სიახლეები

"ახალგაზრდა პედაგოგთა კავშირის" ახალგაზრდული ცენტრის ინიციატივით სპორტული აქტივობები ჩატარდა

2019 წლის 22 აპრილს "ახალგაზრდა პედაგოგთა კავშირის" ახალგაზრდული ცენტრის ინიციატივით კულტურისა და დასვენების პარკში სპორტის პოპულარიზაციის მიზნით სპორტული აქტივობები ჩატარდა. 

სპორტული შეჯიბრებები გაიმართა 4 მიმართულებით, კერძოდ: ჭადრაკი, მაგიდის ჩოგბურთი, მკლავჭიდი და ტანის აზიდვა ტურბინკებზე. თითოეული აქტივობაში გამარჯვებულს სიმბოლურად პრიზად გადაეცა სამაგიდო თამაში მონოპოლი. 

მსგავსი ტიპის აქტივობები, რომლებიც საჯარო სივრცეში იმართება მნიშვნელოვანია, რადგან ეს არის დამატებითი შესაძლებლობა დააინტერესო ახალგაზრდები იმ საქმიანობით რომელსაც ორგანიზაცია აწარმოებს. 

ინფორმაციის გაცვლა თანატოლებს შორის გაცილებით უკეთესი შედეგის მომტანია, რადგან მათი საერთო ინტერესების უკეთესი გაანალიზება ხდება და ახალი იდეებიც ჩნდება, საერთო საქმისთვის ერთიანდებიან. 

აქცია ორგანიზებულია "ტოლერანტობის, სამოქალაქო ცნობიერებისა და ინტეგრაციის მხარდაჭერის პროგრამის" [PITA] ფარგლებში, რომელიც ხორციელდება საქართველოს გაეროს ასოციაციის (UNAG) მიერ, აშშ-ს საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) ფინანსური მხარდაჭერით.