რეგიონული პარლამენტის მორიგი შეხვედრა

2018 წლის 24 მარტს, რეგიონული პარლამენტის მორიგი შეხვედრა გაიმართა პარლამენტის წევრებმა მიიღეს ინფორმაცია სკოლის შინაგანაწესის დანიშნულებისა და მისი მომზადების პროცედურების შესახებ. განიხილეს სხვადასხვა სკოლის შინაგანაწესი და შეიმუშავეს რეკომენდაციები შინაგანაწესში სხვადასხვა პუნქტის ცვლილებასთან დაკავშირებით. პარლამენტის წევრები აღნიშნულ რეკომენდაციებს მიაწვდიან სკოლების ადმინისტრაციებს და ჩაერთვებიან შინაგანაწესში ცვლილებების შეტანის პროცედურებში.

სემინარი კვლევის მეთოდებზე

2018 წლის 4 თებერვალს ახალგაზრდა პედაგოგთა კავშირის ოფისში ორგანიზაციის ბაზაზე არსებული მოსწავლეთა რეგიონული პარლამენტის წევრებისთვის ჩატარდა სემინარი ,,კვლევის მნიშვნელობა სკოლაში არსებული პრობლემების გამოვლენისა და მართვისთვის“. სემინარზე მოზარდებმა მიიღეს ინფორმაცია, სოციალური კვლევის მნიშვნელობის შესახებ, გაეცნენ კვლევის მეთოდებსა და მისი განხორციელების ეტაპებს. მსჯელობა გაიმართა კვლევის შინაარსზე, რომელიც გულისხმობს გურიის საჯარო სკოლებში არსებული პრობლემების გამოვლენას. სემინარის მონაწილეები უზრუნველყოფენ…

სემინარი სოციალურ მეწარმეობაზე

2018 წლის 17 იანვარს, ახალგაზრდული ცენტრის თანატოლგანმანათლებმა ჩაატარეს სემინარი სოციალური მეწარმეობის შესახებ. დამსწრე მოზარდებმა მიიღეს ინფორმაცია სოციალური საწარმოს დანიშნულებასა და მის როლზე საზოგადოებისთვის, რა კრიტერიუმებს უნდა აკმაყოფილებდეს ის და რა განასხვავებს სოციალურ მეწარმეობას ტრადიციული ბიზნესისგან. ახალგაზრდებმა განიხილეს სოციალური საწარმოს სხვადასხვა მაგალითი საქართველოსა და სხვა ქვეყანაში, ისაუბრეს მათ მისიასა და შექმნის ისტორიებზე. საუბარი შეეხო სხვადასხვა ქვეყნის…