(Georgia) საჯარო სკოლების პრობლემები

,,ახალგაზრდა პედაგოგთა კავშირთან“ არსებულმა ოზურგეთის ლიდერთა სკოლის მოზარდებმა, 2016 წლის 13 დეკემბერს, მოამზადეს გადაცემა ,,საჯარო სკოლების პრობლემები“ – https://www.youtube.com/watch?v=IqTW_sToK6A . გადაცემა ნაჩვენები იქნა საქართველოს რამდენიმე ტელეარხის მიერ, მოზარდები საუბრობდნენ საჯარო სკოლებში არსებულ პრობლემებზე, ყურადღებას ამახვილებდნენ სკოლებში სველი წერტილების პრობლემასთან დაკავშირებით. ჩვენთვის მნიშვნელოვანია, განათლებისა და მეცნიერების მინისტრის განცხადება ზემოხსენებული საკითხის პრიორიტეტულობის შესახებ. პრობლემის მასშტაბურობის მიუხედავად, იმედია…

შეხვედრა შრომის საჯარო სკოლაში

On December 6, 2017 within the program of Young Pedagogues’ Union ,,Civic Engagement for Positive Changes” there was held a meeting in public school of Shroma with teachers, parents and schoolchildren of school and kindergarten. Organization representatives discussed issues of leadership, safe school concept and participation rights of children. Participants were provided with the information about participation and opportunity to impact on educational processes, developing collaborative culture, principles of democratic school, which can be achieved with involvement of teachers, parents and students. Planned activities will be implemented time to time.2017 წლის 6 დეკემბერს, “ახალგაზრდა პედაგოგთა კავშირის“ პროგრამის „სამოქალაქო ჩართულობა პოზიტიური ცვლილებებისთვის“ ფარგლებში ოზურგეთის მუნიციპალიტეტის შრომის საჯარო სკოლაში გაიმართა შეხვედრა სკოლისა და საბავშვო ბაღის მასწავლებლებთან, მშობლებთან და მოსწავლეთა ჯგუფებთან. ორგანიზაციის წარმომადგენლებმა ლიდერობის, უსაფრთხო სკოლის კონცეფციისა და ბავშვთა მონაწილეობის უფლებებთან დაკავშირებული საკითხები განიხილეს. სესიებზე დამსწრე აუდიტორიას მიეწოდა ინფორმაცია მონაწილეობისა და საგანმანათლებლო პროცესზე ზეგავლენის მოხდენის შესაძლებლობების, თანამონაწილეობითი კულტურის განვითარების, დემოკრატიული სკოლის პრინციპების შესახებ, რაც მასწავლებელთა, მშობელთა და მოსწავლეთა აქტირუობის გარეშე ვერ განხორცილდება პროგრამის ფარგლებში დაგეგმილი შეხვედრები ეტაპობრივად განხორიცლდება.

ძალადობა

Topic of the leadership school lesson on the 6th of December was „Violence“. The first part of the lesson started with a discussion about what violence means. There were analyzed the different types of violence: personal, structural and cultural violence. The second part of the lesson was practical, the pupils had to read four different short stories about violence in different situations. In groups they discussed the best way to deal with the situation and presented it to the others. In a discussion afterwards we talked about how to deal with different types of violence in everyday life. The aim of the lesson was to show how diverse violence can be and to show different ways to cope with it.2017 წლის 6 დეკემბერს ლიდერთა სკოლის საგაკვეთილო თემა იყო ,,ძალადობა’’.
სემინარის პირველი ნაწილი დაეთმო დისკუსიას ძალადობის რაობაზე, განხლული იქნა ძალადობის სხვადასხვა სახე: პირადი, სტრუქტურული და კულტურული ძალადობა. შეხვედრის მეორე ნაწილი პრაქტიკულ სავარჯიშოს დაეთმო, მოსწავლეებს უნდა წაეკითხათ ოთხი მოკლე ისტორია, რომელიც ძალადობის სხვადასხვა სიტუაციას გამოხატავდა. მათ ჯგუფებში განიხილეს ის გზები, რომლებსაც აღნიშნული სიტუაციების გადაჭრისთვის მიმართავდნენ და წარუდგინეს სხვებს. გაიმართა დისკუსია, სადაც ისაუბრეს იმაზე, თუ როგორ უნდა გავუმკლავდეთ ძალადობის სხვადასხვა სახეს ყოველდღიურ ცხოვრებაში. შეხვედრის მიზანი იყო იმის ჩვენება, თუ რა მრავალფეროვანია ძალადობა და განეხილათ ის გზები, რომელთა საშუალებთაც შესაძლებელია მასთან გამკლავება.

„მეფე ხეიბარი“

On December 5, 2017 with the initiative of Youth Center at the cafe ,,Rvas+1” there was held screening of the documentary film ,,Crippled King”. The discussion focused on the rights of people with disabilities. The aim of the meeting was to change stereotypical attitudes towards integration of people with disabilities. Parents of children with disabilities, teachers, experts participated in the discussion. Discussion focused on the changes which were implemented within the year regarding rights of the persons with disabilities. Participants talked about problems connected with education of children with disabilities at schools as well as integration issues. At the end of the discussion parents expressed desire to hold screening of the film ,,Crippled King” at the schools because it is important to raise awareness about importance of integration of people with disabilities. The event was held within ,,Promoting Integration, Tolerance and Awareness’’ program (PITA) which is implemented by UNAG, financial support USAID. Partner organization of the project Young Pedagogues’ Union.2017 წლის 5 დეკემბერს „ახალგაზრდა პედაგოგთა კავშირის“ ლიტერატურულ კაფე „რვას+1“ ში ორგანიზაციის ახალგაზრდული ცენტრის ლიდერების ინიციატივით გაიმართა დოკუმენტური ფილმის „მეფე ხეიბარი“ ჩვენება-განხილვა. დისკუსია ეძღვნებოდა შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა უფლებების დაცვის დღეს. შეხვედრის მიზანი იყო საზოგადოებაში შშმ პირთა ინტეგრაციის საკითხებზე გავრცელებული არასწორი, სტერეოტიპული დამოკიდებულებების შეცვლა. დისკუსიაში მონაწილეობდნენ შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ბავშვების მშობლები, პედაგოგები, საკითხის ექსპერტები. საუბარი წარიმართა იმ ცვლილებებზე, რომლებიც წლების განმავლობაში შშმ პირთა უფლებების დაცვის თვალსაზრისით სახელმწიფოში განხორციელდა. ყურადღება გამახვილდა პრობლემებზე, რომლებიც საჯარო სკოლებში შშმ ბავშვთა განათლების, ასევე გარემოში მათი ინტეგრაციის საკითხებს ეხება. დისკუსიის ბოლოს მშობლებმა გამოთქვეს სურვილი, საკუთარი შვილების სკოლებში სხვა მშობლებისთვის მოაწყონ „მეფე ხეიბარის“ ჩვენება, რადგან საყურადღებოა შშმ პირთა ინტეგრაციის მნიშვნელობის გაცნობიერება მშობლებისთვის. დისკუსია ორგანიზებულია “ტოლერანტობის, სამოქალაქო ცნობიერებისა და ინტეგრაციის მხარდაჭერის პროგრამის” [PITA] ფარგლებში, რომელიც ხორციელდება საქართველოს გაეროს ასოციაციის (UNAG) მიერ, აშშ-ს საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) ფინანსური მხარდაჭერით. პროგრამის პარტნიორი ორგანიზაციაა – „ახალგაზრდა პედაგოგთა კავშირი.

სოციალური რგოლის გადაღება

With the initiative of Youth Center there was planned preparation of social video about society’s attitudes towards a child who was left in the street and was victim of violence. Leaders’ schoolchildren and students of theater under administration of Young Pedagogues’ participate in video making process. The social video will be created within ,,Promoting Integration, Tolerance and Awareness’’ program (PITA) which is implemented by UNAG, financial support USAID. Partner organization of the project Young Pedagogues’ Union.ოზურგეთის ახალგაზრდული ცენტრის ინიციატივით დაიგეგმა სოციალური რგოლის გადაღება ქუჩაში მიტოვებული, ძალადობის მსხვერპლი ბავშვის მიმართ, საზოგადოების დამოკიდებულების შესახებ.
სოციალურ რგოლის გადაღების პროცესში მონაწილეობენ ახალგაზრდა პედაგოგთა კავშირის ლიდერთა სკოლისა და ბავშვთა თეატრის მოზარდები.
სოციალური რგოლი მომზადდება “ტოლერანტობის, სამოქალაქო ცნობიერებისა და ინტეგრაციის მხარდაჭერის პროგრამის” [PITA] ფარგლებში, რომელიც ხორციელდება საქართველოს გაეროს ასოციაციის (UNAG) მიერ, აშშ-ს საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) ფინანსური მხარდაჭერით. პროგრამის პარტნიორი ორგანიზაციაა – „ახალგაზრდა პედაგოგთა კავშირი.

ახალგაზრდა მეწარმეები

With the aim to make an idea of entrepreneurship popular in youth, Youth Center of Ozurgeti implements program, within which there are organized meetings with successful youth entrepreneurs. On December 3, 2017 one group of Youth Center visited ,,Oda” in Martvili, Samegrelo. Keti Ninidze and Zaza Gagua shared their experience with youth. They talked about production of wine, key marketing issues of the enterprise. Youth got introduced to the new farm of Ojaleshi. In order to raise motivation of the youth and promote them to start entrepreneurship, different activities will be implemented. The event was organized within ,,Promoting Integration, Tolerance and Awareness’’ program (PITA) which is implemented by UNAG, financial support USAID. Partner organization of the project Young Pedagogues’ Union.ახალგაზრდებში მეწარმეობის იდეის პოპულარიზაციის მიზნით, ოზურგეთის ახალგაზრდული ცენტრი ახორციელებს პროგრამას, რომლის ფარგლებშიც მიმდინარეობს შეხვედრები წარმატებულ, ახალგაზრდა მეწარმეებთან. 2017 წლის 3 დეკემბერს, ახალგაზრდული ცენტრის ერთი ჯგუფი სამეგრელოში, მარტვილში „ოდას“ ესტუმრნენ. მასპინძლებმა, ქეთი ნინიძემ და ზაზა გაგუამ საკუთარი მეწარმეობის შესახებ მოუთხრეს ახალგაზრდებს. საუბარი წარიმართა ვაზის წარმოების, ღვინის დამზადების, საწარმოს მარკეტინგის საკვანძო საკითხებზე. ახალგაზრდებმა დაათვალიერეს ახლადგაშენებული ოჯალეშის მეურნეობა. ახალგაზრდების მოტივაციის, მათი სამეწარმეო საქმიანობის წამოწყებაში მხარდაჭერის მიზნით, ცენტრში ეტაპობრივად განხორცილდება სხვადასვხა ტიპის აქტივობები. გასვლითი შეხვედრა – სემინარი ორგანიზებული იყო “ტოლერანტობის, სამოქალაქო ცნობიერებისა და ინტეგრაციის მხარდაჭერის პროგრამის” [PITA] ფარგლებში, რომელიც ხორციელდება საქართველოს გაეროს ასოციაციის (UNAG) მიერ, აშშ-ს საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) ფინანსური მხარდაჭერით. პროგრამის პარტნიორი ორგანიზაციაა – „ახალგაზრდა პედაგოგთა კავშირი.