სამუშაო ჯგუფის მესამე, დასკვნითი შეხვედრა

Within EU-funded program -” Strengthening the capacity of civil society organizations to provide social services in the political dialogue with the contribution of Georgia and Ukraine “ Young Pedagogues’ Union is implementing the project ,,Provision of welfare of elderly people and people with disabilities under care system of the state’’. The aim of the project is to create delimiting document of social worker and service provider organization functions in the process of providing of 24 hour services to people with disabilities and elderly people’’. On December 14, 2017 in Tbilisi, there was held third, final meeting of task force. The members of task group units representatives from 24 hour services of elderly people and people with disabilities (community organizations, boarding houses), Ministry of Health, Labor and Social Affairs of Georgia, Social Service Agency, State Fund for Protection And Assistance of (Statutory) Victims of Human Trafficking. At the meeting there was held presentation of the document prepared by an expert. Participants were actively discussing the draft of the document. Based on a discussion there were made changes in the document.ევროკავშირის პროექტის – „საზოგადოებრივი ორგანიზაციების შესაძლებლობების გაძლიერება სოციალური სერვისების პოლიტიკის დიალოგში წვლილის შეტანისათვის საქართველოსა და უკრაინაში“ ფარგლებში, ა(ა)იპ ,,ახალგაზრდა პედაგოგთა კავშირი“ ახორციელებს ,,სახელმწიფო ზრუნვის სისტემაში მყოფი ხანდაზმული და შშმ პირების კეთილდღეობაზე ზრუნვა’’ პროექტს, რომლის მიზანია ,,შშმ და ხანდაზმულ პირთა სადღეღამისო მომსახურებების მიწოდების პროცესში სოციალური მუშაკისა და მომსახურების მიმწოდებელი ორგანიზაციების ფუნქციების გამმიჯვნელი დოკუმენტის“ შექმნა.

მიმდინარე წლის 14 დეკემბერს, ორგანიზაციის თბილისის ოფისში მოეწყო სამუშაო ჯგუფის მესამე, დასკვნითი შეხვედრა. სამუშაო ჯგუფი, რომელიც აერთიანებს შშმ/ ხანდაზმულ პირთა სადღეღამისო მომსახურებების (სათემო ორგანიზაციები, პანსიონატები), ასევე, საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს, სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოსა და სსიპ ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) მსხვერპლთა, დაზარალებულთა დაცვისა და დახმარების სახელმწიფო ფონდის წარმომადგენლებს, შეხვედრაზე განიხილა სფეროს ექსპერტის მიერ შემუშავებული დოკუმენტის პროექტი. დოკუმენტში მოცემულ მუხლებთან დაკავშირებით მიმდინარეობდა აქტიური დისკუსიები, რის საფუძველზეც დოკუმენტის პროექტში შეტანილ იქნა ცვლილებები. 

კვლევის პრეზენტაცია თბილისში

On December 12, 2017, in Tbilisi, hotel ,,ZP Palace’’ there was held a presentation of the findings of ,,Needs assessment of the youth who left foster care services’’. At the presentation there were reperesentatives from Ministry of Labor, Health and Social Affairs of Georgia, central office of Social Service Agency  and representatives of Tbilisi district centers as well as Georgian Association of Social Worker and Coalition for Children and Youth member organizations.
The meeting was opened with the greeting speech of manager of Social Component of the organization Young Pedagogues’ Union, Salome Chichinadze, who introduced participants to the goal and stages of the social survey. Research findings were presented by Professor of Sociology, Iago Kachkachishvili.2017 წლის 12 დეკემბერს, ქ. თბილისში, სასტუმროში „ზპ პლაზა“ ჩატარდა ,,მინდობით აღზრდიდან გასული ახალგაზრდების საჭიროებების“ კვლევის შედეგების პრეზენტაცია. პრეზენტაციას ეწრებოდნენ საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს, სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს ცენტარლური აპარატისა და თბილისის რაიონული ცენტრების წარმომადგენლები, ასევე სოციალურ მუშაკთა ასოციაციისა და ბავშვთა და ახალგაზრდობის კოალიციის წევრი ორგანიზაციების წარმომადგენლები. ღონისძიების მონაწილეებს, მისასალმებელი სიტყვით მიმართა ა(ა)იპ ,,ახალგაზრდა პედაგოგთა კავშირის’’ სოციალური კომპონენტის მენეჯერმა, სალომე ჭიჭინაძემ, რომელმაც დამსწრეებს გააცნო კვლევის მიზანი და განხორციელების ეტაპები. ხოლო კვლევის ანალიზის შედეგები წარადგინა სოციოლოგიის პროფესორმა, იაგო კაჭკაჭიშვილმა. პრეზენტაციის შემდეგ გაიმართა დისკუსია, რომელშიც აქტიურად ჩაერთვნენ მონაწილეები. დისკუსიის პროცესში ხდებოდა კვლევის შედეგად დადგენილი პრობლემური საკითხების განხილვა, ასევე, კვლევის რეკომენდაციების განხილვა.

განათლება მრავალფეროვან საზოგადოებაში

On December 12, 2017 at the social cafe ,,Rvas+1” of Young Pedagogues’ Union there was held public lecture for students and parents ,,Education in diverse society”. The lecture was provided by expert in education sphere, professor Giorgi Gakheladze. The lecture focused on cultural aspects of education, challenges in education sphere , importance of diversity and techniques of teaching it. Expert talked about characteristics of diversity and effective results. It is important to provide teachers with information about management of diversity, because it is important to engage all sides in problem solving process despite differences between them.2017 წლის 12 დეკემბერს, „ახალგაზრდა პედაგოგთა კავშირის“ კაფე „რვას +1“-ში რეგიონის საჯარო სკოლის პედაგოგებისა და მშობლებისთვის, გაიმართა საჯარო ლექცია: „განათლება მრავალფეროვან საზოგადოებაში“, რომელსაც უძღვებოდა ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის განათლების მკვლევარი და მიწვეული პროფესორი, განათლების ექსპერტი გიორგი გახელაძემ. ლექცია ეხებოდა მრავალფეროვნების კულტურულ განზომილებებს, საგანმანათლებლო სივრცეში ამ კუთხით არსებულ გამოწვევებს, მრავალფეროვნების მნიშვნელობასა და მისი სწავლების ტექნიკებს. ექსპერტმა ყურადღება გაამახვილა მრავალფეროვანი საზოგადოების მახასიათებლებზე და სწორად დაგეგმილი პროცესის ეფექტურ შედეგებზე. სასწავლო გარემოში არსებული პრობლემების, მათ შორის მრავალფეროვნების მართვის საკითხებზე ინფორმაციის მიწოდებას პედაგოგებისთვის, სასწავლო პროცესში ჩართული პირებისთვის განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს, რადგანაც თემისთვის მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღებაში, ჩართული უნდა იყოს ყველა დაინტერესებული მხარე, მიუხედავად მისი განსხვავებულობისა.

ბულინგის აღმოფხვრის შესაძლებლობები

On December 9-10 at the office of Young Pedagogues’ Union within the ongoing project: ,,Opportunities to overcome bullying” there was held training on the topic: ,,Meaning of bullying, reasons of challenging behavior and its consequences”, ,,Child protection issues” for children and parents. (Invited experts were manager of ,,First Step” day center, Giorgi Demetrashvili; Manager of Social Component of Young Pedagogues’ Union,and specialist of child care, Salome Chichinadze). Participants gained knowledge about the main characteristics of bullying/bully, long term consequences of bullying and strategies to overcome this problem, importance of the role of school administration, teachers, parents and children. Different cases were discussed regarding school. Different strategies were discussed in order to manage presented cases. The training was organized within the project ,,Opportunities to overcome bullying” within the program SCOPE with cooperation of corporation Harmony.მიმდინარე წლის 9– 10 დეკემბერს, ახალგაზრდა პედაგოგთა კავშირის ოფისში, პროექტის: ,,ბულინგის აღმოფხვრის შესაძლებლობები“ ფარგლებში, მოზარდებისა და მშობლების ჯგუფებისათვის ჩატარდა ტრენინგი თემაზე: „ბულინგის რაობა, ბავშვის გამომწვევი ქცევის მიზეზები და ზეგავლენა“, „ბავშვთა დაცვის საკითხები“ (მოწვეული ექსპეტრები: „პირველი ნაბიჯის“ დღის ცენტრის მენეჯერი, ფსიქოლოგი – გიორგი დემეტრაშვილი; ახალგაზრდა პედაგოგთა კავშირის სოციალური მიმართულების მენეჯერი, ბავშვზე ზრუნვის სპეციალისტი – სალომე ჭიჭინაძე). მონაწილეებმა მიიღეს ინფორმაცია ბულინგის რაობის, გამოვლენის მოტივების,ბულერის/მსხვერპლის ძირითადი მახასიათებლების შესახებ. ყურადღება გამახვილდა ბულინგის გრძელვადიანი შედეგებსა და მისი აღმოფხვრის სტრატეგიებზე, აღნიშნულ პროცესში სკოლის ადმინისტრაციის, პედაგოგების, მშობლებისა და ბავშვების როლზე. ჯგუფებში განხილულ იქნა სხვადასხვა შემთხვევები რომლებიც იჩენს ხოლმე თავს სკოლაში. დეტალურად შეჯამდა წარმოდგენილი შემთხვევების მართვის სხვადასხვა სტრატეგიები. ტრენინგი ორგანიზებული იყო პროექტის „ბულინგის აღმოფხვრის შეაძლებლობები“ ფარგლებში (სკოლის, თემისა და პოლიციის თანამშრომლობის“ პროგრამის. (SCOPE) კორპორაცია ჰარმონიის მხარდაჭერით).

რეგიონული პარლამენტის მორიგი შეხვედრა

here was held next meeting of Regional Parliament under administration of Young Pedagogues’ Union. Four members of the parliament : Anuki Todria, Nodar Gogiberidze, Tamuna Intskirveli and Nuka Kinkladze presented their pre-election program. Youth selected Nodar Gogiberidze as chairperson of the parliament.„ახალგაზრდა პედაგოგთა კავშითან“ არებული რეგიონული პარლამენტის მორიგი შეხვედრა გაიმართა. პარლამენტის ოთხმა წევრმა: ანუკი თოდრიამ; ნოდარი გოგიბერიძემ; თამუნა ინწკირველმა ნუკა ქინქლაძემ წამოადგინა თავისი საარჩევნო პროგრამა. მოზარდებმა ახალგაზრდული პარლამენტის თავმჯდომარედ ნოდარი გოგიბერიძე აირჩიეს

„კოცნა მარტო კინოშია “

On December 6, 2017 with the initiative of Youth Center, there was held screening of documentary film ,,Kissing is only in the film”. The film reflects negative impact of child marriage, access to education and problems connected with development of children. Participants talked about reasons and consequences of child marriage. Different opinions were discussed different opinions, among them religious, traditional and stereotypical attitudes. They also talked about violent factor of marriage. The discussion was held within the week of women’s protection from the violence. The meeting was organized within the program PITA which is implemented by UNAG with financial support of USAID. Partner of the program is Young Pedagogues’ Union.2017 წლის 6 დეკემბერს ახალგაზრდული ცენტრის ინიციატივით დაბა ნარუჯის საჯარო სკოლის მოსწავლეებისთვის გაიმართა დოკუმენტური ფილმის „კოცნა მარტო კინოშია “ ჩვენება განხილვა.
ფილმი ასახავს ნაადრევი ქორწინების მავნე ზეგავლენას, განათლების ხელმისაწვდომობასა და მოზარდების განვითარების პრობლემებს.
დამსწრე ახალგაზრდებმა ისაუბრეს ნაადრევი ქორწინების გამომწვევი მიზეზებისა და შედეგების შესახებ. განხილულ იქნა არაერთი მოსაზრება, მათ შორის რელიგიური თვალსაზრისი, დამკვიდრებული ტრადიციები და სტერეოტიპული შეხედულებები. საუბარი წარიმართა ქორწინების ძალადობრივ ფაქტორზეც.
დისკუსია ჩატარდა ქალთა ძალადობისგან დაცვის კვირეულის ფარგლებში. ორგანიზებული ყო “ტოლერანტობის, სამოქალაქო ცნობიერებისა და ინტეგრაციის მხარდაჭერის პროგრამის” [PITA] ფარგლებში, რომელიც ხორციელდება საქართველოს გაეროს ასოციაციის (UNAG) მიერ, აშშ-ს საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) ფინანსური მხარდაჭერით. პროგრამის პარტნიორი ორგანიზაციაა – „ახალგაზრდა პედაგოგთა კავშირი.

ტოლერანტული გარემო

On December 5, 2017 leaders of Youth Center within the project ,,Tolerant environment” held meeting with elderly group teachers. Teachers read fairy tail of Hans Christian Andersen and Italian fairy-tale. Based on the fairy tales there was held discussion about characters from the tales, strengths and weaknesses of human. Participants discussed characteristics of human behavior – right or not right was the behavior of characters, how they reach their goals. Children expressed their opinions how they would act in these situations and how they would change the situation. These kind of meetings are important for developing critical thinking and right values in youth. The meeting was organized within the project of youth center ,,Tolerant Environment”2017 წლის 5 დეკემბერს, ახალგაზრდული ცენტრის ლიდერებმა პროექტის „ტოლერანტული გარემო“ ფარგლებში ნარუჯის საბავშვო ბაღში უფროსი ჯგუფის აღსაზრდელებთან შეხვედრა მოაწყვეს, სადაც ბავშვებს წაუკითხეს ჰანს ქრისტიან ანდერსენის ზღაპარი „ღორების მწყემსი და პრინცესა“ და იტალიური ზღაპარი „მოჯადოებული მდიდარი“.
ზღაპრებში მოსმენილი ამბების მიხედვით, გაიმართა მსჯელობა ზღაპრების პერსონაჟებზე, ადამიანის ბუნების ძლიერ და სუსტ მხარეებზე. ყურადღება გამახვილდა გმირების ქცევების თავისებურებებზე – რამდენად სწორად მოიქცა ესა თუ ის გმირი, რის ხარჯზე ხდება დასახული მიზნის მიღწევა. პატარებმა გამოთქვეს მოსაზრებები, თუ რას გააკეთებდნენ თვითონ კონკრეტული გმირების მაგივრად, როგორ შეცვლიდნენ წარმოდგენილ სიტუაციას.
ასეთი ტიპის შეხვედრები მნიშვნელოვანია, ბავშვებში კრიტიკული აზროვნების, ფანტაზიის უნარის განვითარებისთვის, რათა ჩამოუყალიბდეთ და გაითავისონ სწორი ღირებულებები.
შეხვედრა ორგანიზებული იყო ახალგაზრდული ცენტრის პროექტის „ტოლერანტული გარემო“ ფარგლებში.

(Georgia) საჯარო სკოლების პრობლემები

,,ახალგაზრდა პედაგოგთა კავშირთან“ არსებულმა ოზურგეთის ლიდერთა სკოლის მოზარდებმა, 2016 წლის 13 დეკემბერს, მოამზადეს გადაცემა ,,საჯარო სკოლების პრობლემები“ – https://www.youtube.com/watch?v=IqTW_sToK6A . გადაცემა ნაჩვენები იქნა საქართველოს რამდენიმე ტელეარხის მიერ, მოზარდები საუბრობდნენ საჯარო სკოლებში არსებულ პრობლემებზე, ყურადღებას ამახვილებდნენ სკოლებში სველი წერტილების პრობლემასთან დაკავშირებით. ჩვენთვის მნიშვნელოვანია, განათლებისა და მეცნიერების მინისტრის განცხადება ზემოხსენებული საკითხის პრიორიტეტულობის შესახებ. პრობლემის მასშტაბურობის მიუხედავად, იმედია…

შეხვედრა შრომის საჯარო სკოლაში

On December 6, 2017 within the program of Young Pedagogues’ Union ,,Civic Engagement for Positive Changes” there was held a meeting in public school of Shroma with teachers, parents and schoolchildren of school and kindergarten. Organization representatives discussed issues of leadership, safe school concept and participation rights of children. Participants were provided with the information about participation and opportunity to impact on educational processes, developing collaborative culture, principles of democratic school, which can be achieved with involvement of teachers, parents and students. Planned activities will be implemented time to time.2017 წლის 6 დეკემბერს, “ახალგაზრდა პედაგოგთა კავშირის“ პროგრამის „სამოქალაქო ჩართულობა პოზიტიური ცვლილებებისთვის“ ფარგლებში ოზურგეთის მუნიციპალიტეტის შრომის საჯარო სკოლაში გაიმართა შეხვედრა სკოლისა და საბავშვო ბაღის მასწავლებლებთან, მშობლებთან და მოსწავლეთა ჯგუფებთან. ორგანიზაციის წარმომადგენლებმა ლიდერობის, უსაფრთხო სკოლის კონცეფციისა და ბავშვთა მონაწილეობის უფლებებთან დაკავშირებული საკითხები განიხილეს. სესიებზე დამსწრე აუდიტორიას მიეწოდა ინფორმაცია მონაწილეობისა და საგანმანათლებლო პროცესზე ზეგავლენის მოხდენის შესაძლებლობების, თანამონაწილეობითი კულტურის განვითარების, დემოკრატიული სკოლის პრინციპების შესახებ, რაც მასწავლებელთა, მშობელთა და მოსწავლეთა აქტირუობის გარეშე ვერ განხორცილდება პროგრამის ფარგლებში დაგეგმილი შეხვედრები ეტაპობრივად განხორიცლდება.

ძალადობა

Topic of the leadership school lesson on the 6th of December was „Violence“. The first part of the lesson started with a discussion about what violence means. There were analyzed the different types of violence: personal, structural and cultural violence. The second part of the lesson was practical, the pupils had to read four different short stories about violence in different situations. In groups they discussed the best way to deal with the situation and presented it to the others. In a discussion afterwards we talked about how to deal with different types of violence in everyday life. The aim of the lesson was to show how diverse violence can be and to show different ways to cope with it.2017 წლის 6 დეკემბერს ლიდერთა სკოლის საგაკვეთილო თემა იყო ,,ძალადობა’’.
სემინარის პირველი ნაწილი დაეთმო დისკუსიას ძალადობის რაობაზე, განხლული იქნა ძალადობის სხვადასხვა სახე: პირადი, სტრუქტურული და კულტურული ძალადობა. შეხვედრის მეორე ნაწილი პრაქტიკულ სავარჯიშოს დაეთმო, მოსწავლეებს უნდა წაეკითხათ ოთხი მოკლე ისტორია, რომელიც ძალადობის სხვადასხვა სიტუაციას გამოხატავდა. მათ ჯგუფებში განიხილეს ის გზები, რომლებსაც აღნიშნული სიტუაციების გადაჭრისთვის მიმართავდნენ და წარუდგინეს სხვებს. გაიმართა დისკუსია, სადაც ისაუბრეს იმაზე, თუ როგორ უნდა გავუმკლავდეთ ძალადობის სხვადასხვა სახეს ყოველდღიურ ცხოვრებაში. შეხვედრის მიზანი იყო იმის ჩვენება, თუ რა მრავალფეროვანია ძალადობა და განეხილათ ის გზები, რომელთა საშუალებთაც შესაძლებელია მასთან გამკლავება.