ჩემი საჯარო გამოსვლა

2018 წლის 13 თებერვალს, ლიდერთა სკოლის მოსწავლეებისთვის მასტერკლასი „ჩემი საჯარო გამოსვლა“ ჩატარდა. მოზარდებს საკუთარი გამოცდილება გაუზიარა, საქართველოს პარლამენტის წევრმა, ოზურგეთის მაჟორიტარმა ტეპუტატმა, უმრავლესობის ლიდერმა არჩილ თალაკვაძემ. მან საკუთარ გამოსვლაში ისაუბრა საჯარო გამოსვლისთვის აუცილებელი ეტაპებისა და კომპონენტების შესახებ. სესიის ბოლოს მოზარდებს მიეცათ შესაძლებლობა მოემზადებინათ სიტყვით გამოსვლა და მიეღოთ რჩევები, რეკომენდაციები. ბ-ნ არჩილმა გამოთქვა სურვილი, ლიდერთა სკოლის…

საჯარო ლექცია – ბუნება და ლიტერატურა

2018 წლის 10 თებერვალს თბილისის ლიდერთა სკოლის მოსწავლეებისთვის საჯარო ბიბლიოთეკაში გაიმართა შეხვედრა მწერალთან, ყოფილ ლიდერთა სკოლელთან, გიორგი კეკელიძესთან. შეხვედრის თემა გახლდათ ბუნება და ლიტერატურა. მოსწავლეებმა მწერალთან ერთად ყურადღება გაამახვილეს ისეთ საკითხებზე, როგორიცაა ეკოლოგიური საკითხები ქართულ და მსოფლიო ლიტერატურაში, რა დატვირთვა შეიძლება ჰქონდეს გარემოს დაცვით საკითხებს ლიტარატურაში და სხვა. აღნიშნულ საკითხზე კიდევ ერთი შეხვედრა თბილისის ლიდერთა…

სემინარი კვლევის მეთოდებზე

2018 წლის 4 თებერვალს ახალგაზრდა პედაგოგთა კავშირის ოფისში ორგანიზაციის ბაზაზე არსებული მოსწავლეთა რეგიონული პარლამენტის წევრებისთვის ჩატარდა სემინარი ,,კვლევის მნიშვნელობა სკოლაში არსებული პრობლემების გამოვლენისა და მართვისთვის“. სემინარზე მოზარდებმა მიიღეს ინფორმაცია, სოციალური კვლევის მნიშვნელობის შესახებ, გაეცნენ კვლევის მეთოდებსა და მისი განხორციელების ეტაპებს. მსჯელობა გაიმართა კვლევის შინაარსზე, რომელიც გულისხმობს გურიის საჯარო სკოლებში არსებული პრობლემების გამოვლენას. სემინარის მონაწილეები უზრუნველყოფენ…

„ბულინგი და მისი ფორმები ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სკოლებში“

ა(ა)იპ „ახალგაზრდა პედაგოგთა კავშირის“ მიერ 2017 წლის შემოდგომაზე ჩატარდა კვლევა: „ბულინგი და მისი ფორმები ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სკოლებში“. კვლევა ჩატარდა პროექტის „ბულინგის აღმოფხვრის შესაძლებლობები“ ფარგლებში. პროექტი ხორციელდება „სკოლის თემისა და პოლიციის თანამშრომლობის პროგრამის (SCOPE) კორპორაცია ჰარმონიის მხარდაჭერით. პროექტის მიზანია საზოგადოებაში (მშობლები, პედაგოგები, მოზარდები) ბულინგის არსისა და შედეგების გაცნობიერება. კვლევის ანგარიში იხილეთ ბმულზე: „ბულინგი და მისი ფორმები…

მიკროგრანტები –   ,,ახალგაზრდა პედაგოგთა კავშირი“  

        ,,ახალგაზრდა პედაგოგთა კავშირი“                    დ ე ბუ ლ ე ბ ა კონკურსის მიზანი: თემის/სკოლის პრობლემების გადაჭრა/პოპულარიზაცია/ცნობიერების ამაღლება (პროექტები შესაძლებელია იყოს შემდეგ თემებზე: გარემოს დაცვა, ბულინგი და ა.შ.) ახალგაზრდების მიერ დამოუკიდებლად მომზადებული და განხორციელებული ინიციატივების წახალისება. კონკურსის პირობები: კონკურსში მონაწილეობა შეუძლიათ ,,ახალგაზრდა პედაგოგთა კავშირის“…

დისკუსია ბათუმში

2018 წლის 29 იანვარს, ოზურგეთის ახალგაზრდული ცენტრის ინიციატივით, ქ. ბათუმის ახალგაზრდულ ცენტრში დისკუსია გაიმართა „ბავშვზე ძალადობა  და საზოგადოების დამოკიდებულება“ . ახალგაზრდებმა იმსჯელეს ძალადობის ცნების შესახებ, ყურადღება გაამახვილეს საზოგადოების ინდიფერენტულ, რიგ შემთხვევებში სტერეოტიპულ  დამოკიდებულებაზე ძალადობის მსხვერპლი ბავშვების მიმართ. ოზურგეთის ცენტრის მოზარდებმა თანატოლებს გაუზიარეს მათ მიერ ჩატარებული სოციალური ექსპერიმენტი / ვიდეო-სიუჟეტი, რომელიც კარგად ასახავდა  ქუჩაში უგულვებელყოფილი ბავშვის…

თემატური სკოლა ოზურგეთში

2018 წლის 27-28 იანვარს, ახალგაზრდა პედაგოგთა კავშირის ოფისში, პროექტის „ბულინგის აღმოფხვრის შესაძლებლობები (SCOPE) ფარგლებში შექმნილი მშობლებისა და მოზარდების ჯგუფებისთვის თემატური სკოლის შეხვედრები ჩატარდა. სკოლის მონაწილეები დაესწრნენ პროექტის ფარგლებში ჩატარებული კვლევის „ბულინგი და მისი ფორმები ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სკოლებში“ პრეზენტაციას და იმსჯელეს კვლევის შედეგად გამოვლენილი ტენდენციების შესახებ. კერძოდ: უსაფრთხო სკოლა და მასთან დაკავშირებული გამოწვევები; მშობლების, მოზარდებისა და…

პრეზენტაცია

მიმდინარე წლის 27 დეკემბერს, ა(ა)იპ ,,ახალგაზრდა პედაგოგთა კავშირის“ ორგანიზებით მოეწყო ,,სახელმწიფო ზრუნვის სისტემაში მყოფი ხანდაზმული და შშმ პირების კეთილდღეობაზე ზრუნვა’’ პროექტის დასკვნითი პრეზენტაცია, რომლის მიზანი გახლდათ ,,სადღეღამისო სპეციალიზებულ დაწესებულებებში სოციალური მუშაკისა და მომსახურების მიმწოდებლის ფუნქციებისა და მოვალეობების განაწილების შესახებ დოკუმენტის პროექტის შემუშავება“. აღნიშნული პროექტი განხორციელდა ევროკავშირის ფინანსური მხარდაჭერით პროექტის – „საზოგადოებრივი ორგანიზაციების შესაძლებლობების გაძლიერება სოციალური…

მოხალისეობა, როგორც სარგებელი“

On December 19, 2017 there was held meeting about the topic ,,Volunteerism, as a benefit”. Volunteerism in Georgia is still on its way to development, so there are quite a lot of problems regarding the sphere. It becomes difficult for youth to get involved in volunteerism, as well as them to continue volunteer work. German volunteer,Katja Frühling talked about positive effects of volunteerism, German legislation which gives volunteers some privileges and advantages. Katja also talked about activities, in which German volunteers participate. In the second part of the meeting Chairperson of Young Pedagogues’ Union, Marina Topuria talked about volunteerism and challenges which exist in Georgia nowadays regarding the issue., Volunteer culture as tradition of Georgian culture, involvement of volunteer youth in programs of Young Pedagogues’ Union which aims to develop opportunities of young generation. By the end of the meeting members of the center shared their experience to youth. There were planned different activities which will be implemented in villages involved and town Ozurgeti. Mari Papidze, active member of the center was given special gift for her active volunteer experience. The event was implemented within ,,Promoting Integration, Tolerance and Awareness’’ program (PITA) which is implemented by UNAG, financial support USAID. Partner organization of the project Young Pedagogues’ Union2017 წლის 19 დეკემბერს, ახალგაზრდა პედაგოგთა კავშირში, ახალგაზრდული ცენტრის ინიციატივით გაიმართა შეხვედრა „მოხალისეობა, როგორც სარგებელი“.

დღეს ჩვენს ქვეყანაში მოხალისეობა ჯერ კიდევ განვითარების საწყის ეტაპზეა, შესაბამისად ამ კუთხით არსებული პრობლემები ჩვენს გარემოში მკვეთრადაა გამოსახული. ჭირს ახალგაზრდის დაინტერესება და დარწმუნება, ჩაერთოს მოხალისეობრივ პროგრამებში, რომ არაფერი ვთქვათ საქმიანობის ამ მიმართულებით გაგრძელებაზე.
აღნიშნული შეხვედრის მიზანი, ცენტრის წევრებისთვის და სხვა ახალგაზრდებისთვის
მოხალისეობის არსის გაცნობიერება და მათი წახალისება გახლდათ.

პრეზენტატორმა (ახალგაზრდა პედაგოგთა კავშირის გერმანელი მოხალისე კატია ჰერცმა) ისაუბრა, მოხალისეობის პოზიტიურ ეფექტებზე, გერმანიის საკანონმდებლო ბაზაზე, რომელიც მოხალისეს გარკვეული ტიპის პრივილეგიასა და უპირატესობას ანიჭებს. ყურადღება გაამახვილა იმ აქტივობების სახეობებზე, რაშიც ერთვებიან გერმანელი მოხალისეები.

შეხვედრის მეორე ნაწილში, ახალგაზრდებს ესაუბრა ახალგაზრდა პედაგოგთა კავშირის ხელმძღვანელი მარინა თოფურია, რომელმაც განიხილა მოხალისეობის არსი და თანამედროვე საქართველოში არსებული გამოწვევები; მოხალისეობრივი კულტურა — როგორც, ქართული ტრადიციების ნაწილი; ახალგაზრდა პედაგოგთა კავშირის პროექტებში მოხალისე ახალგაზრდების ჩართვა, როგორც შესაძლებლობა მათი განვითარებისთვის.

შეხვედრის ბოლოს ცენტრის წევრებმა, ახალგაზრდებს მოხალისეობრივ აქციებში მონაწილეობის საკუთარი გამოცდილება გაუზიარეს. დაიგეგმა რამდენიმე აქტივობა, რომელიც თანადროულად განხორცილდება ცენტრში ჩართულ სოფლებსა და ქ. ოზურგეთში.
ცენტრის წევრს, მარი პაპიძეს აქტიური მოხალისეობისთვის საჩუქრად გადაეცა.
შეხვედრა ორგანიზებულია “ტოლერანტობის, სამოქალაქო ცნობიერებისა და ინტეგრაციის მხარდაჭერის პროგრამის” [PITA] ფარგლებში, რომელიც ხორციელდება საქართველოს გაეროს ასოციაციის (UNAG) მიერ, აშშ-ს საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) ფინანსური მხარდაჭერით. პროგრამის პარტნიორი ორგანიზაციაა – „ახალგაზრდა პედაგოგთა კავშირი.

“კარგი ბავშვები არ ტირიან“

On December 19,2017 in public school of Laituri, within the project of Young Pedagogues’ Union there was held movie screening ,,Cool kids don’t cry”. The film reveals every types of bullying: physical, verbal, psychological. In the film there is reflected teacher’s affords to stop bullying. After screening there was held discussion in which there participated teachers of pre-schools and schools, as well as parents. Teachers and parents emphasized on the problem of the bullying as one of the hardest problems in schools and pre-schools and that everyone should participate in problem-solving process.