შეხვედრა ნაგომრის მოსწავლეთა თვითმმართველობასთან

2018 წლის 24 ოქტომბერს, ახალგაზრდა პედაგოგთა კავშირის წარმომადგენლებმა ნაგომრის საჯარო სკოლის მოსწავლეთა თვითმმართველობის წევრებთან გამართეს შეხვედრა. საუბარი წარიმართა მოსწავლეთა თვითმმართველობის მიზნებისა და ამოცანების შესახებ. განხილულ იქნა კონკრეტული ქეისები, რომლებმაც უფრო თვალსაჩინო გახადეს მოსწავლეთა თვითმმართველობის, როგორც სკოლის მართვის ერთ–ერთი მნიშვნელოვანი რგოლის დანიშნულება.

გურიის მოსწავლეთა ახალგაზრდული პარლამენტის პირველი შეხვედრა

2018 წლის 20 ოქტომბერს ახალაგზრდა პედაგოგთა კავშირის ოფისში გურიის მოსწავლეთა ახალგაზრდული პარლამენტის პირველი შეხვედრა გაიმართა. შეხვედრის პირველი ნაწილი დაეთმო პარლმანეტის კონცეფციისა და სტრუქტურის გაცნობას. მეორე სესიაზე პარლმანეტის წევრებმა მოისმინეს სემინარი ბავშვის მონაწილეობის უფლების შესახებ. განხლულ იქნა მოსწავლეთა თვითმართველობა, როგორც სასკოლო პროცესებში მონაწილეობის და ჩართულობის საშუალება. პარლამენტში ჩართულია გურიის 21 საჯარო სკოლის (ოზურგეთი 1, 3, 4,…

რეგიონული პარლამენტის მორიგი შეხვედრა

2018 წლის 24 მარტს, რეგიონული პარლამენტის მორიგი შეხვედრა გაიმართა პარლამენტის წევრებმა მიიღეს ინფორმაცია სკოლის შინაგანაწესის დანიშნულებისა და მისი მომზადების პროცედურების შესახებ. განიხილეს სხვადასხვა სკოლის შინაგანაწესი და შეიმუშავეს რეკომენდაციები შინაგანაწესში სხვადასხვა პუნქტის ცვლილებასთან დაკავშირებით. პარლამენტის წევრები აღნიშნულ რეკომენდაციებს მიაწვდიან სკოლების ადმინისტრაციებს და ჩაერთვებიან შინაგანაწესში ცვლილებების შეტანის პროცედურებში.

ტრენინგი ,,პროექტების წერა”

გაიმართა ტრენინგი ,,პროექტების წერა” ახალგაზრდა პედაგოგთა კავშირთან არსებული რეგიონული პარლამენტისა და ლიდერთა სკოლის წევრებისათვის.