შეხვედრა წმ.გაბრიელის სახელობის სამრევლო სკოლაში

2018 წლის 22 ოქტომბერს წმ.გაბრიელის სახელობის სამრევლო სკოლაში ჩატარდა მე-3 სამუშაო შეხვედრა სკოლის განვითარების 6 წლიანი გეგმის შემუშავების მიზნით. შეხვედრაში მონაწილეობდნენ სკოლის ადმინისტრაცია, პედაგოგები ,მოსწავლეები და მშობლები. სამუშაო შეხვედრის დროს მონაწილეებმა შეადგინეს სკოლის SWOT-ანალიზი და გამოავლინეს პრიორიტეტული მიმართულებები. შეხვედრას უძღვებოდა „ახალგაზრდა პედაგოგთა კავშირის“ წარმომადგენელი მზია მეხუზლა.

სტერეოტიპები და ცრურწმენა

2018 წლის 17 იანვარს, „ახალგაზრდა პედაგოგთა კავშირი“ს წარმომადგენლებმა, ორგანიზაციის პარტნიორი ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფ. შრომის საჯარო სკოლისა და საბავშვო ბაღის პედაგოგებთან და მშობლებთან მორიგი სემინარი ჩაატარეს. შეხვედრის მონაწილეებს მიეწოდათ ინფორმაცია სტერეოტიპებისა და ცრურწმენების შესახებ. სესიები მოიცავდა იმ თემებს რომელზედაც არსებული სტერეოტიპები ხელს უშლის ინდივიდთა განვითარებას და მათში დემოკრატიული ღირებულებების ჩამოყალიბებას. საუბარი წარიმართა გენდერული, ეთნიკური, რელიგიური თუ…