ბულინგის აღმოფხვრის შესაძლებლობები

On December 9-10 at the office of Young Pedagogues’ Union within the ongoing project: ,,Opportunities to overcome bullying” there was held training on the topic: ,,Meaning of bullying, reasons of challenging behavior and its consequences”, ,,Child protection issues” for children and parents. (Invited experts were manager of ,,First Step” day center, Giorgi Demetrashvili; Manager of Social Component of Young Pedagogues’ Union,and specialist of child care, Salome Chichinadze). Participants gained knowledge about the main characteristics of bullying/bully, long term consequences of bullying and strategies to overcome this problem, importance of the role of school administration, teachers, parents and children. Different cases were discussed regarding school. Different strategies were discussed in order to manage presented cases. The training was organized within the project ,,Opportunities to overcome bullying” within the program SCOPE with cooperation of corporation Harmony.მიმდინარე წლის 9– 10 დეკემბერს, ახალგაზრდა პედაგოგთა კავშირის ოფისში, პროექტის: ,,ბულინგის აღმოფხვრის შესაძლებლობები“ ფარგლებში, მოზარდებისა და მშობლების ჯგუფებისათვის ჩატარდა ტრენინგი თემაზე: „ბულინგის რაობა, ბავშვის გამომწვევი ქცევის მიზეზები და ზეგავლენა“, „ბავშვთა დაცვის საკითხები“ (მოწვეული ექსპეტრები: „პირველი ნაბიჯის“ დღის ცენტრის მენეჯერი, ფსიქოლოგი – გიორგი დემეტრაშვილი; ახალგაზრდა პედაგოგთა კავშირის სოციალური მიმართულების მენეჯერი, ბავშვზე ზრუნვის სპეციალისტი – სალომე ჭიჭინაძე). მონაწილეებმა მიიღეს ინფორმაცია ბულინგის რაობის, გამოვლენის მოტივების,ბულერის/მსხვერპლის ძირითადი მახასიათებლების შესახებ. ყურადღება გამახვილდა ბულინგის გრძელვადიანი შედეგებსა და მისი აღმოფხვრის სტრატეგიებზე, აღნიშნულ პროცესში სკოლის ადმინისტრაციის, პედაგოგების, მშობლებისა და ბავშვების როლზე. ჯგუფებში განხილულ იქნა სხვადასხვა შემთხვევები რომლებიც იჩენს ხოლმე თავს სკოლაში. დეტალურად შეჯამდა წარმოდგენილი შემთხვევების მართვის სხვადასხვა სტრატეგიები. ტრენინგი ორგანიზებული იყო პროექტის „ბულინგის აღმოფხვრის შეაძლებლობები“ ფარგლებში (სკოლის, თემისა და პოლიციის თანამშრომლობის“ პროგრამის. (SCOPE) კორპორაცია ჰარმონიის მხარდაჭერით).

რეგიონული პარლამენტის მორიგი შეხვედრა

here was held next meeting of Regional Parliament under administration of Young Pedagogues’ Union. Four members of the parliament : Anuki Todria, Nodar Gogiberidze, Tamuna Intskirveli and Nuka Kinkladze presented their pre-election program. Youth selected Nodar Gogiberidze as chairperson of the parliament.„ახალგაზრდა პედაგოგთა კავშითან“ არებული რეგიონული პარლამენტის მორიგი შეხვედრა გაიმართა. პარლამენტის ოთხმა წევრმა: ანუკი თოდრიამ; ნოდარი გოგიბერიძემ; თამუნა ინწკირველმა ნუკა ქინქლაძემ წამოადგინა თავისი საარჩევნო პროგრამა. მოზარდებმა ახალგაზრდული პარლამენტის თავმჯდომარედ ნოდარი გოგიბერიძე აირჩიეს

„კოცნა მარტო კინოშია “

On December 6, 2017 with the initiative of Youth Center, there was held screening of documentary film ,,Kissing is only in the film”. The film reflects negative impact of child marriage, access to education and problems connected with development of children. Participants talked about reasons and consequences of child marriage. Different opinions were discussed different opinions, among them religious, traditional and stereotypical attitudes. They also talked about violent factor of marriage. The discussion was held within the week of women’s protection from the violence. The meeting was organized within the program PITA which is implemented by UNAG with financial support of USAID. Partner of the program is Young Pedagogues’ Union.2017 წლის 6 დეკემბერს ახალგაზრდული ცენტრის ინიციატივით დაბა ნარუჯის საჯარო სკოლის მოსწავლეებისთვის გაიმართა დოკუმენტური ფილმის „კოცნა მარტო კინოშია “ ჩვენება განხილვა.
ფილმი ასახავს ნაადრევი ქორწინების მავნე ზეგავლენას, განათლების ხელმისაწვდომობასა და მოზარდების განვითარების პრობლემებს.
დამსწრე ახალგაზრდებმა ისაუბრეს ნაადრევი ქორწინების გამომწვევი მიზეზებისა და შედეგების შესახებ. განხილულ იქნა არაერთი მოსაზრება, მათ შორის რელიგიური თვალსაზრისი, დამკვიდრებული ტრადიციები და სტერეოტიპული შეხედულებები. საუბარი წარიმართა ქორწინების ძალადობრივ ფაქტორზეც.
დისკუსია ჩატარდა ქალთა ძალადობისგან დაცვის კვირეულის ფარგლებში. ორგანიზებული ყო “ტოლერანტობის, სამოქალაქო ცნობიერებისა და ინტეგრაციის მხარდაჭერის პროგრამის” [PITA] ფარგლებში, რომელიც ხორციელდება საქართველოს გაეროს ასოციაციის (UNAG) მიერ, აშშ-ს საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) ფინანსური მხარდაჭერით. პროგრამის პარტნიორი ორგანიზაციაა – „ახალგაზრდა პედაგოგთა კავშირი.

ტოლერანტული გარემო

On December 5, 2017 leaders of Youth Center within the project ,,Tolerant environment” held meeting with elderly group teachers. Teachers read fairy tail of Hans Christian Andersen and Italian fairy-tale. Based on the fairy tales there was held discussion about characters from the tales, strengths and weaknesses of human. Participants discussed characteristics of human behavior – right or not right was the behavior of characters, how they reach their goals. Children expressed their opinions how they would act in these situations and how they would change the situation. These kind of meetings are important for developing critical thinking and right values in youth. The meeting was organized within the project of youth center ,,Tolerant Environment”2017 წლის 5 დეკემბერს, ახალგაზრდული ცენტრის ლიდერებმა პროექტის „ტოლერანტული გარემო“ ფარგლებში ნარუჯის საბავშვო ბაღში უფროსი ჯგუფის აღსაზრდელებთან შეხვედრა მოაწყვეს, სადაც ბავშვებს წაუკითხეს ჰანს ქრისტიან ანდერსენის ზღაპარი „ღორების მწყემსი და პრინცესა“ და იტალიური ზღაპარი „მოჯადოებული მდიდარი“.
ზღაპრებში მოსმენილი ამბების მიხედვით, გაიმართა მსჯელობა ზღაპრების პერსონაჟებზე, ადამიანის ბუნების ძლიერ და სუსტ მხარეებზე. ყურადღება გამახვილდა გმირების ქცევების თავისებურებებზე – რამდენად სწორად მოიქცა ესა თუ ის გმირი, რის ხარჯზე ხდება დასახული მიზნის მიღწევა. პატარებმა გამოთქვეს მოსაზრებები, თუ რას გააკეთებდნენ თვითონ კონკრეტული გმირების მაგივრად, როგორ შეცვლიდნენ წარმოდგენილ სიტუაციას.
ასეთი ტიპის შეხვედრები მნიშვნელოვანია, ბავშვებში კრიტიკული აზროვნების, ფანტაზიის უნარის განვითარებისთვის, რათა ჩამოუყალიბდეთ და გაითავისონ სწორი ღირებულებები.
შეხვედრა ორგანიზებული იყო ახალგაზრდული ცენტრის პროექტის „ტოლერანტული გარემო“ ფარგლებში.

(Georgia) საჯარო სკოლების პრობლემები

,,ახალგაზრდა პედაგოგთა კავშირთან“ არსებულმა ოზურგეთის ლიდერთა სკოლის მოზარდებმა, 2016 წლის 13 დეკემბერს, მოამზადეს გადაცემა ,,საჯარო სკოლების პრობლემები“ – https://www.youtube.com/watch?v=IqTW_sToK6A . გადაცემა ნაჩვენები იქნა საქართველოს რამდენიმე ტელეარხის მიერ, მოზარდები საუბრობდნენ საჯარო სკოლებში არსებულ პრობლემებზე, ყურადღებას ამახვილებდნენ სკოლებში სველი წერტილების პრობლემასთან დაკავშირებით. ჩვენთვის მნიშვნელოვანია, განათლებისა და მეცნიერების მინისტრის განცხადება ზემოხსენებული საკითხის პრიორიტეტულობის შესახებ. პრობლემის მასშტაბურობის მიუხედავად, იმედია…

შეხვედრა შრომის საჯარო სკოლაში

On December 6, 2017 within the program of Young Pedagogues’ Union ,,Civic Engagement for Positive Changes” there was held a meeting in public school of Shroma with teachers, parents and schoolchildren of school and kindergarten. Organization representatives discussed issues of leadership, safe school concept and participation rights of children. Participants were provided with the information about participation and opportunity to impact on educational processes, developing collaborative culture, principles of democratic school, which can be achieved with involvement of teachers, parents and students. Planned activities will be implemented time to time.2017 წლის 6 დეკემბერს, “ახალგაზრდა პედაგოგთა კავშირის“ პროგრამის „სამოქალაქო ჩართულობა პოზიტიური ცვლილებებისთვის“ ფარგლებში ოზურგეთის მუნიციპალიტეტის შრომის საჯარო სკოლაში გაიმართა შეხვედრა სკოლისა და საბავშვო ბაღის მასწავლებლებთან, მშობლებთან და მოსწავლეთა ჯგუფებთან. ორგანიზაციის წარმომადგენლებმა ლიდერობის, უსაფრთხო სკოლის კონცეფციისა და ბავშვთა მონაწილეობის უფლებებთან დაკავშირებული საკითხები განიხილეს. სესიებზე დამსწრე აუდიტორიას მიეწოდა ინფორმაცია მონაწილეობისა და საგანმანათლებლო პროცესზე ზეგავლენის მოხდენის შესაძლებლობების, თანამონაწილეობითი კულტურის განვითარების, დემოკრატიული სკოლის პრინციპების შესახებ, რაც მასწავლებელთა, მშობელთა და მოსწავლეთა აქტირუობის გარეშე ვერ განხორცილდება პროგრამის ფარგლებში დაგეგმილი შეხვედრები ეტაპობრივად განხორიცლდება.

ძალადობა

Topic of the leadership school lesson on the 6th of December was „Violence“. The first part of the lesson started with a discussion about what violence means. There were analyzed the different types of violence: personal, structural and cultural violence. The second part of the lesson was practical, the pupils had to read four different short stories about violence in different situations. In groups they discussed the best way to deal with the situation and presented it to the others. In a discussion afterwards we talked about how to deal with different types of violence in everyday life. The aim of the lesson was to show how diverse violence can be and to show different ways to cope with it.2017 წლის 6 დეკემბერს ლიდერთა სკოლის საგაკვეთილო თემა იყო ,,ძალადობა’’.
სემინარის პირველი ნაწილი დაეთმო დისკუსიას ძალადობის რაობაზე, განხლული იქნა ძალადობის სხვადასხვა სახე: პირადი, სტრუქტურული და კულტურული ძალადობა. შეხვედრის მეორე ნაწილი პრაქტიკულ სავარჯიშოს დაეთმო, მოსწავლეებს უნდა წაეკითხათ ოთხი მოკლე ისტორია, რომელიც ძალადობის სხვადასხვა სიტუაციას გამოხატავდა. მათ ჯგუფებში განიხილეს ის გზები, რომლებსაც აღნიშნული სიტუაციების გადაჭრისთვის მიმართავდნენ და წარუდგინეს სხვებს. გაიმართა დისკუსია, სადაც ისაუბრეს იმაზე, თუ როგორ უნდა გავუმკლავდეთ ძალადობის სხვადასხვა სახეს ყოველდღიურ ცხოვრებაში. შეხვედრის მიზანი იყო იმის ჩვენება, თუ რა მრავალფეროვანია ძალადობა და განეხილათ ის გზები, რომელთა საშუალებთაც შესაძლებელია მასთან გამკლავება.

„მეფე ხეიბარი“

On December 5, 2017 with the initiative of Youth Center at the cafe ,,Rvas+1” there was held screening of the documentary film ,,Crippled King”. The discussion focused on the rights of people with disabilities. The aim of the meeting was to change stereotypical attitudes towards integration of people with disabilities. Parents of children with disabilities, teachers, experts participated in the discussion. Discussion focused on the changes which were implemented within the year regarding rights of the persons with disabilities. Participants talked about problems connected with education of children with disabilities at schools as well as integration issues. At the end of the discussion parents expressed desire to hold screening of the film ,,Crippled King” at the schools because it is important to raise awareness about importance of integration of people with disabilities. The event was held within ,,Promoting Integration, Tolerance and Awareness’’ program (PITA) which is implemented by UNAG, financial support USAID. Partner organization of the project Young Pedagogues’ Union.2017 წლის 5 დეკემბერს „ახალგაზრდა პედაგოგთა კავშირის“ ლიტერატურულ კაფე „რვას+1“ ში ორგანიზაციის ახალგაზრდული ცენტრის ლიდერების ინიციატივით გაიმართა დოკუმენტური ფილმის „მეფე ხეიბარი“ ჩვენება-განხილვა. დისკუსია ეძღვნებოდა შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა უფლებების დაცვის დღეს. შეხვედრის მიზანი იყო საზოგადოებაში შშმ პირთა ინტეგრაციის საკითხებზე გავრცელებული არასწორი, სტერეოტიპული დამოკიდებულებების შეცვლა. დისკუსიაში მონაწილეობდნენ შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ბავშვების მშობლები, პედაგოგები, საკითხის ექსპერტები. საუბარი წარიმართა იმ ცვლილებებზე, რომლებიც წლების განმავლობაში შშმ პირთა უფლებების დაცვის თვალსაზრისით სახელმწიფოში განხორციელდა. ყურადღება გამახვილდა პრობლემებზე, რომლებიც საჯარო სკოლებში შშმ ბავშვთა განათლების, ასევე გარემოში მათი ინტეგრაციის საკითხებს ეხება. დისკუსიის ბოლოს მშობლებმა გამოთქვეს სურვილი, საკუთარი შვილების სკოლებში სხვა მშობლებისთვის მოაწყონ „მეფე ხეიბარის“ ჩვენება, რადგან საყურადღებოა შშმ პირთა ინტეგრაციის მნიშვნელობის გაცნობიერება მშობლებისთვის. დისკუსია ორგანიზებულია “ტოლერანტობის, სამოქალაქო ცნობიერებისა და ინტეგრაციის მხარდაჭერის პროგრამის” [PITA] ფარგლებში, რომელიც ხორციელდება საქართველოს გაეროს ასოციაციის (UNAG) მიერ, აშშ-ს საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) ფინანსური მხარდაჭერით. პროგრამის პარტნიორი ორგანიზაციაა – „ახალგაზრდა პედაგოგთა კავშირი.

სოციალური რგოლის გადაღება

With the initiative of Youth Center there was planned preparation of social video about society’s attitudes towards a child who was left in the street and was victim of violence. Leaders’ schoolchildren and students of theater under administration of Young Pedagogues’ participate in video making process. The social video will be created within ,,Promoting Integration, Tolerance and Awareness’’ program (PITA) which is implemented by UNAG, financial support USAID. Partner organization of the project Young Pedagogues’ Union.ოზურგეთის ახალგაზრდული ცენტრის ინიციატივით დაიგეგმა სოციალური რგოლის გადაღება ქუჩაში მიტოვებული, ძალადობის მსხვერპლი ბავშვის მიმართ, საზოგადოების დამოკიდებულების შესახებ.
სოციალურ რგოლის გადაღების პროცესში მონაწილეობენ ახალგაზრდა პედაგოგთა კავშირის ლიდერთა სკოლისა და ბავშვთა თეატრის მოზარდები.
სოციალური რგოლი მომზადდება “ტოლერანტობის, სამოქალაქო ცნობიერებისა და ინტეგრაციის მხარდაჭერის პროგრამის” [PITA] ფარგლებში, რომელიც ხორციელდება საქართველოს გაეროს ასოციაციის (UNAG) მიერ, აშშ-ს საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) ფინანსური მხარდაჭერით. პროგრამის პარტნიორი ორგანიზაციაა – „ახალგაზრდა პედაგოგთა კავშირი.

ახალგაზრდა მეწარმეები

With the aim to make an idea of entrepreneurship popular in youth, Youth Center of Ozurgeti implements program, within which there are organized meetings with successful youth entrepreneurs. On December 3, 2017 one group of Youth Center visited ,,Oda” in Martvili, Samegrelo. Keti Ninidze and Zaza Gagua shared their experience with youth. They talked about production of wine, key marketing issues of the enterprise. Youth got introduced to the new farm of Ojaleshi. In order to raise motivation of the youth and promote them to start entrepreneurship, different activities will be implemented. The event was organized within ,,Promoting Integration, Tolerance and Awareness’’ program (PITA) which is implemented by UNAG, financial support USAID. Partner organization of the project Young Pedagogues’ Union.ახალგაზრდებში მეწარმეობის იდეის პოპულარიზაციის მიზნით, ოზურგეთის ახალგაზრდული ცენტრი ახორციელებს პროგრამას, რომლის ფარგლებშიც მიმდინარეობს შეხვედრები წარმატებულ, ახალგაზრდა მეწარმეებთან. 2017 წლის 3 დეკემბერს, ახალგაზრდული ცენტრის ერთი ჯგუფი სამეგრელოში, მარტვილში „ოდას“ ესტუმრნენ. მასპინძლებმა, ქეთი ნინიძემ და ზაზა გაგუამ საკუთარი მეწარმეობის შესახებ მოუთხრეს ახალგაზრდებს. საუბარი წარიმართა ვაზის წარმოების, ღვინის დამზადების, საწარმოს მარკეტინგის საკვანძო საკითხებზე. ახალგაზრდებმა დაათვალიერეს ახლადგაშენებული ოჯალეშის მეურნეობა. ახალგაზრდების მოტივაციის, მათი სამეწარმეო საქმიანობის წამოწყებაში მხარდაჭერის მიზნით, ცენტრში ეტაპობრივად განხორცილდება სხვადასვხა ტიპის აქტივობები. გასვლითი შეხვედრა – სემინარი ორგანიზებული იყო “ტოლერანტობის, სამოქალაქო ცნობიერებისა და ინტეგრაციის მხარდაჭერის პროგრამის” [PITA] ფარგლებში, რომელიც ხორციელდება საქართველოს გაეროს ასოციაციის (UNAG) მიერ, აშშ-ს საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) ფინანსური მხარდაჭერით. პროგრამის პარტნიორი ორგანიზაციაა – „ახალგაზრდა პედაგოგთა კავშირი.