს იმ ცხოველების დასაფლავება, რომლებიც იხოცებიან კლიმატის ცვლილებებისა და ადამიანების გამო. მათ მოაწყვეს თეატრალური წარმოდგენა: ყოველ 10 წუთში ერთი ცხოველი კვდება და უმეტეს შემთხვევაში…

დასუფთავების აქცია შრომაში

ახალგაზრდული ცენტრის, სოფელ შრომის საინიციატივო ჯგუფის ორგანიზებით დასუფთავების აქცია მოეწყო, რომელშიც მოსწავლეები, მშობლები და თემის სხვა წევრები იყვნენ ჩართულნი. დასუფთავების აქცია ორგანიზებული იყო “ტოლერანტობის, სამოქალაქო ცნობიერებისა და ინტეგრაციის მხარდაჭერის პროგრამის” [PITA] ფარგლებში, რომელიც ხორციელდება საქართველოს გაეროს ასოციაციის (UNAG) მიერ, აშშ-ს საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) ფინანსური მხარდაჭერით. პროგრამის პარტნიორი ორგანიზაციაა – „ახალგაზრდა პედაგოგთა კავშირი.

ფილმის „კარგი ბავშვები არ ტირიან “ ჩვენება – დისკუსია

2018 წლის 27- 28 თებერვალს, გურიანთისა და მელექედურის საჯარო სკოლებში, პედაგოგებისთვის ჩატარდა ფილმის „კარგი ბავშვები არ ტირიან “ ჩვენება – დისკუსია. ფილმში ასახულია სასკოლო ბულინგი და მასთან ბრძოლის მეთოდები. მასწავლებლებმა აღნიშნეს ფილმში ნაჩვენები ბულინგის ფაქტების შემცირების სტრატეგიების ეფექტიანობა. ასევე დისკუსიის დროს გამოთქვეს მოსაზრება, რომ ყველა აქტივობა, რაც ფილმში გამოიყენა კლასის დამრიგებელმა არის ძალიან ადვილად გასახორციელებელი…