„ბულინგის აღმოფხვრის შესაძლებლობები“

2018 წლის 28 თებერვალს, ახალგაზრდა პედაგოგთა კავშირის პროექტის „ბულინგის აღმოფხვრის შესაძლებლობები“ ფარგლებში (დაფინანსებულია „სკოლის, საზოგადოების და პოლიციის თანამშრომლობის პროგრამა – SCOPE -მიერ) ოზურგეთის სოფ. ზემონატანებში მშობელთა ჯგუფისთვის ჩატარდა სემინარი ბულინგის შესახებ. პროექტის ფარგლებში შეიქმნა მშობელთა და მოზარდთა ჯგუფები (ოზურგეთის 12 საჯარო სკოლის წარმომადგენლები), რომლებსაც ჩაუტარდათ ტრენინგები და მასტერკლასები, ბულინგის ცნების, მისი სამართლებრივი რეგულაციების შესახებ. ასევე,…

ბაღებში საბავშვო ბიბლიოთეკები გაიხსნა

2018 წლის 23 თებერვალს, ახალგაზრდული ცენტრის ადვოკატირების პროგრამის ფარგლებში ლაითურისა და ნიგვზიანის თემების საბავშვო ბაღებში საბავშვო ბიბლიოთეკები გაიხსნა.
ახალგაზრდული ცენტრის წევრების ინიციატივით საბავშვო ლიტერატურა აღნიშნული სოფლების ბაღებში მწერალმა, ეროვნული ბიბლიოთეკის დირექტორმა გიორგი კეკელიძემ ჩაიტანა.
ცენტრის წევრებისთვის მნიშნელოვანი მოტივაცია გახლდათ, საკუთარ სოფლეში შეხვედრა მწერლათან.აღნიშნული ინიციატივა უახოლეს პერიოდში ცენტრის სხვა პარტნიორ თემებშც განხორციელდება

საჯარო ლექცია: „ეკოლოგია ლიტერატურაში“

2018 წლის 23 თებერვალს, ახალგაზრდა პედაგოგთა კავშირის კაფე რვას+1 ში, ოზურგეთისა და ჩოხატაურის ლიდერთა სკოლების მოსწავლეებისთვის გაიმართა გიორგი კეკელიძის საჯარო ლექცია: „ეკოლოგია ლიტერატურაში“. მწერალმა ისაუბრა ლიტერატურასა და ეკოლოგიას შორის არსებულ კავშირებზე, ყურადღება გაამახვილა იგავურ/ სიმბოლურ-ელეგორიულ მეტყველებაზე. ახალგაზრდებს აუხსნა, თუ რას გულისხმობს ეზოპეს ენა. საინტერესო იყო მსჯელობა ვაჟა- ფშაველას ტექსტებში ბუნებისა და ადამიანის ურთიერთობებზე, განცდებზე, წარმოდგენებზე,…

საჯარო დისკუსია- გარემოსდაცვითი გამოწვევები

2018 წლის 21 თებერვალს, ახალგაზრდა პედაგოგთა კავშირის ლიტერატურულ კაფე „რვას+1“- ში გაიმართა ლიდერთა სკოლის მოსწავლეების მიერ ორგანიზებული საჯარო დისკუსია- გარემოსდაცვითი გამოწვევები. დისკუსიის პირველ ნაწილში წარმოდგენილი იქნა „ახალგაზრდა პედაგოგთა კავშირის“ ლიდერთა სკოლის მოსწავლეების მიერ ჩატარებული კვლევის „გარემოს დაცვითი და ეკოლოგიის საკითხების სწავლება სკოლებში“ პრეზენტაცია, რის შემდეგაც გაიმართა დისკუსია განათლების სისტემაში აღნიშნულ თემასთან დაკავშირებულ გამოწვევებზე, საუბარი წარიმართა…

დასუფთავების აქცია ნასაკირალში

ოზურგეთის ახალგაზრდული ცენტრის, ნასაკირალის საინიციატივო ჯგუფის ინიციატივით მოეწყო დასუფთავების აქცია. ახალგაზრდებმა, მშობლებისა და მოსწავლეების დახმარებით დაასუფთავეს სოფლის ცენტრი და სკოლის მიმდებარე ტერიტორია. დასუფთავების აქცია თემის წევრების ჩართულობით სხვა პარტიორ თემებში გაიმართება. დასუფთავების აქცია ორგანიზებული იყო “ტოლერანტობის, სამოქალაქო ცნობიერებისა და ინტეგრაციის მხარდაჭერის პროგრამის” [PITA] ფარგლებში, რომელიც ხორციელდება საქართველოს გაეროს ასოციაციის (UNAG) მიერ, აშშ-ს საერთაშორისო განვითარების სააგენტოს…

ფილმის “კარგი ბავშვები არ ტირიან“ ჩვენება

2017 წლის 16 თებერვალს შრომის საჯარო სკოლაში „ახალგაზრდა პედაგოგთა კავშირის“ პროექტის ფარგლებში ჩატარდა ფილმის “კარგი ბავშვები არ ტირიან“ ჩვენება. ფილმი ასახავს ბულინგის ყველა ფორმას: ფიზიკურს, სიტყვიერს, ფსიქოლოგიურს. ასევე ფილმში ნაჩვენებია მასწავლებლის აქტივობები ბულინგის აღმოფხვრის მიზნით. ფილმის ჩვენების შემდეგ გაიმართა დისკუსია, რომელშიც მონაწილეობდნენ სკოლისა და საბავშვო ბაღის მასწავლებლები, მშობლები და სკოლის მოსწავლეები. მთავარი მოსაზრება , რომელიც…

ჩემი საჯარო გამოსვლა

2018 წლის 13 თებერვალს, ლიდერთა სკოლის მოსწავლეებისთვის მასტერკლასი „ჩემი საჯარო გამოსვლა“ ჩატარდა. მოზარდებს საკუთარი გამოცდილება გაუზიარა, საქართველოს პარლამენტის წევრმა, ოზურგეთის მაჟორიტარმა ტეპუტატმა, უმრავლესობის ლიდერმა არჩილ თალაკვაძემ. მან საკუთარ გამოსვლაში ისაუბრა საჯარო გამოსვლისთვის აუცილებელი ეტაპებისა და კომპონენტების შესახებ. სესიის ბოლოს მოზარდებს მიეცათ შესაძლებლობა მოემზადებინათ სიტყვით გამოსვლა და მიეღოთ რჩევები, რეკომენდაციები. ბ-ნ არჩილმა გამოთქვა სურვილი, ლიდერთა სკოლის…

საჯარო ლექცია – ბუნება და ლიტერატურა

2018 წლის 10 თებერვალს თბილისის ლიდერთა სკოლის მოსწავლეებისთვის საჯარო ბიბლიოთეკაში გაიმართა შეხვედრა მწერალთან, ყოფილ ლიდერთა სკოლელთან, გიორგი კეკელიძესთან. შეხვედრის თემა გახლდათ ბუნება და ლიტერატურა. მოსწავლეებმა მწერალთან ერთად ყურადღება გაამახვილეს ისეთ საკითხებზე, როგორიცაა ეკოლოგიური საკითხები ქართულ და მსოფლიო ლიტერატურაში, რა დატვირთვა შეიძლება ჰქონდეს გარემოს დაცვით საკითხებს ლიტარატურაში და სხვა. აღნიშნულ საკითხზე კიდევ ერთი შეხვედრა თბილისის ლიდერთა…

სემინარი კვლევის მეთოდებზე

2018 წლის 4 თებერვალს ახალგაზრდა პედაგოგთა კავშირის ოფისში ორგანიზაციის ბაზაზე არსებული მოსწავლეთა რეგიონული პარლამენტის წევრებისთვის ჩატარდა სემინარი ,,კვლევის მნიშვნელობა სკოლაში არსებული პრობლემების გამოვლენისა და მართვისთვის“. სემინარზე მოზარდებმა მიიღეს ინფორმაცია, სოციალური კვლევის მნიშვნელობის შესახებ, გაეცნენ კვლევის მეთოდებსა და მისი განხორციელების ეტაპებს. მსჯელობა გაიმართა კვლევის შინაარსზე, რომელიც გულისხმობს გურიის საჯარო სკოლებში არსებული პრობლემების გამოვლენას. სემინარის მონაწილეები უზრუნველყოფენ…

„ბულინგი და მისი ფორმები ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სკოლებში“

ა(ა)იპ „ახალგაზრდა პედაგოგთა კავშირის“ მიერ 2017 წლის შემოდგომაზე ჩატარდა კვლევა: „ბულინგი და მისი ფორმები ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სკოლებში“. კვლევა ჩატარდა პროექტის „ბულინგის აღმოფხვრის შესაძლებლობები“ ფარგლებში. პროექტი ხორციელდება „სკოლის თემისა და პოლიციის თანამშრომლობის პროგრამის (SCOPE) კორპორაცია ჰარმონიის მხარდაჭერით. პროექტის მიზანია საზოგადოებაში (მშობლები, პედაგოგები, მოზარდები) ბულინგის არსისა და შედეგების გაცნობიერება. კვლევის ანგარიში იხილეთ ბმულზე: „ბულინგი და მისი ფორმები…